ჰოკეიდან ფიგურულ სრიალში
კანადელი ჰოკეისტი ჟორჟ ლარაკი ჰოკეისტის კარიერის დასრულების შემდეგ ფიგურულ სრიალში გეგმავს ძალების მოსინჯვას. უახლოეს მომავალში კანადაში სამოყვარულო ჩემპიონატის გამართვა იგეგმება და სწორედ იქ უნდა შედგეს ლარაკის დებიუტი 18 წლის პარტნიორ გოგონასთან ერთად. ლარაკი ჰოკეის სამყაროში საკმაოდ ცნობილი სახეა და ამერიკის ნაციონალურ ჰოკეის ლიგაში მას 695 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც 1 126 წუთი საჯარიმო წუთებზე მოდის. გარდა ჰოკეისა და ფიგურული სრიალისა, ლარაკი რადიოსა და ტელევიზიაშიც მუშაობს, არის „მწვანეების“ პარტიის თავმჯდომარის მოადგილე და, ასევე, მონაწილეობა აქვს მიღებული ბრძოლებში წესების გარეშე. ასე რომ, ფიგურული სრიალის მოყვარულები საინტერესო სანახაობის მოლოდინში უნდა იყვნენ, რადგან ლარაკის გამოჩენა ყინულის მოედანზე ყოველთვის სკანდალთან ან ჩხუბთან ასოცირდება.