კარლ ლუისი პოლიტიკაში წავიდა
ლეგენდარული ამერიკელი მძლეოსანი, რვაგზის მსოფლიო და ცხრაგზის ოლიმპიური ჩემპიონი კარლ ლუისი ნიუ-ჯერსის შტატის სენატის წევრობისთვის აპირებს ბრძოლას ადგილობრივ არჩევნებში. ლუისის განცხადებით, იგი აღარ გეგმავს, შემოიფარგლოს მხოლოდ საქველმოქმედო საქმიანობით, რომლის ფარგლებშიც, ერთ-ერთ ამერიკულ სკოლაში სრულიად უფასოდ ავარჯიშებდა მძლეოსანთა ჯგუფს და აპირებს, ძალები პოლიტიკურ ასპარეზზე მოსინჯოს, სადაც განათლების სისტემაში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად საკუთარი გეგმის გატარებას აპირებს. ერთ დროს პლანეტის უძლეველი მძლეოსანი ლუისი, რომელიც აქტიური სპორტიდან 1997 წელს წავიდა, დიდ იმედებს ამყარებს ამომრჩევლების გონიერებაზე.