კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ჰერპესის ვირუსი

გაზაფხულზე აქტიურდება
ჰერპესი ვირუსული ინფექციაა და მას იწვევს მარტივი ჰერპესის ვირუსი. არსებობს ვირუსის ორი ტიპი, კერძოდ – პირის და სახის. არის დაზიანების გამომწვევი და გენიტალიური ანუ სასქესო ორგანოების ინფექციის გამომწვევი. დაავადება ვლინდება ჰერპეს-ვირუსული ინფექციით ავადმყოფთან კონტაქტიდან ერთი კვირის შემდეგ. ინფექციის გადაცემისთვის ახლო კონტაქტიც საკმარისია. ხშირია ინფექციის გადაცემა სქესობრივი გზით. ვირუსი დასაწყისში აზიანებს ლორწოვან გარსს ან დაზიანებულ კანს და შემდეგ ხდება მისი შეჭრა პერიფერიულ ნეირონებში. შემთხვევათა უმრავლესობა კლინიკური გამოვლინებების გარეშე მიმდინარეობს. ის, შესაძლოა, წლების განმავლობაში მიმდინარეობდეს და მისი გააქტიურება გამოიწვიოს სტრესმა, ტრავმამ, გაციებამ და ასე შემდეგ.

დაავადების გამოვლენა დამოკიდებულია ვირუსის სახესა და ადამიანის ასაკზე. დედის დაავადების შემთხვევაში, ნაყოფს ინფექცია მუცლად ყოფნის დროს გადაეცემა. ახალშობილებში თანდაყოლილი ჰერპეს-ვურუსული ინფექცია შედარებით იშვიათია, რაც მიმდინარეობს მძიმედ, ცენტრალური ნერვული სისტემისა და სხვა სასიცოცხლო ორგანოების დაზიანებით.

როგორც პირველადი, ასევე რეციდიული ჰერპესის დროს, ტუჩის კუთხეებთან კანი წითლდება, დაზიანების ადგილი მტკივნეულია. ავადმყოფი განიცდის წვასა და ქავილს, შემდეგ კი ჩნდება გამჭვირვალე შიგთავსის მქონე წვრილი ბუშტუკები. გამონაყარი თანდათან წყლულდება, რასაც, შესაძლოა, თან დაერთოს სხეულის ტემპერატურის მატება და შემცივნება. დაავადების რეციდივები ანუ განმეორება შეიძლება მოხდეს რამდენჯერმე და ერთსა და იმავე ადგილზე.

ვირუსის ყველაზე სერიოზულ ფორმას წარმოადგენს ჰერპეს-ვირუსული ენცეფალიტი, რომელსაც ჰერპესის მეორე ტიპი იწვევს. ის ძალიან მძიმე და ვერაგი დაავადებაა. ამ დროს ვირუსის გავრცელება ხდება პერიფერიიდან ცენტრალურ ნერვულ სისტემაში. თუ არ ჩაიტარეთ შესაბამისი სპეციალისტის მიერ დანიშნული მკურნალობა შესაძლოა, დაავადებას ლეტალური შედეგი მოჰყვეს. არასწორად ნამკურნალევი ჰერპესის ვირუსი სერიოზულ ნევროლოგიურ დარღვევებს ტოვებს.

დაავადება კი იწყება ცხელებითა და თავის ტკივილით. ის, ასევე, სწრაფად პროგრესირებს. მისი მკურნალობა ადეკვატური და სწრაფი უნდა იყოს. ჰერპესის ვირუსი გაზაფხულზე აქტიურდება. ამიტომ, ყურადღებით დააკვირდით ნებისმიერ სიმპტომურ გამოვლენას და დროულად მიმართეთ ექიმებს მკურნალობის კურსის დასაწყებად.


скачать dle 11.3