რძის კომპრესი თვალების ანთებით პროცესს აცხრობს
თვალები სულის სარკეა, ქალისთვის კი – ეფექტური იარაღი, რომელიც მისი მომხიბვლელობის სიმბოლოდ ითვლება. ძლიერი სქესის უმრავლესობის აზრით, სუსტი სქესი სწორედ ლამაზი თვალების გამო უყვარდებათ ხოლმე. ამასთან, გადამწყვეტ როლს ასრულებს არა ფერი, სიდიდე ან ჭრილის ფორმა, არამედ, თვალების გამომეტყველება.
ლამაზ თვალებს ხშირად უკარგავს ლაზათს დაღლილი გამოხედვა, შესიებული ქუთუთოები და ასე შემდეგ.
თუ გსურთ, თქვენს თვალებს ბრწყინვალება და ჯანმრთელი იერი შეჰმატოთ, აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ შემდეგი რჩევები:
* ყოველ დილით თვალები ჩაის ნაყენით ამოიწმინდეთ – ეს პროცედურა დაღლილობის შეგრძნებას მოგიხსნით;
* შეშუპებულ უპეებს კარგად აშუშებს სალბის ნაყენი;
* ანთებით პროცესს აქრობს რძის კომპრესი: ბამბა დაალბეთ რძეში და ხუთი წუთით დაიდეთ თვალებზე, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ;
* თვალებს სიკაშკაშესა და ბრწყინვალებას უბრუნებს ცაცხვისა და გვირილას ყვავილების ნაყენის საფენები;
* თვალების შესიებას აცხრობს კარტოფილის ნიღაბი;
* თვალების გარშემო სისხლის მიმოქცევას აღადგენს ქინძის, კიტრისა და არაჟნის ნიღაბი.
საუზმე, რომელიც ხილის სალათისა და ბალახოვანი ჩაისგან შედგება, ორგანიზმს ვიტამინებითა და ყველა იმ ნივთიერებებით ამარაგებს, რომლებიც სილამაზისთვისაა საჭირო.