რომელ საკვებს აქვს ორგანიზმისთვის აღმგზნები და დამამშვიდებელი ეფექტი
მცენარეული საკვები მდიდარია უჯრედისით. ის განაპირობებს კუჭ-ნაწლავის ტრაქტის კარგად მუშაობას, იცავს ადამიანის ორგანიზმს ათეროსკლეროზისა და კიბოსგან. მასში არ არის ქოლესტერინი. მაგალითად, სოია თვითონ განაპირობებს სისხლში ქოლესტერინის დონის შემცირებას.
ხილი და ბოსტნეული მდიდარია ვიტამინებითა და მინერალური ნივთიერებებით, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმუნიტეტის შესანარჩუნებლად. ფიტონციდები, რომლებიც მცენარეულ საკვებში შედის, თრგუნავენ ნაწლავებში მიმდინარე ლპობის პროცესებს.
ვეგეტარიანელები, ფაქტობრივად, არ ავადდებიან გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით, ჰიპერტონიითა და დიაბეტით. ასევე, ისინი დიდხანს ცოცხლობენ. ეს დაკავშირებულია არა მარტო კვებასთან, არამედ იმასთანაც, რომ ვეგეტარიანელები მეტ ყურადღებას უთმობენ საკუთარ ჯანმრთელობას.
არსებობს აღმგზნები და დამამშვიდებელი ეფექტის მქონე საკვებიც. დამამშვიდებელს მიეკუთვნება: ხილი, ბოსტნეული, რძე, კარაქი, მარცვლოვანი კულტურები, ხოლო აღმგზნებია: ხორცი, თევზი, კვერცხი, სანელებლები და ალკოჰოლური სასმელები.
თუ კარგად დააკვირდებით საკუთარ ორგანიზმს, ადვილად მიხვდებით, რომელი საკვები გჭირდებათ.