კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ უარესდება კანის მდგომარეობა გაზაფხულზე და როგორ ავიცილოთ თავიდან კანის სიმშრალე

გაზაფხულის მოსვლა ქალბატონებისთვის ყოველთვის დადებით ემოციებთან არ არის დაკავშირებული. ამ პერიოდში სახის, ხელებისა და მთელი სხეულის კანის მდგომარეობა ხშირად იცვლება. კანი იქერცლება, შრება, ზოგჯერ ჩნდება გამონაყარიც. გაზაფხულზე ორგანიზმი განიცდის ვიტამინების ნაკლებობას და კანი მეტად მგრძნობიარე ხდება გარემო ფაქტორების მიმართ. აქედან გამომდინარე, ქალბატონებს მეტი ძალისხმევა სჭირდებათ გაზაფხულზე კანის მოსავლელად, განსაკუთრებით მათ, ვისაც მშრალი კანი აქვთ. გადავწყვიტეთ, ამ საკითხზე დერმატოლოგ თინათინ მახნიაშვილს გავსაუბრებოდით.

– რატომ არის მნიშვნელოვანი კანის ტენიანობა?

– კანი სრულყოფილი ფუნქციონირებისათვის კარგად უნდა იყოს დატენიანებული. წყალი შეადგენს კანის 70 პროცენტს, ხოლო კანის ზედაპირული რქოვანა შრის 10-20 პროცენტს. რქოვანა შრის ფუნქცია მის ქვემდებარე ქსოვილების დაცვაა. ნორმაში კანის ცხიმოვანი ჯირკვლები წარმოქმნიან ცხიმებს, რათა სითხე შეინახონ კანის საფარველში. ეს ცხიმები მოქმედებენ როგორც ბარიერი, რომელიც ხელს უშლის ტენიანობის დაკარგვას. როდესაც კანის ზედა ფენა კარგავს ბუნებრივ დამატენიანებლებს და მასში სითხის შემცველობა 10 პროცენტზე ქვემოთ ეცემა კანი ხდება მშრალი, კარგავს ელასტიკურობას, შეიძლება აიქერცლოს და გამოიწვიოს ქავილი.

– როგორ გამოიყურება მშრალი კანი?

– გარეგნულად კანი უხეშია, ელასტიკურობა დაკარგული აქვს, ძლიერ დაჭიმულია. ასეთი კანი იქერცლება. შეიძლება აღინიშნებოდეს ქავილიც. ასეთ კანზე არ ჩანს ფორები. უფრო ხშირად კანის სიმშრალე აღინიშნება ბუნებრივი ხახუნის და დაჭიმულობის ადგილებში – მუხლებზე, იდაყვებზე, თითებზე. როდესაც კანის ზედაპირული შრე კარგავს ელასტიკურობას, რქოვანა შრის უჯრედებს შორის კავშირი ირღვევა, გაჩენილი მიკრონაპრალებიდან კანის ღრმა ფენებში უფრო ადვილად შეაღწევს ბაქტერიები, ვირუსები, ქიმიკატები და სხვა გამაღიზიანებელი ნივთიერებები, რაც ხდება კანის გაღიზიანებისა და ქავილის მიზეზი. ასეთი კანი მეტად მგრძნობიარეა და უფრო მალე ბერდება.

– რა წარმოადგენს კანის სიმშრალის განვითარების მიზეზებს?

– კანის მდგომარეობის გაუარესებას შესაძლოა, ხელი შეუწყოს ამინდმაც. მაგალითად, კანზე ცუდად მოქმედებს უკიდურესად ცხელი და ცივი ჰაერი, მზის სხივების პირდაპირი მოქმედება, დაბალი ტენიანობა. ულტრაიისფერი სხივები გარდა იმისა, რომ აშრობს კანის რქოვანა შრეს, უფრო ღრმადაც აღწევს და მისი მოქმედების შედეგად შემაერთებელ ქსოვილს აღარ ძალუძს საკმარისი რაოდენობის სითხის შეკავება. ჰაერის სიმშრალე შესაძლოა, გამოიწვიოს ზაფხულობით კონდიციონერის გამოყენებამ, ხოლო ზამთარში – ცენტრალურმა გათბობამ. გასაკვირია, მაგრამ კანის სიმშრალის ერთ-ერთი მიზეზია, ხშირად დაბანა, განსაკუთრებით ცხელი წყლით, ასევე, ტუტე საპნის მოხმარება. ეს ფაქტორები არღვევს კანის დამცავ ფენას და კანი კარგავს მის ბუნებრივ უნარს – შეიკავოს წყალი. საფარველს ასევე აზიანებს კოსმეტიკის გადამეტებული გამოყენება. კანის სიმშრალის მიზეზი შესაძლოა, იყოს ზოგიერთი დაავადება, მაგალითად: დიაბეტი, ფარისებრი ჯირკვლის ჰიპოფუნქცია, ალერგიები, ფსორიაზი, დერმატიტი, ეგზემა, ვიტამინების ნაკლებობა, განსაკუთრებით A და C ვიტამინისა. კანის მდგომარეობაზე უარყოფითად მოქმედებს სტრესული სიტუაციები და ნერვული გადაძაბვა. ზოგ შემთხვევაში, წინასწარგანწყობა მშრალი კანისადმი თანდაყოლილია და მემკვიდრულად გადაეცემა. ასაკის მატებასთან ერთად, კანი თავის ელასტიკურობას კარგავს, რასაც თან ახლავს მისი ზედაპირის სიმშრალე.

– როგორ იცვლება კანის მდგომარეობა გაზაფხულზე?

– გაზაფხულზე ჰაერის ტემპერატურა იმატებს, რაც მშრალ კანს უხდება, თუმცა იმატებს მზის აქტივობაც და როგორც აღვნიშნეთ, მშრალი კანი საკმაოდ მგრძნობიარეა ულტრაიისფერი სხივების მიმართ. ამასთან, გაზაფხულობით ადამიანის ორგანიზმი საკმაოდ გამოფიტულია, აღინიშნება ვიტამინებისა და მიკროელემენტების ნაკლებობა. გარდა ამისა, ზოგიერთ ადამიანს აღენიშნება ალერგია მცენარეთა მტვრის მიმართ, რაც თავს იჩენს გაზაფხულობით და იწვევს კანის დამატებით გაღიზიანებას. ჰაერის ტემპერატურის ხშირი ცვლილება კიდევ ერთი ფაქტორია, რომელიც კანის სიმშრალესა და ადვილად გაღიზიანებას განაპირობებს. ოფისებში მომუშავე ქალბატონებში გარემოს მაღალი ტემპერატურის დროს, მუდმივად ხელოვნური კონდიცირება აუარესებს კანის მდგომარეობას. ზემოთ ჩამოთვლილი ფაქტორებიდან გამომდინარე, გაზაფხულობით აუცილებელია კანის მოვლაზე ყურადღების გამახვილება.

– როგორ მოვუაროთ მშრალ კანს?

– კანის აღდგენისა და დასვენებისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ღამის ძილს, უძილობა საგრძნობლად აუარესებს კანის მდგომარეობას. კანის ზედაპირის მსუბუქი მასაჟი აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას, შედეგად კანის უჯრედები მეტ ჟანგბადსა და საკვებ ნივთიერებას იღებს. მშრალი კანის შემთხვევაში, არ არის სასურველი საუნა, სპორტის ოფლმდენი სახეობები, განსაკუთრებით ქლორიან აუზში ცურვა. ასეთ შემთხვევაში კანი კარგავს დამცავ ნივთიერებებს, რომელთა აღდგენაც ორგანიზმს ძალიან უჭირს. ამიტომ, ინტენსიური ვარჯიშის შემდეგ, სასურველია, დამატენიანებელი და მკვებავი კრემების გამოყენება. აუცილებელია, წყლის საკმარისი რაოდენობით მიღება – დღეში, სულ მცირე, 2 ლიტრი წყალი, რათა აღდგეს ორგანიზმში სითხის დეფიციტი და კანმა ტენიანობა შეინარჩუნოს. გადახედეთ კვების რაციონს და შეეცადეთ, მასში ჭარბობდეს მარცვლოვანი კულტურები, ნიგოზი, უმი ხილი და ბოსტნეული, A და C ვიტამინებით მდიდარი პროდუქტები. A ვიტამინს შეიცავს ცხოველური წარმომავლობის საკვები, მაგალითად: თევზის ქონი, ღორის ხორცი, კვერცხის გული, არაჟანი და ასე შემდეგ. C ვიტამინი დიდი რაოდენობით გვხვდება ბოსტნეულში, ხილში, კენკრაში. შეეცადეთ რაციონიდან ამოიღოთ ისეთი პროდუქტები, როგორიცაა: შაქარი, შოკოლადი, კოფეინის შემცველი სასმელები, შემწვარი კერძები. თავი შეიკავეთ ალკოჰოლისა და თამბაქოს მოხმარებისგან. ალკოჰოლი ხელს უშლის ორგანიზმის უნარს შეინარჩუნოს ტენიანობა. ზამთრის პერიოდში, ისეთ ნაგებობებში, სადაც ცენტრალური გათბობაა, გამოიყენეთ ჰაერის დამატენიანებლები. ასეთ შემთხვევაში, ჰაერის დატენიანებას, ასევე, ხელს უწყობს ოთახის მცენარეები. მოერიდეთ გადახურებას, გადაციებას და ულტრაიისფერი სხივების მოქმედებას. საზიანოა, ჰაერის ტემპერატურის მკვეთრი ცვლილებაც. შხაპის ან აბაზანის მიღება, არ არის სასურველი ხშირად, ოპტიმალურია – ორ დღეში ერთხელ. დასაბანად გამოიყენეთ ოთახის ტემპერატურის წყალი და საპონი ნეიტრალური pH-ით. დაბანის შემდგომ კანი პირსახოცით ნაზად გაიმშრალეთ, ნუ გააღიზიანებთ კანს უხეში მოძრაობებით. მშრალ კანს, როგორც წესი, არ ესაჭიროება პილინგი. ასევე არ არის სასურველი სპირტშემცველი საშუალებების გამოყენება.

– როგორ უნდა ვუმკურნალოთ მშრალ კანს?

– მშრალი კანის მოსავლელად მნიშვნელოვანია სამკურნალო საშუალების სწორად შერჩევა. ამისთვის არსებობს კანის მრავალი მკვებავი და დამატენიანებელი საშუალება. თუმცა, არ არის სასურველი, მშრალი კანის გადატვირთვა კრემებითა და ლოსიონებით. ხშირ შემთხვევაში, საკმარისია, დღის და ღამის კრემები, რომელთა შემადგენლობაშია ცხიმები და დამატენიანებელი საშუალებები. დღის კრემი ასევე უნდა შეიცავდეს მზის სხივებისგან დამცავ საშუალებებს.


скачать dle 11.3