კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხორბალი ორგანიზმს წმენდს და აძლიერებს

არსებობს ხორბლის მარცვლებით, საჭმლის მომნელებელი ტრაქტის გამწმენდი უებარი მეთოდი. კერძოდ, ერთი კვირის განმავლობაში ჭამეთ მხოლოდ მოხარშული ხორბალი. შეგიძლიათ, მიაყოლოთ უმი ბოსტნეული, ხილი და ნიგოზი. ამ დროს არ ჭამოთ ცხიმიანი, შაქრიანი საჭმელები, ასევე, ტკბილეული, ალკოჰოლი, ყავა, ჩაი, ხილის წვენი, გაზიანი სასმელები და ლუდიც გამორიცხეთ. მოხარშულ ხორბალს ნურც მარილს დაამატებთ.

ხორბალი შეიცავს დიდი რაოდენობით B ვიტამინს. მოხარშული ხორბლის მიღებისას, ორგანიზმში ხვდება ვიტამინების დიდი რაოდენობა, რაც დადებით გავლენას ახდენს არა მარტო ნერვულ სისტემაზე, არამედ კანზეც. ხარშვის დროს, არ იკარგება B ჯგუფის ვიტამინები. მისი მიღებისას კანი იწმინდება და ინარჩუნებს ჯანსაღ ელფერს. ასევე, უმჯობესდება თმის ხარისხი.

ხორბლის მარცვალი წმენდს ნაწლავების ლორწოვანას და აუმჯობესებს მის პერისტალტიკას. გაწმენდილი ნაწლავები უფრო იოლად იწოვს საჭირო საკვებ ნივთიერებებს და არ იძლევა ნაწლავებში ლპობის პროცესის განვითარების საშუალებას.

უმი ბოსტნეული და ხილი უზრუნველყოფს C ვიტამინის საჭირო რაოდენობას, რადგან ამ დროს მთელი კვირის განმავლობაში, რაციონში გამოირიცხება მძიმე, გამაღიზიანებელი საჭმელი და მარილი, ორგანიზმის მთელი გამწმენდი სისტემა, კერძოდ, ღვიძლი, თირკმელები, ფილტვები და კანი, ასწრებს დასვენებასა და ძალების აღდგენას, ეს კი კუჭ-ნაწლავის ნორმალურ ფუნქციონირებას უწყობს ხელს.

გაარჩიეთ ხორბალი, გარეცხეთ და დაახლოებით 5-6 საათით ჩაალბეთ წყალში. შემდეგ დადგით ცეცხლზე და ხარშეთ დარბილებამდე. ამის შემდეგ, გაწურეთ, დაამატეთ ცოტა თაფლი და ნიგოზი, ასევე, ცოტა ქიშმიში და შეფუთეთ ცოტა ხნით. ამას გემოვნების მიხედვით შეგიძლიათ დაუმატოთ გახეხილი ხილი ან ბოსტნეული. მიიღეთ დღეში 3-ჯერ.

შეგიძლიათ, ასევე, მიიღოთ მოცხარის, ჟოლოს, მარწყვის ან პიტნის ფოთლების ნაყენი და მინერალური წყალი.

ამ გამწმენდი კურსის შემდეგ, რამდენიმე დღე მოერიდეთ მძიმედ მოსანელებელი საჭმლის მიღებას. მიირთვით მსუბუქი, მცენარეული ან რძის ნაწარმი, ხოლო შემდეგ თანდათან, ნელ-ნელა მიიღეთ სხვა საკვები პროდუქტებიც.


скачать dle 11.3