კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ შემოსა ცხელი ზაფხულის წინ გოგონები ცეცხლის ალივით ვივიენ ვესტვუდმა

მოდის ყველაზე ექსცენტრიკული, უცნაური და გიჟური იდეების განმხორციელებელი ქალბატონი ყველა სეზონზე ახერხებს მოდის სამყაროს გაოცებას. იფიქრებ, რა შეიძლება, ამ ქალმა გააკეთოს იმაზე არანორმალური, რაც წინა სეზონზე ჰქონდაო. მაგრამ ახალი კოლექცია ძველს ყოველთვის გავიწყებს და ისევ ხელახლა იწყება საოცრება. არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად მოდური ხარ, რა სტილის სამოსს ირგებ, გაქვს თუ არა მოდური სამოსის შეძენის საშუალება – ვესტვუდის კოლექციები და ტენდენციები ჩაცმის ყველა მოყვარულის გემოვნებაზე სერიოზულ გავლენას ახდენს. ფანტასტიკური ვივიენ ვესტვუდი მოდის სამყაროში პანკური სტილით მოვიდა – დაამკვიდრა თავისუფლება სამოსში, რომელიც იმ დროისთვის თვითგამოხატვის ყველაზე ალტერნატიულ ფორმად იქცა. ჟოლოსფერი თმა, თხუთმეტსანტიმეტრიანი ქუსლები, გრანდიოზული პლატფორმა, შეუსაბამო ფერები, – ამ ყველაფრით ვესტვუდმა მოდაში რევოლუცია მოახდინა, რაც ამ სეზონზე უკვე ტენდენციად და კლასიკურ ჩაცმულობად იქცა. ამას წითური ბრიტანელი ოცდაათი წლის წინ აკეთებდა.

დღესაც კი, სამოცდაათი წლის ასაკში, ვივიენ ვესტვუდი ექსტრავაგანტურია და თამამი ნაბიჯების გადადგმას არ ერიდება. ის ყოველთვის ერთი ნაბიჯით უსწრებს მოდას. მან „ბრიტანული”, „ლონდონური” სტილი მთელ მსოფლიოს „აატაცებინა” და შეაყვარა. ისევე, როგორც შარშან, ვესტვუდმა ახალი, გაზაფხული-ზაფხულის კოლექცია 2010 წლის ოქტომბერში, არც მეტი არც ნაკლები, პარიზის მოდის კვირეულზე წარმოადგინა. ალბათ, მხოლოდ ვივიენს შეეძლო ამის გაკეთება და ბრიტანელების მიმართ არცთუ ისე კეთილგანწყობილ პარიზელებში საოცარი აღფრთოვანება დაემსახურებინა.

ახალი კოლექცია, რა თქმა უნდა, დასათაურებული და თემატური იყო: – „ზი ონლი ვან“ – ერთადერთი! ასე ერქვა ჩვენებას, სადაც ერთადერთი და განუმეორებელი არა ქალი, როგორც ეს თქვენც იფიქრეთ, არამედ დედამიწა იყო. ვესტვუდმა კოლექცია მთლიანად დედამიწას მიუძღვნა. მას არ აღელვებს არც თანამედროვე ტენდენციები, გავლენები, მოდური ფერები და ქსოვილები. პირველი მოდელი – ძვირფასი აბრეშუმის, ბურგუნდიულ, ღვინისფერ კაბაში გამოწყობილი ქალი, რენესანსული პერიოდის ნაგვის ურნას ჰგავდა. კოლექცია თითქოს აქა-იქ ნაგროვები გადაყრილი ქსოვილებისგან იყო აწყობილი, სადაც ჭარბად იყო ყველაფერი – პრინტები, ზოლები, შეღებილი ქსოვილები და აუზის პირსახოცის ტექსტილიც კი. ტანსაცმლის დათვალიერება აუცილებლად გაგართობდათ და კარგ ხასიათზე დაგაყენებდათ, ისე მრავლად იყო იქ ფერი თუ ფორმა. კოლექციიდან აღსანიშნავია, რამდენიმე კაბა, რომელიც ძალიან ჰგავდა გასულ სეზონზე თბილისის მოდის კვირეულზე „ატელიე ათი ა-ს” მიერ შექმნილ ოთხკუთხედ, ჰაეროვან კაბებს, რომელმაც დიდი აღფრთოვანება გამოიწვია ყველა მნახველში. არა მგონია, ეს ერთი წლის წინ წარმოდგენილი კოლექცია ვივიენ ვესტვუდს სადმე ენახა, მაგრამ ყველაზე ექსცენტრიკულ და საოცარი ფანტაზიის მქონე დიზაინერზე გაცილებით ადრე რომ ვაჩვენეთ ის, რაც დღეს მოდაში ბრიტანელმა მოდის კანონმდებელმა შემოიტანა, სხვა თუ არაფერი, სასიამოვნოა. რაც შეეხება კოლექციის თემას, დედამიწასთან და დაბინძურებასთან დაკავშირებით – მისულ სტუმრებს სკამზე დახვდათ ერთ-ერთი ფირმის წყლის მრავალჯერადი გამოყენების პლასტმასის ბოთლები. ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, მის გაყიდვებზე აუცილებლად იმოქმედებს, მით უფრო, რომ დიზაინერმა უამრავი ჟურნალის საშუალებით მოუწოდა ადამიანებს, არ იარონ მაღაზიებში. თუკი ამაზე დიდხანს იფიქრებთ, აბსოლუტურად ლოგიკური კითხვა გაგიჩნდებათ: მაშინ აქ რაღას ვაკეთებ?


скачать dle 11.3