კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ჯდება დღეს საქართველოში ხარისხიანი კლიპის გადაღება და ვისი ტექსტები ჰიტდება ყველაზე მეტად

იმისთვის, რომ წარმატებული და ცნობილი მომღერალი გახდე, მხოლოდ ნიჭი, სურვილი და მონდომება არ კმარა. ეს ყველაფერი ფინანსებს უკავშირდება, მით უმეტეს, თუ დებიუტანტზეა საუბარი. შეიძლება, ვინმემ ისიც თქვას, თუ ხმა აქვს, ფული რა საჭიროაო, მაგრამ ფინანსებს უკავშირდება სიმღერის შეძენა, ტექსტის დაწერა, ხმის ჩამწერ სტუდიაში მუშაობა, არანჟირება. ამის შემდეგ იწყება მეორე ეტაპი. კლიპის გადაღება, რისთვისაც არცთუ ისე ცოტა თანხაა საჭირო. რაც შეეხება მესამე ეტაპს, ეს უკვე მუსიკალურ არხებზე კლიპის ინტენსიური განთავსებაა, რადიოებში სიმღერის დატრიალება კი უკვე მუსიკალურ მენეჯერებზეა დამოკიდებული. თუ სიმღერა მათ გემოვნებას და, რაც მთავარია, მუსიკალურ ფორმატს აკმაყოფილებს, უსასყიდლოდ ხდება. თუ დამწყებმა მომღერალმა ეს ყველაფერი წარმატებით გადალახა, არც ამის შემდეგ ღირს ღრმად ამოსუნთქვა და საკუთარი თავის დარწმუნება იმაში, რომ ის უკვე ცნობილია და ერთი სიმღერით პოპულარული მომღერალი გახდა. პოპულარობის შესანარჩუნებლად მხოლოდ ერთი სიმღერა ნამდვილად არ არის საკმარისი.

სწორედ ამ საკითხებზე სასაუბროდ პრომოუტერ ნინო წიკლაურს დავუკავშირდით.

ნინო წიკლაური: საქართველოში დამწყებ მომღერალს თუ ოდნავ მაინც არ აქვს ვოკალური მონაცემები და ვიზუალური მხარეც არ უწყობს ხელს, მის გაფიარებაზე ლაპარაკი ზედმეტია. მაშინ მან რაღაც სასწაული უნდა მოახდინოს, ან ანტიფიარი გაიკეთოს, რომ რაღაც პერიოდში რაღაც დოზით გახდეს პოპულარული. არის შემთხვევა, როცა ადამიანს არანაირი მონაცემი არ აქვს, მაგრამ მის მშობელს უნდა, რომ მისი შვილი მომღერალი იყოს, თან – პოპულარული. მენეჯერული თვალსაზრისით, შეიძლება ასეთ ადამიანზე ფული აკეთო, მაგრამ ეს, ჩემი აზრით, უნამუსობაა. ამიტომ ამას არასდროს გავაკეთებ.

– რეალურად რა თანხაა საჭირო დამწყები მომღერლის გაფიარებისთვის?

– დამწყები მომღერლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს პირველ კლიპს, რაც მისთვის სავიზიტო ბარათივით არის. დღეს საქართველოს არ აქვს იმხელა ბაზა, რომ 50-60-ათასიანი კლიპები გადაიღოს მომღერალმა, მით უმეტეს, რომ ჩვენი მუსიკალური არხები დაბალბიუჯეტიან კლიპებს ითვისებენ. დღეს ვიდეოკლიპის გადაღება მინიმუმ 3 500 დოლარიდან იწყება და 15-დან 20 000 დოლარამდე ადის.

– სიმღერისთვის ტექსტის დაწერა რა ღირს?

– დღეს სიმღერის ტექსტს 100 დოლარზე ნაკლებად არავინ დაწერს. საკმაოდ ჰიტდება ნანა ცინცაძის, გიგა კვენეტაძის, ნინო ლეჟავას, ქეთი ორჯონიკიძის ტექსტები. სხვათა შორის, გიგამ უკვე რუსული ტექსტების წერაც დაიწყო. ქეთი ორჯონიკიძე წერს არაჩვეულებრივ ტექსტებს. ცოტა ხნის წინ მოსკოვიდან დამიკავშირდა ერთ-ერთი დამწყები მომღერალი, თუმცა იქ ის ცნობილი სახეა. მოსკოვში მან ბევრი ტექსტი დაიწუნა და გიგა კვენეტაძის რჩევით დამირეკა. საბოლოო ჯამში, ტექსტი ქეთი ორჯონიკიძემ დაუწერა ინგლისურ ენაზე, რომელიც იმ გოგონას ძალიან მოეწონა და კარგი ჰონორარიც გადაუხადა.

– სიმღერის დაწერა რა ჯდება, ანუ კომპოზიტორის ჰონორარი რა თანხას შეადგენს?

– ესეც ინდივიდუალურად არის. მაგალითად, ბექა ნიკოლაიშვილის, რუსა მორჩილაძის, მაია კაჭკაჭიშვილის, ლილიკო ნემსაძის სიმღერები, თავისი პლუს-მინუს ფონოგრამით, ანუ სტუდიური ჩანაწერით, 2 500 დოლარიდან იწყება. თუმცა ეს ძალიან ბევრი ჰგონიათ.

– დაახლოებითი ფასები რომ გამოვთვალოთ: კლიპის გადაღება – საშუალოდ 5 000 დოლარი (მაქსიმუმ 25 000), ტექსტი – 100 დოლარი, სიმღერის პლუს-მინუს ფონოგრამა – დაახლოებით 2 500 დოლარი, კლიპის ინტენსიური განთავსება ტელევიზიაში, თვეში – დაახლოებით 400 დოლარი. სულ, დაახლოებით 8 000 დოლარი გამოდის. ანუ, ეს ის თანხაა, რაც აუცილებელია დამწყები მომღერლის ერთი სიმღერის გაფიარებისთვის.

– თუ მენეჯერმა ყველაფერი კარგად გათვალა, შეიძლება ამ მიზერულ თანხაში (8 000 დოლარში) სიმღერა ჰიტი გახდეს, მაგრამ ერთი სიმღერით მომღერალი პოპულარული ვერ გახდება, ანუ ამ შემთხვევაში 8 000 დოლარი მომღერლის პირველი ნაბიჯია. ამ თანხაში არ შედის დამწყები მომღერლის კონცერტებზე გაყვანა და მენეჯერის მომსახურება.

– ერთი კონცერტის მოწყობა, როგორც ორგანიზატორს, რა თანხა გიჯდება?

– გააჩნია, ვინ არის დამკვეთი. თუ ეს არის საქველმოქმედო, ან რომელიმე პარტიის თხოვნაა – არაფერი. თუ ჩვეულებრივი კონცერტია, გააჩნია მომღერალს და მანძილს, სად ტარდება კონცერტი. მომღერლის ჰონორარი ორ სიმღერაზე საშუალოდ 500 დოლარია.

– რა ჯდება, მაგალითად, „პირველ სტერეოზე“, კლიპის ინტენსიურად განთავსება?

– მინდა აღვნიშნო, რომ ცოტა ხნის წინ, სანამ „პირველი სტერეოს“ თანამშრომლები უვადო უხელფასო შვებულებაში გავიდოდით, ერთი თვე კლიპის დღეში სამჯერ გაშვება 400 დოლარის ფარგლებში იყო, რაც მიზერული თანხაა.

მარიკა ხიდურელი

скачать dle 11.3