კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სად შეხვდა გიგი ჭიპაშვილი სტივ უანდერს







სალომე გველესიანი

ახალგაზრდა, ნიჭიერი მომღერალი გიგი ჭიპაშვილი (ვანდერა) მალე პირველ სოლო ალბომს გამოუშვებს, იანვარში კი ისევ ბოსტონში მიდის სწავლის გასაგრძელებლად. ბოსტონში ყოფნისას, ის ბევრ ცნობილ ადამიანს შეხვედრია, მათ შორის, სტივ უანდერსაც, რომელმაც გიგის შესრულებულ მუსიკაზე იმღერა. სად აპირებს სწავლის გაგრძელებას, ან როგორია მისი სამომავლო გეგმები, ამაზე თავად მუსიკოსმა გვიამბო.

გიგი ჭიპაშვილი (ვანდერა): 6 წლის შევედი ნიჭიერთა ათწლედში, კლასიკურ მუსიკას ვუკრავდი. შემდეგ სწავლა გავაგრძელე კონსერვატორიაში და დავამთავრე ბაკალავრიატი. იქ სწავლის პერიოდში ამერიკიდან ჩამოვიდა პროფესორი, რომელმაც მირჩია: დისკი ჩამეწერა და მისთვის ამერიკაში გამეგზავნა. იქიდან მალე მომივიდა პასუხი, რომ თანხა გამომიყვეს და მეც ბოსტონში წავედი სასწავლებლად, სადაც ჯერ კლასიკურს ვუკრავდი, შემდეგ კი პოპის ჟანრში გადავედი. გავდიოდი მასტერ-კლასებს იქაურ ვარსკვლავებთან. პირველად, იქ ჩამოვაყალიბე ბენდი. გამოვდიოდით კონკურსებზე და თითქმის ყოველთვის ვიმარჯვებდით. მერე, მაგისტრატურაში მინდოდა სწავლის გაგრძელება და ვიზის გასაგრძელებლად ჩამოვედი საქართველოში. რადგან ერთი წელი თავისუფალი მქონდა, აჩიკო ნიჟარაძესთან ერთად, აქ ჩამოვაყალიბე გუნდი – „სითილაივი”. მაგრამ, ჩემი მუსიკალური მოღვაწეობა ამით არ შემოიფარგლება. ახლა ვმუშაობ ახალ სოლო ალბომზე, რომელსაც ძალიან მალე გამოვუშვებ, „ბრავო რეკორდსის“ დახმარებით. სექტემბერში, ბათუმში იმართება ფესტივალი „გოლდენ ტალანტი” და იქ ჰიმნად ჩემი სიმღერა დაამტკიცეს, რომელსაც ყველა კონკურსანტი ერთად შეასრულებს. საქართველოში, იანვრამდე დავრჩები. მინდა, ეს დრო მაქსიმალურად გამოვიყენო და მონაწილეობა მივიღო ყველა ახალ პროექტში. იანვრისთვის კი, ბოსტონში უნდა წავიდე მაგისტრატურაში სწავლის გასაგრძელებლად.

– ბოსტონშიც გამოდიოდი კონკურსებზე და ცნობილ მომღერლებს თუ შეხვედრიხარ?

– 2008 წელს გაიმართა ფრანკლინის კონცერტი, სადაც შეკრებილი იყო „ვიაიპი“ საზოგადოება და მეც შემთხვევით მოვხვდი იქ. კონცერტის შემდეგ, ყოველთვის იმართებოდა გასაუბრება. სადაც მე ვსწავლობდი – ბოსტონში, ყველაზე პრესტიჟული მუსიკალური სკოლაა და ხშირად მოდიოდნენ ცნობილი მომღერლები. მაგალითად იყო: კოელი, ლანჩი, ჯორჯ ბენსონი... ბავშვობიდან ვგიჟდებოდი სტივ უანდერზე. ერთხელ, გავიგე, რომ ქალაქში ჩამოდიოდა და მის კონცერტზე წავედი. კონცერტის შემდეგ, მუსიკოსთან იმართებოდა შეხვედრა, სადაც დაცვამ დიდი ხვეწნა-მუდარის შემდეგ შემიშვა. შემავსებინეს რაღაც საბუთები, რომ მხოლოდ სურათის გადაღება მინდოდა და შევედი. როდესაც სტივი გამოვიდა, მივედი მასთან, მადლობა გადავუხადე და ვუთხარი, რომ მეც მუსიკოსი ვიყავი. მან კი როიალისკენ მიმითითა და მთხოვა დამეკრა. მეც მისი ერთ-ერთი სიმღერა დავუკარი და იმდენად მოეწონა, ჩემი აკომპანემენტით იმღერა კიდეც. ეს ჩემთვის ენით აუწერელი სიხარული იყო, მის შვილთან ახლაც მაქვს ურთიერთობა ინტერნეტით.

– როდის აპირებ ბოსტონში წასვლას, ან საერთოდ, იქ ხომ არ აპირებ დარჩენას?

– გამოცდა იანვარშია დანიშნული და აუცილებლად უნდა წავიდე. მე, პროფესიით პიანისტი ვარ. ახლა კი მინდა, კომპოზიციაზე ჩავაბარო. რაც შეეხება დარჩენას, ვერ გეტყვით, რა იქნება, რას ვიზამ. აქაც მინდა ყოფნა, რადგან აქაც შეიძლება უკვე საქმის ხარისხიანად კეთება.

– მუსიკალურ სამყაროში ძალიან იშვიათად თუ გიცნობს ვინმე ნამდვილი სახელით და გვარით. როდის შეგარქვეს „ვანდერა”?

– ყველამ იცოდა, რომ ბავშვობიდან სტივ უანდერზე ვგიჟდებოდი. იქაც ჩემი მეგობრები რომ ხედავდნენ, მხოლოდ სტივ უანდერს ვუსმენდი, დამარქვეს სასცენო სახელი „ვანდერა”. „ფეისბუქი” პირველად ამერიკელებმა გამიკეთეს და იქაც „ვანდერად” დამარეგისტრირეს. ახლა კი ყველა, მართლა ვანდერად მიცნობს. ალბომსაც „ვანდერა” ერქმევა – მინდა, მასშტაბური იყოს. ცოტამ თუ იცის, რომ მე გიგი ჭიპაშვილი ვარ.

– ქართულ სიმღერებსაც წერ?

– ჩემი პირველი ქართული სიმღერა დავწერე ახლა, აჩიკო ნიჟარაძისთვის, რადგან „გოლდენ ტალანტის” შესარჩევ ტურზე აპირებს გასვლას. იქ კი, აუცილებლად უნდა შესრულდეს ერთი ქართული სიმღერა. ამ კონკურსში ევროპის თითქმის ყველა ქვეყნიდან თითო მომღერალი იღებს მონაწილეობას. საქართველოდან უნდა გამოვიდეს ერთი. 10 მაისს გაიმართება შესარჩევი ტური.


скачать dle 11.3