ნიკა ცქიტიშვილის სააღდგომო ქველმოქმედება
ცნობილი კალათბურთელი ნიკა ცქიტიშვილი დროებით სამშობლოში ჩამოვიდა და ეს დრო მან ქველმოქმედებისთვის გამოიყენა. 22 აპრილს, წითელ პარასკევს წყნეთის ბავშვთა სახლს ესტუმრა. ბავშვებისთვის, ნიკასთან შეხვედრა უდიდესი სიხარული იყო, რადგან მასთან გასაუბრება, თამაში, ფოტოების გადაღება და სამახსოვრო ავტოგრაფების დატოვება მოახერხეს. ნიკა უამრავი საჩუქრით მოვიდა ბავშვთა სახლში. მათ შორის იყო სპორტული ინვენტარი და სააღდგომო ნობათი. ნიკას სტუმრობა ნამდვილ დღესასწაულად და დიდ სტიმულად იქცა ბავშვებისთვის, რომელთა შორის, ალბათ ბევრი თავად არის მომავალი ვარსკვლავი.