კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ ტოვებდა ახალგათხოვილი თამუნა გომართელი ქმარს ყოველღამე საწოლში მარტო და რა აუკრძალა მან საკუთარ თავს საყვარელი მამაკაცის გამო




როდესაც თამუნა გომართელი „იმედის დილადან” გაუჩინარდა, მას შემდეგ, ის ტელეეკრანზე არავის უნახავს. როგორც თავად ამბობს, დღეს ის თავს მშვენივრად გრძნობს – აღარც დილის ხუთ საათზე უწევს სამსახურის გამო საწოლში ქმრის დატოვება, ფინანსურადაც არ უჩივის ბედს და ყოველდღიურ გრაფიკსაც თავად გეგმავს. ბოლო დროს, მის შესახებ ახალი ჭორი გავრცელდა, თითქოს, პლასტიკური ოპერაციები გაიკეთა, გარეგნობა მოიწესრიგა და ახლა, საყვარელ მეუღლესთან ერთად, უცხოეთში აპირებს გადასახლებასო. ამბობენ, კვამლი უცეცხლოდ არ ჩნდებაო და ამიტომ, ჭორების საფუძველი რომ დაგვედგინა, ამბების გადამოწმება თავად თამუნასთან ვცადეთ.

თამუნა გომართელი: სულ ვამბობდი, ტელევიზიის გარეშე, ცხოვრებას ვერ შევძლებ-მეთქი. თან, წარმოიდგინეთ, ექვსი წლის განმავლობაში, დილის ხუთ საათზე ვიღვიძებდი. სადაც არ მიმუშავია, ყველგან ხუთი-ექვსი წელი ვიყავი. ახლა მივხვდი, რომ გარკვეული პერიოდის შემდეგ, გარემოს შეცვლა, უბრალოდ, აუცილებელია, რომ არ დაიშტამპო და ჩარჩოებში არ მოექცე. ვფიქრობ, „დილაში”, პირდაპირი ჩართვებით, ჩემი თავი დიდი ხნის წინ ამოვწურე.

– თუმცა, პირად საუბარში აღნიშნე, პროექტი, რომ არ დახურულიყო, დავრჩებოდიო. ანუ, ჩარჩოებშიც მოექცეოდი, არა?

– ახლა ისეთ რამეს გეტყვი, რაც არსად და არავისთვის მითქვამს: კერძოდ, როცა დასრულდა „დილის” მორიგი სატელევიზიო სეზონი „იმედის” არხზე, ყველანი გავედით შვებულებაში. რომ ჩამოვედით, დაგვხვდა ასეთი ამბავი, რომ „დილის” იმედის პროდიუსერი უნდა ყოფილიყო დუტა სხირტლაძე და შესაბამისად, მას ჰქონდა თავისი საავტორო პროექტი, კერძოდ, როგორი უნდა ყოფილიყო გადაცემა სხვა სახით. ეს იყო აბსოლუტურად განსხვავებული რამ. დუტამ, იმედის „დილიდან” დაითხოვა 80 პროცენტი მომუშავე ჟურნალისტი და პერსონალი და დატოვა მხოლოდ 20 პროცენტი. ძველი კადრიდან, ამ ოც პროცენტში დავრჩით მე და ზაალ წულუკიძე ანუ ვინი. შვებულებიდან დაბრუნებული სამი დღის განმავლობაში, საპილოტო ვერსიებს ვწერდით სტუდიაში, და აი, მაშინ მივხვდი, რომ ჩემი ადგილი იქ აღარ იყო. დუტა გავიყვანე გვერდით და ვუთხარი კიდეც, მეეჭვება, აქ დავრჩე-მეთქი. ის ექვსი წელი, როცა ერთსა და იმავეს ვაკეთებდი, საკმარისი აღმოჩნდა – ჩემი თავიც ამოვწურე და აღარ მინდოდა ინერციით სვლა. იგივე გარემოში, ჩემი როლი კი მქონდა, მაგრამ მე გავარკვიე, ჩემს თავთან რაღაც-რაღაცეები და ტელევიზია დავტოვე. მერე რეორგანიზაციაც მოხდა, აღმოჩნდა, რომ დუტა აღარ უნდა ყოფილიყო პროდიუსერი, ხელფასებიც შემცირდა და ასე შემდეგ. მაგრამ, მე უკვე, ფაქტობრივად, წამოსული ვიყავი. არ იფიქროთ, რომ ამბიციური ადამიანი ვარ, მაგრამ, ჩემი გადაწყვეტილებით, დღეს კმაყოფილი ვარ.

– ახლა რას აკეთებ?

– ტელევიზიიდან კი წამოვედი, მაგრამ მუშაობა არ შემიწყვეტია. სექტემბერში წამოვედი ტელევიზიიდან და ოქტომბერში მოვაწერე ხელი ერთწლიან კონტრაქტზე საერთაშორისო სამოდელო ორგანიზაციასთან, რომელსაც მსოფლიოს ხუთივე კონტინენტზე თავისი ოფისები აქვს. კერძოდ, 40 ქვეყანაში და მათ შორის, საქართველოშიც. მე ეროვნული დირექტორი გახლდით. ამ ოფისის ბაზაზე კი შემდეგ გაიხსნა სამოდელო სააგენტო და იქ პრესსამსახურის უფროსად დავინიშნე. გარდა ამისა, სამხარეო ადმინისტრაციებთან მაქვს კონტრაქტი დადებული, სამთავრობო ღონისძიებების წამყვანი გახლავართ. ამას დაემატა საპროდიუსერო კომპანია „არტ-ჯგუფთან” და საქართველოს ხელოვანთა კავშირთან კონტრაქტი. ასე რომ, მე სამუშაო გარემო შევიცვალე, თორემ პროფილი არ შემიცვლია. ფინანსურადაც გაცილებით უკეთ ვგრძნობ თავს. რაც მთავარია, საყვარელი ადამიანისთვის უფრო მეტი დრო მრჩება საურთიერთობოდ. წარმოიდგინეთ, ფაქტობრივად, ექვსი წელი ღამე არ მიძინია. ახალი გათხოვილი, ქმარს საწოლში ვტოვებდი, ვდგებოდი, რომ სამსახურში წავსულიყავი და ჩემი საქმე მეკეთებინა. ახლა, იმის საშუალება მაქვს, მეუღლესთან ერთად, ღამით მშვიდად მეძინოს და ვიცოდე, რომ მისი მიტოვება არ მომიწევს გამთენიისას (იცინის). ახლა 11 საათზე ვიღვიძებთ ბედნიერად და ჰარმონიულად.

– გარდა იმისა, რომ სამუშაო გარემო შეიცვალე, ფიზიკურადაც შეიცვალე. ჭორები დადის, რომ პლასტიკური ოპერაციები ჩაიტარე. ამაზე რას იტყვი?

– ეს ჭორები მეც გავიგე და ბევრი ვიცინე. რეალურად, ერთ თვეში დავიკელი 15 კილოგრამი. რაც შეეხება თავის მოვლას, ამას ადრეც ვახერხებდი და ყოველთვის ვცდილობდი, ფორმაში ვყოფილიყავი. აქედან გამომდინარე, ვერ იტყვიან, თამუნა ფორმაში ჩადგაო (იცინის). გეთანხმებით, ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნია, ერთ თვეში ამდენი კილოგრამის დაკლება და ამიტომაც ამბობენ, პლასტიკური ოპერაცია გაიკეთა თამუნამო. სინამდვილეში კი, ჩემი მეუღლე გერმანიაში გახლდათ მივლინებით და მე გადავწყვიტე, ამ პერიოდში რადიკალური ზომები მიმეღო – დამეცვა დიეტა, მევარჯიშა და ახალი იმიჯით დავხვედროდი. მოკლედ, დავიწყე დიეტა, მაგრამ ვეღარ ვასწრებდი ვარჯიშზე სიარულს, ვიყიდე ტრენაჟორები და შევუდექი საკუთარი ძალებით ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლას. ზუსტად ერთ თვეში დავიკელი 15 კილოგრამი. ხომ იცით, წონაში დაკლება ადვილია, მისი შენარჩუნებაა რთული. ამიტომ, მივედი ენდოკრინოლოგთან და წონის შენარჩუნების პროგრამა მან დამიწერა. ასე რომ, სასურველ წონას ვინარჩუნებ და ძალიან მომწონს ჩემი გარეგნობა. რაციონიდან კი ცომეული და შაქარი ამოვიღე. ეს არის და ეს. 46 კილოგრამი საკმაოდ ცოტაა, ამიტომ, ცოტა მოვიმატე და ახლა 50 კილოგრამს ვიწონი. არც ნაოჭები გამისწორებია და არც სახე გადამიჭიმავს, სახეს ყოველთვის ვუვლი და ამიტომ, პრობლემაც არ მაქვს. თან, როდესაც იკლებ, ამ დროს კანს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ესეც საოჯახო პირობებში, ვარჯიშით, ნელსაცხებლებისა და შრატების დახმარებით მოვაგვარე.

– მეუღლეს, როგორ მოეწონა შენი ახალი იმიჯი?

– რომ ჩამოვიდა, აეროპორტში დავხვდი და გვერდზე ისე გამიარა, ზედაც არ შემომხედა, ვერ მიცნო (იცინის). რაღაც პერიოდი აპროტესტებდა, ძალიან გამხდარი ხარო. ახლა, როცა ოდნავ მოვიმატე, მოსწონს ჩემი გარეგნობა. არადა, მალხაზი გურმანია და როცა მას ვუმზადებ გემრიელ საჭმელს, მყოფნის ნებისყოფა, სულმა არ წამძლიოს (იცინის). რომ არა ჩემი ნებისყოფა, ერთ თვეში 15 კილოგრამს ვერ დავიკლებდი. სხვათა შორის, მალხაზი და მე ამას წინათ ვსაუბრობდით პლასტიკურ ოპერაციებზე და ვკითხე, ასაკში რომ შევალ და დამჭირდეს გაკეთება, რა აზრის ხარ-მეთქი. დამიჯერეთ, იმაზე შევთანხმდით, რომ როცა ასაკში შევალ, ნება დამრთო, თმა შევიღებო, ოღონდ ისევ ჩემი, ნატურალური თმის ფერის საღებავით და... ბოტოქსი ჩვენი შეთანხმების კულმინაცია გახლდათ (იცინის). ახლა რომ დავფიქრდი, ამაზე მეტი ზომის ტუჩები, რაც მაქვს, აღარ მომწონს. თვალის ფორმაც მაკმაყოფილებს და არც ნაოჭები მაქვს. მეტი რაღა უნდა შეიცვალო? პირველივე დღიდან ჩვენი ურთიერთობა ჭორებით, მითქმა-მოთქმითა და არასტანდარტული საქციელებით დაიწყო. ამიტომ, შევთანხმდით, არასდროს გაგვიხუნდეს ურთიერთობის ფერები და ყოველი დღე გამორჩეული იყოს. ამას, ნამდვილად ვახერხებთ, უკვე 5 წელია. არის რაღაცეები, რაც ძალიან ჩვენია და ამაზე არასდროს ვსაუბრობთ. წარმოიდგინეთ, ჩემი დაბადების დღე რომ თენდებოდა, გერმანიაში იყო. ტელეფონით ვისაუბრეთ ღამის სამ საათზე. ზუსტად იმ დღეს ტარდებოდა მსოფლიოს ჩემპიონატი ფეხბურთში გერმანიაში და მთელი ცივილიზებული მსოფლიოს ყურადღება იქით იყო მიმართული. იმის გამო, რომ უნდოდა, დაბადების დღეზე ჩემს გვერდით ყოფილიყო, ყველაფერი დატოვა და თბილისში გადმოფრინდა. ეს ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა. რამდენი კაცი თამაშობდა ფეხბურთს, ესეც კი არ ვიცოდი და ახლა ისე გამარკვია, ხანდახან ჩემი თავის მიკვირს. (იცინის). დღეს თამუნა გომართელს უფრო ხშირად ნახავთ სპორტული მენეჯერების შეხვედრებზე, ვიდრე კლუბებსა და გასართობ ადგილებში. მე მისთვის მარტო ცოლი არ ვარ. ხშირად რჩევებსაც მეკითხება და გადაწყვეტილებების მიღებისას, არ არსებობს, აზრი არ მკითხოს. მალხაზი მიიჩნევს, რომ ჭკვიანი ქალი ვარ და ეს ძალიან მნიშვნელოვანია ჩემთვის. არ არის საკმარისი, მარტო უყვარდე, პატივს უნდა გცემდეს და შენი აზრი მისთვის კომპეტენტური უნდა იყოს. მალხაზი ის მამაკაცია, ვისაც შემიძლია, დავეყრდნო. ჩემ გამო ბევრი რამ გააკეთა, ბევრი ბარიერიც გადალახა და ამ სიძლიერის გამო ვართ დღეს ჩვენ ერთად.


скачать dle 11.3