კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რატომ მოსთხოვა რუსეთის ფედერაციამ აფხაზეთს იმ ტერიტორიაზე მეტი, რასაც გასული საუკუნის 30-იან წლებში საბჭოთა საქართველოს ედავებოდა

ეს მოვლენები თითქმის პარალელურად მოხდა: ევროპარლამენტმა ყოფილ საბჭოთა სივრცეში არსებულ არაღიარებულ რესპუბლიკებთან პირდაპირი ურთიერთობის გადაწყვეტილება მიიღო, რუსეთმა კი აფხაზეთს, რომელიც ისედაც მისია, ტერიტორიული პრეტენზიები წაუყენა. რა კავშირია ამ ორ მოვლენას შორის და ეხმარება თუ ილახება ზემოხსენებული ევროპული ინიციატივით ქართული ინტერესი? – საკითხის გარკვევაში მამუკა არეშიძე დაგვეხმარება.

– ჩვენ უნდა შევეჩვიოთ იმ აზრს, რომ უსაფრთხოების სისტემებთან დაკავშირებული იდეები, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მედიაში გაიჟღერებს, ხშირ შემთხვევაში წლობითაა ნაფიქრალი. შესაბამისად, სხვადასხვა ქვეყნის დაზვერვები ზოგადად ამ იდეების შესახებ საქმის კურსში არიან, ემზადებიან მათი რეალიზაციისთვის და კონტრღონისძიებებსაც ატარებენ. ამის ყველაზე კარგი მაგალითია გასული საუკუნის 90-იანი წლები, როდესაც ქართველ დიპლომატებს რუსმა დიპლომატებმა უთხრეს, რომ რუსეთი არ დაუშვებდა საქართველოს ტერიტორიაზე ენერგომატარებლების ტრანზიტსა და მილების გატარებას. ანუ მაშინ უკვე იცოდნენ რუსმა დიპლომატებმა ამ პროექტების შესახებ, თუმცა ქართველი დიპლომატებისთვის ეს მოულოდნელობა იყო და მათ წარმოდგენაც კი არ ჰქონდათ, რომ მსგავსი რამ შეიძლება, მომხდარიყო. ამას იმიტომ ვამბობ, რომ რუსეთის გააქტიურებას აფხაზეთის მიმდებარე ტერიტორიებზე რამდენიმე მიზეზი აქვს და პირველია, სოჭის ოლიმპიადის დაცვა ნებისმიერი ექსცესისგან.

– დაცული არ არის ისედაც? აფხაზეთის მთელი ტერიტორია ბუფერივითაა რუსეთსა და დანარჩენ საქართველოს შორის?

– არ არის დაცული. ამასთან, დაცული უნდა იყოს არა მხოლოდ ერთი მხრიდან, არამედ ყველა მხრიდან. იგივე ღონისძიებებს ატარებს რუსეთი სოჭის რაიონის გარშემო ყველა მიმართულებით. საერთოდაც, ახალი 49-ე არმია შექმნა ამ ამოცანის განსახორციელებლად.

მეორე მიზეზი არის ის, რაც აქ ჩამოსულმა ამერიკის სენატის „რესპუბლიკელმა“ წევრებმა თქვეს. კერძოდ, ანტისარაკეტო კომპლექსის საქართველოს ტერიტორიაზე განლაგება. ჩვენ შეგვიძლია, ვივარაუდოთ, რომ რუსეთმა იცოდა მოვლენების ამგვარი განვითარების შესახებ და კონტრღონისძიებისთვის მოემზადნენ – ინიციატივა არ გაუშვეს ხელიდან. მართალია, თითქოს ეს რაკეტები უნდა დაიდგას ირანის საწინააღმდეგოდ, მაგრამ...

– მიატრიალებ და რუსეთის საწინააღმდეგოდ გამოვა?

– რა თქმა უნდა და, თუ რუსეთი მორიგ აგრესიას განახორციელებს საქართველოს მიმართ, რატომ არ უნდა მიტრიალდეს ეს რაკეტები რუსეთისკენ და შეუტიოს რუსეთის საჰაერო ძალებს?!

– 2008 წლის გამოცდილების გათვალისწინებით, ასეთი შანსი თითქმის ნულის ტოლი არ არის?

– ეს ჩვენ არ ვიცით. ბევრი რამის შანსი საერთოდ არ არსებობდა, მაგრამ შემდეგ გამოჩნდა. რუსეთის გააქტიურებას საფუძვლად შეიძლება, სხვა, უფრო წვრილმანი მიზეზებიც ჰქონდეს. ისეთი, რაც აიძულებს, იაქტიუროს ამ ტერიტორიაზე. ამ წვრილმან მიზეზებად შესაძლოა, ვიგულისხმოთ რუსი ბიზნესმენების უკიდურესი დაინტერესება ამ რეგიონით, ვგულისხმობ სოჭის მიმდებარე ტერიტორიას და ამ დროს ირკვევა, რომ იქ თავისუფალი მიწები აღარ არის, რადგან ოლიგარქებმა უკვე დაინაწილეს და კერძო ინვესტიციების ჩასადებად, სასტუმრო-გასართობი ინფრასტრუქტურის გასავითარებლად რეგიონში ადგილი აღარ დარჩა. ამიტომ ისინი ფიქრობენ, რატომაც არ უნდა შემოვიდნენ აფხაზეთში და რატომ არ უნდა აითვისონ რიწის ტბის მიმდებარე ტერიტორია?! ქართული მედია არასწორ გეოგრაფიულ მინიშნებას აკეთებს იმ სადავო 160 კვადრატულ კილომეტრზე. ჩვენი ჟურნალისტები ამბობენ, რომ ლაპარაკია გაგრის ტერიტორიაზე, რაც ტყუილია. საქმე, მართალია, ეხება გაგრის რაიონს, მაგრამ მის უკიდურეს ჩრდილოეთს. სხვათა შორის, ეს ტერიტორია გასული საუკუნის 20-30-იან წლებშიც დავის საგანი იყო რუსეთის ფედერაციასა და საქართველოს შორის. მაგრამ ახლა მხოლოდ იმ სადავო ტერიტორიას არ ითხოვს რუსეთი, მათ მიერ მოთხოვნილ იმ 160 კვადრატულ კილომეტრში იგულისხმება ტერიტორია, რომელიც სოფელ აიბღასა და რიწის ტბას ერთმანეთთან აერთებს. ანუ პირდაპირ რიწის ტბის ტერიტორია არ მოუთხოვიათ, მაგრამ მიმდებარე ტერიტორიას ითხოვენ, საიდანაც რიწის ტბამდე 7 კილომეტრიღა რჩება და მომავალში ამ 7 კილომეტრსაც აითვისებენ.

– ჯერ ერთი, აფხაზეთი ლამის სულ არის 160 კვადრატული კილომეტრი და, რაც მთავარია, ის მთლიანად რუსეთისაა. ვითომ რას კარგავენ აფხაზები ისეთს იმ კონკრეტული, 160 კვადრატული კილომეტრით? ამასთან, თუ ეს ამერიკის მიერ საქართველოს ტერიტორიაზე ანტისარაკეტო კომპლექსის განთავსების კონტრღონისძიებაა, რუსეთს სადაც გაუხარდება აფხაზეთში, იქ განათავსებს, რაც მოესურვება?

– რასაკვირველია, ყველაფრის გაკეთება შეუძლიათ რუსებს და აფხაზების ნებართვის გარეშეც განათავსებენ რაკეტებს, მაგრამ, რადგან რუსები თავს იკლავენ სწორედ აი, იმ 160 კვადრატული კილომეტრის გამო, არ არის გამორიცხული, რომ სხვა ტიპის უსაფრთხოების სისტემების განლაგებას აპირებდნენ, რომლებიც ჩვენ ჯერჯერობით არ ვიცით.

– ეშერის ლაბორატორიაში რა ხდება? ის იმ 160 კვადრატულ კილომეტრში აშკარად არ ხვდება.

– რა თქმა უნდა, იმ 160 კილომეტრთან კავშირში არ არის, რადგან ეშერის ლაბორატორია სოხუმის მიმდებარე ტერიტორიაზეა. როგორც ჩანს, ეშერის ლაბორატორიის ფუნქცია შეიცვალა. ჯერ ერთი, სპეციალისტები აღარ არიან და, მეორე, მას სხვა ფუნქციაც ჰქონდა, კერძოდ, სწავლობდა ბუნების გარკვეულ მოვლენებს. გარდა ამისა, ეშერის ლაბორატორიის ქვემოთ განთავსებული იყო საიდუმლო ბაზა წყალქვეშა ნავებისთვის და დარწმუნებული ვარ, ის ბაზა დღესაც ფუნქციონირებს. მართალია, დღეს ასეთი ტიპის ბაზა უკვე შექმნეს რუსებმა ოჩამჩირის ტერიტორიაზე, მაგრამ ეშერის ბაზა საიდუმლო ფუნქციებს ასრულებდა. ის იმ ფუნქციებს დღეს ვეღარ შეასრულებს, რადგან, ჯერ ერთი, ისეთი განვითარებული წყალქვეშა ფლოტი, რომელიც საბჭოთა დროს იყო, რუსეთს დღეს აღარ ჰყავს: შავ ზღვაში ექვსი მოძველებული წყალქვეშა ნავიღა შემორჩათ, მაგრამ იმ საიდუმლო ბაზას, რაღაც სხვა ფუნქციას რომ მოუნახავენ, ცხადია.

– რამის გაკეთება შეუძლია აფხაზეთის საზოგადოებას, რომ არ დაკარგოს, ასეც შეიძლება, ითქვას, არ დაგვაკარგვინოს ის სადავო 160 კვადრატული კილომეტრი?

– პარადოქსულია, მაგრამ აფხაზი საზოგადოების აგრესია რუსეთის ამ მოთხოვნისა და საკუთარი ხელისუფლების მიმართ, თვითონ აფხაზეთის ხელისუფლების მიერაა ინსპირირებული. აფხაზეთის ხელისუფლებამ საზოგადოების აგრესია ხელოვნურად შექმნა, ისე, რომ საზოგადოებამ ეს თვითონაც არ იცის. აფხაზეთის ხელისუფლებას სჭირდება აფხაზი საზოგადოების მხარდაჭერა, რომ რუსებს უთხრან, ხალხი ღელავსო.

– ისე არ ღელავენ?

– ხალხი ცალკეულად ღელავს, მაგრამ ამ აღელვების კონსოლიდაცია აფხაზეთის ხელისუფლების დამსახურებაა. შეიძლება, სახლებში, ისევე, როგორც საქართველოშია, ვიღაც ძალიან განიცდიდეს შექმნილ მდგომარეობას, მაგრამ ქუჩაში არ გამოდიოდეს. აფხაზეთის ხელისუფლება კი ხალხს ქუჩაში გამოსვლის შესაძლებლობას აძლევს.

– და მათ გამოსვლას შეუძლია რამის შეცვლა?

– საქმე ის არის, რომ რუსეთის ხელისუფლება ჯერჯერობით ერიდება აფხაზებთან კონფრონტაციას, ელოდება არჩევნებს, რომ თავისი კაცი გაიყვანოს აფხაზეთის ხელისუფლებაში და უფრო მარტივად მოახდინოს მანევრირება. მაგრამ ეს არ გამოუვა, რადგან, რაც უფრო დიდი დრო გადის, მით უფრო ნაციონალისტური ხდება აფხაზური საზოგადოება. საერთოდ, ყველას მიუღებლობა აფხაზური საზოგადოების თვისებაა და სულერთია, ქართველია ის ვიღაც, სომეხი, რუსი თუ სხვა ეროვნების წარმომადგენელი. უნდა ითქვას, რომ ჯერ კიდევ 1900-იან წლებში, როდესაც აფხაზეთიდან წაყვანილი ახალგაზრდების ფსიქოტიპი შექმნეს რუსებმა, ეს იყო ანტიქართული ფსიქოტიპი, მაგრამ პარალელურად უნერგავდნენ იმასაც, ქართველებისადმი ანტიდამოკიდებულების გარდა, თავი ყველა კავკასიელზე მაღლა მდგომად ეგრძნო. სხვათა შორის, ეს მოახერხეს რუსებმა წლების განმავლობაში და მიიღეს საპირისპირო შედეგიც.

– ანუ ქმნილება შემქმნელს დაუპირისპირდა, როგორც ფრანკენშტეინის შემთხვევაში?

– ქართველი აფხაზეთში უკვე აღარ არის, სომეხი ისედაც დაჩაგრული ჰყავდათ, ახლა, მით უმეტეს და დღეს მათთვის რუსია გამაღიზიანებელი ობიექტი, მიუხედავად იმისა, რომ რუსების მადლიერები არიან.

– რუსეთს ეს არ გაუვაო, ამბობთ, მაგრამ ჩვენთან თუ გასდის, 70 000 აფხაზთან ვითომ რატომ ვერ გაუვა? რის შეეშინდება?

– იმიტომ რომ რუსეთი აფხაზების მიმართ კარგა ხანს არ გამოიყენებს იმ მეთოდებს, რომლებიც ქართველების წინააღმდეგ გამოიყენა. ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, რუსეთისთვის 90-იანი წლებიდან მოყოლებული საქართველო მტერი იყო და საქართველოს ხელისუფლებაც, აფხაზეთი კი არ არის მტერი, ის მეგობარია, უბრალოდ აფხაზეთის ხელისუფლებას შეიძლება, რაღაც გადაცდომები ჰქონდეს. ასე აყენებენ საკითხს რუსები. აქედან გამომდინარე, ხდება ის, რაც ლუკაშენკოსთან მიმართებაში: ლუკაშენკოს, მიუხედავად იმისა, რომ დედას აგინებს რუსეთის ხელისუფლებას, ბევრს პატიობენ, რადგან ის მაინც პოტენციურ მეგობრად ითვლება. აი, უკრაინას კი, მიუხედავად იმისა, რომ იანუკოვიჩი მეგობარია, უკრაინელი ხალხის არამეგობრული დამოკიდებულების გამო მაინც არ მიიჩნევენ რუსეთის მეგობარ ქვეყნად.

– რუსეთის გააქტიურება აფხაზეთის ტერიტორიების პირდაპირ მისათვისებლად, მე უფრო ევროკავშირის გადაწყვეტილებას დავუკავშირე – არაღიარებულებთან პირდაპირი კონტაქტების დამყარების შესახებ?

– ეს ერთ-ერთი მომენტია. რასაკვირველია, რუსეთი ევროკავშირს არ დაუთმობს აფხაზეთს, მაგრამ საქმე ის არის, რომ რუსეთს ევროკავშირში ჰყავს დიდი გავლენის მქონე მოკავშირეები გერმანიისა და იტალიის სახით. ამიტომ მოვლენებზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია, თუმცა, მეორე მხრივ, რუსეთს ძალიან არ აძლევს ხელს, რომ ოკუპანტის სტატუსი ჰქონდეს.

– მაგრამ აქვს.

– მაგრამ ეს მისთვის არ არის ხელსაყრელი და ამიტომ არ უშლის ხელს ევროკავშირს, რომ ისინი განსაკუთრებულად გააქტიურდნენ აფხაზეთის მიმართულებით. რუსეთმა ვერაფრით მიაღწია, რომ ოკუპანტის სტატუსი მოეცილებინა. სხვათა შორის, ჩემთვის ცნობილია, რომ გაეროს კომიტეტის ერთ-ერთ დახურულ სხდომაზე რუსეთს დაუყენებია საკითხი, თუ ტიბეტი ჩინეთს აქვს დაპყრობილი და ჩინეთი არ ითვლება ოკუპანტად, რატომ ვითვლებით ოკუპანტებად ჩვენ, როდესაც იმ რეგიონების ხალხებმა თავად გვთხოვეს შესვლაო. რუსეთს ოკუპანტის სტატუსი ძალიან ბევრ რამეში უშლის ხელს. ამიტომ რუსეთი ცდილობს, ევროკავშირს მისცეს მსუბუქი ურთიერთობის საშუალება აფხაზეთთან, დნესტრისპირეთთან და „სამხრეთ ოსეთთან“, თუმცა, რასაკვირველია, ძალიან დიდ კონტროლს გაუწევს ამ პროცესს. რუსეთი უკვე მიჩვეულია, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის ერთ-ერთი წევრი ქვეყანა – თურქეთი – ისედაც აქტიურობს აფხაზეთის მიმართულებით. თურქეთი ძალიან კარგად იყენებს შექმნილ სიტუაციას: ერთი მხრივ, ის არის დასავლური ინტერესების ავანგარდში და ამ რეზოლუციის შემსრულებლად, მეორე მხრივ კი, თავის ტრადიციულ ინტერესებს იცავს რეგიონში. თურქეთის ტრადიციული ინტერესია კავკასიაში მყარად დგომა. სხვათა შორის, ისრაელის აქტივობაც ძალიან მცირე ნაწილით ამ ავანგარდში ყოფნითაა გამართლებული. ისინი კულუარულად ასე იმართლებენ თავს, თქვენ არ თქვით, ამ რეგიონში დასავლური აქტივობა უნდა იყოს და ვაქტიურობთო. რადგან ყველასთვის ნათელია, რომ ისრაელი რამე იარაღს ან ტექნოლოგიას არ მიჰყიდის აფხაზებს: ჯერ ერთი, იმიტომ რომ აფხაზებს ფული არ აქვთ და, მეორე, ეს ტექნოლოგია მეორე დღესვე რუსეთის ხელში აღმოჩნდება.

– სიმართლე გითხრათ, მეც ებრაული სახელმწიფოს გონიერების იმედი მაქვს, რომ თავის საზიანო გადაწყვეტილებებს არ მიიღებს იმისთვის, ჩვენ გადაგვიხადოს სამაგიერო. ჩვენ რა როლი გვაკისრია ამ პროცესში? პასიური სტატისტების?

– ჩვენ, როგორც ყოველთვის, მოვლენების განვითარებას ჩამოვრჩებით: თემებზე, რომლებზეც გუშინწინ უნდა გვემუშავა, დღეს ვლაპარაკობთ. დღეს აფხაზეთში პასპორტები აღარავის სჭირდება: შესაძლოა, უბრალო ხალხს სჭირდებოდეს, მაგრამ ხელისუფლების წარმომადგენლებს, რომლებიც რუსული პასპორტებით დასეირნობენ, არ სჭირდებათ. ჩვენ ვხედავთ ევროპარლამენტის რეზოლუციას, მაგრამ არის ამ ფონზე საქართველო მზად, მხარი აუბას დასავლეთის ამ აქტივობას?!

– უნდა იყოს და, ალბათ, პირველმა უნდა შესთავაზოს აფხაზეთს პირდაპირი პროექტები და ინიციატივები?

– მაგრამ არ არის მზად. ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, რომ ეკა ტყეშელაშვილის იმედზეა მიტოვებული აფხაზეთი და მთელი ეს რეგიონი. ასე კი არ გამოვა, რადგან უნდა იყოს ერთიანი სამთავრობო მიდგომა, ხელისუფლების შიდა ზუსტი კოორდინაცია და საზოგადოების მაქსიმალური ჩართულობა. არ არის ლაპარაკი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენაზე უახლოეს მომავალში, ლაპარაკია ნდობის აღდგენაზე და ისეთი სიტუაციის შექმნაზე, როდესაც აფხაზებს არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა ექნებათ. დღეს უამრავი ადამიანი ჩამოდის აფხაზეთიდან.

– რა საბუთით ჩამოდიან?

– ჩვენს პოლიციელებს მიცემული აქვთ ბრძანება, რომ ეთნიკური აფხაზები გამოატარონ საქართველოს ტერიტორიაზე აფხაზური პასპორტით ან ნებისმიერი მოწმობით. რამდენიმე სტუდენტი უმაღლეს სასწავლებელში მოვაწყვეთ, ბევრი ჩამოდის სამკურნალოდ.

– აფხაზებს ჩვენი რეფორმირებული ჯანდაცვის სისტემა უფასოდ ემსახურება?

– სხვადასხვა პროგრამებში სვამენ. მე ცუდს ვერაფერს ვხედავ ამაში, რადგან ეს პოლიტიკაა. არაერთხელ მითქვამს და გავიმეორებ: ეს არ ნიშნავს, რომ ან ჩვენ დაგვავიწყდა რამე, ან აფხაზებს. ლაპარაკია პრაგმატულ მიდგომაზე: ჩვენ აფხაზეთს ვერ დავიბრუნებთ აფხაზების გარეშე. მათი მდგომარეობა კი უკიდურესად მძიმეა, ის, რომ მათი ელიტა, 2 000-3 000 ადამიანი, კარგად გრძნობს თავს, არ ნიშნავს, რომ მთელი აფხაზი ხალხი გრძნობს თავს კარგად. ამიტომ ჩვენ ხელი უნდა შევუწყოთ მათ, რომ ინტერესი ჰქონდეთ ქართველებისადმი.


скачать dle 11.3