კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

საკმარისი და აუცილებელი

აზრზე მოსულები

შესაძლოა, იმიტომაც, რომ თავი არავისზე ნაკლები არ ჰგონიათ (არც არიან!), გასულ კვირას არასამთავრობო ორგანიზაციის, „საქართველოს აზერბაიჯანელი ახალგაზრდობის“ პრეზიდენტმა ბ-ნმა აივაზოვმა პრემიერ-მინისტრ გილაურს მიმართა და, არც მეტი, არც ნაკლები, საქართველოს მოქალაქე ეთნიკური აზერბაიჯანელების მაღალ თანამდებობებზე დანიშვნა მოითხოვა. მოთხოვნა სავსებით ლეგიტიმურია, იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს უნდა ჰქონდეს სკამისთვის ხელის გამოკვრის საშუალება, თუმცა, ის კი საკითხავია, რატომ, მაინცდამაინც, ეთნიკური ნიშნით.

ასეა თუ ისე, ჩვენი აზერბაიჯანელი თანამემამულეები იმას შეუწუხებია, რომ, მაგალითად, საგარეო საქმეთა სამინისტროში საკმაოდ მაღალ თანამდებობაზე საქართველოს მოქალაქე ორი ეთნიკური სომეხი მუშაობს. შესაბამისად, მათი ლოგიკით, საქართველოს მოქალაქე აზერბაიჯანელთა რაოდენობა საქართველოს მოქალაქე სომეხთა რაოდენობას ორჯერ აჭარბებს, მაშინ, როდესაც არც ერთი აზერბაიჯანელი არც ერთ ღირებულ თანამდებობაზე არ მუშაობს.

თუმცა, მხოლოდ ეს არ ყოფილა ზემოხსენებული მიმართვის მოტივი: ბ-ნი აივაზოვის განმარტებით, ჯერ ერთი, აზერბაიჯანელები საქართველოს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ცხოვრებაში აქტიურად იღებენ მონაწილეობას და, რაც მთავარია, „ისინი ყოველთვის მხარს უჭერენ მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკურ გუნდს.“ მეტიც, ხსენებულ ბატონს არც იმის აღნიშვნა დავიწყებია, რომ აზერბაიჯანელი ეროვნების მოქალაქეებს არასდროს გაუმართავთ მიტინგები და არც წესრიგი დაურღვევიათ.

ჩვენ არ ვიცით, რამდენად სარწმუნოდ მიიჩნევს ბ-ნი გილაური წარმოდგენილ მოტივაციას, თუმცა, ის კი აშკარაა, რომ, მიუხედავად ეთნიკური კუთვნილებისა, ყველა მიმხვდარია, რომ ამ ჩვენს ქვეყანაში თანამდებობაზე დასანიშნავად განა პროფესიონალიზმი, „მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური გუნდის მხარდაჭერაა“ საკმარისიც და აუცილებელიც.


скачать dle 11.3