კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

არა – დანჯღრეულს და მბოლქვავს!

რა სარგებლობა მოაქვს დღეში 25 გრამ ხახვს

რაკი ჯანმრთელობა დიდი საგანძურია და ადამის მოდგმა, დღიდან მზის ქვეშ დაბუდებისა, მხოლოდ იმას ლამობდა, რომ ეს ცოდვილი დედამიწა ჯანსაღს დაეტოვებინა, სავსებით ბუნებრივია, რომ 22 აპრილის ჩვენს დედაქალაქში საწვავდამზოგავი ავტომანქანების გამოფენა გაიმართა. მეტიც, არა მხოლოდ გაიმართა, გამართვამდე ორგანიზატორებს მიმსვლელ-მომსვლელისთვის მოძველებული და გაუმართავი ავტომანქანების მიერ გარემოსთვის მიყენებული ზიანის შეხსენებაც არ დავიწყებიათ. ხოლო, რაკი მხოლოდ სუფთა ჰაერი არ არის კაჟივით ჯანის საწინდარი, თვალი საქსტატის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის დაწესებულ მინიმალურ საარსებო კალათას გადავავლეთ: ყოველდღიურ მინიმალურ სასურსათო ნორმად შრომისუნარიანი მამაკაცისთვის 2 300 კილოკალორიაა მიჩნეული. მინიმალურ სასურსათო კალათაში კი სულ 40 დასახელების პროდუქტია (ჩაის, ღვინისა და მარილის ჩათვლით). ყველაზე დიდი წილი საქართველოს სახელმწიფოს მიერ მინიმალურ ნორმად დათვლილ რაციონში, პურს უჭირავს (579,6 კილოკალორია, რაც დღიურად 250 გრამი პურის მოხმარებას ნიშნავს), მეორე ადგილასაა ხორბლის ფქვილი (227,6 კილოკალორია, დღიურად – 70 გრამი), მას მოსდევს – სიმინდისა და სხვა ფქვილეული (123,8 კილოკალორია, დღიურად – 40 გრამი), შაქარი (199,6 კილოკალორია, დღიურად – 50 გრამი), მაგრამ, აი, საკონდიტრო ნაწარმის დღიურ მინიმალურ ოდენობად 5 გრამია მიჩნეული (ენერგეტიკული ღირებულება – 20,7 კილოკალორია). მართალია, კარტოფილს დღიურ რაციონში მეექვსე ადგილი უჭირავს (80,4 კილოკალორია), სამაგიეროდ, მისი დღიურად მოხმარების ნორმა 150 გრამია. ძროხისა და ხბოს ხორცის დღიურ ნორმად 40 გრამია დადგენილი (ენერგეტიკული ღირებულება – 65,3 კილოკალორია), ისევე, როგორც ნედლი და გაყინული თევზისა (სულ რაღაც, 15 კილოკალორია, თუმცა დღიური მოხმარება 40 გრამია), შინაური ფრინველის დღიური ნორმა 20 გრამია (ენერგეტიკული ღირებულება 26,9 კილოკალორია), ხოლო ღორის ხორცის – 10 გრამი (ენერგეტიკული ღირებულება – 32,7 კილოკალორია). მაგალითად, ხახვის დღიური ნორმა 25 გრამია (ენერგეტიკული ღირებულება –11,2 კილოკალორია), მაშინ, როდესაც ბადრიჯნის – მხოლოდ 10 (ენერგეტიკული ღირებულება – 2,4 კილოკალორია). ხოლო, თუ ამას დავამატებთ, რომ, მაგალითად, ყოველთვიური პენსია საარსებო მინიმუმს ჩამორჩება, უნდა ვივარაუდოთ, რომ საწვავდამზოგავ მანქანებზე გადასხდომამდე გვარიანად დანაყრებაც არ გვაწყენდა.

მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ გარემოს დაბინძურება მნიშვნელოვანი პრობლემაა (სუფთა ჰაერით მაინც გავიკაჟოთ ჯანმრთელობა), თუმცა, ცოტა უცნაურია მისი ქართული კონტექსტი: ვითომ საქართველოს მოქალაქეები ხსენებულ გამოფენის ორგანიზატორების გარეშე ვერ მიხვდებიან, ახალი და საწვავდამზოგავი რომ სჯობს დანჯღრეულს და მბოლქვავს?!


скачать dle 11.3