კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სიკვდილი ან გადასახადები

ინკასოდადებულები

მართალია, ქართველი პენსიონერები გულისფანცქალით ელიან, როდის ჩაიხუტებენ მომატებულ პენსიას, რომლის ოდენობაც წინასწარ ვერავინ დაადგინა, თუმცა, ერთი იმედი ისაა, რომ წიწილებივით შემოდგომაზე დავითვლით. ოღონდ, ვიდრე დაითვლიან, გაირკვა, რომ კახეთში ხუთასზე მეტ პენსიონერს საგადასახადო სამსახურმა პენსიაზე ინკასო დაუდო. ერთ-ერთი პენსიონერი განმარტავს, რომ 1999 წელს ინდმეწარმეობას ეწეოდა, თუმცა ამ საქმიანობას თავი 2000 წელს დაანება. მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ამის მიუხედავადაც, მთელი ამ ათი წლის განმავლობაში დავალიანება ერიცხებოდა, ხოლო, როდესაც თანხამ 6 400 ლარს მიაღწია (შესაძლოა, ასეც ითქვას: როდესაც საგადასახადო სამსახურმა მეტი გადასახადების ამოღება მოიწადინა), შესაბამისმა სამსახურმა მის საპენსიო ანგარიშს ინკასოც დაადო. ამის შესახებ პენსიონერმა პოსტფაქტუმ შეიტყო, ანუ, იმ მარტივი გზით, რომ ბანკში მისულს პენსია არ მისცეს. თუ ამ 6 400 ლარს მინიმალურ პენსიაზე 70 ლარზე გავყოფთ, ადვილი დასაანგარიშებელია, რამდენ ხანს მოუწევს პენსიონერს დავალიანების გასტუმრება (თითქმის რვა წელიწადი!). „ლიბერთი ბანკში“ შეუვალად აცხადებენ, რომ ინკასოს მოხსნამდე პენსიონერები პენსიას ვერ მიიღებენ (სამწუხაროდ, „ლიბერთი ბანკში“ ის არ იციან, რაში დაიხარჯა ბ-ნი გურგენიძის ინიციატივით აღებული 500-მილოინიანი ვალი, თორემ, ინკასოდადებული პენსიონერების მომავალი ზუსტად აქვთ განსაზღვრული). რაკი საგადასახადო სამსახური კომენტარს არ აკეთებს, უნდა ვივარაუდოთ, რომ ინკასო მანამ არ მოიხსნება, სანამ დარიცხულ დავალიანებას სრულად არ ამოიღებენ.

მეორე მხრივ, „ადამიანის უფლებათა ცენტრის“ კახეთის ფილიალში განმარტავენ, რომ, კანონის თანახმად, თუკი ადამიანის შემოსავალი საარსებო მინიმუმს არ აღემატება, ინკასოს დადება აკრძალულია. გამომდინარე იმ ფაქტიდან, რომ საქართველოს მოქალაქის პენსია საარსებო მინიმუმსაც კი ჩამორჩება, აშკარაა, რომ ინკასოს დადება მთლად ჰარმონიაში თვით ჩვენს კანონებთანაც კი ვერ მოსულა. ამასაც რომ თავი დავანებოთ, თუკი ეს ჩვენი დალოცვილი ისტორია 2003 წელს დაიწყო, დავალიანების ათვლას მანამდე რატომ იწყებს ეს ჩვენი დროსა და ეპოქას ჩამორჩენილი საგადასახადო სამსახური?!


скачать dle 11.3