არა მხოლოდ „კვერცხი”
სააღდგომოდ საჩუქრების ჩუქება ბევრ ქვეყანაშია მიღებული, მთავარია, ორიგინალური იყოს და დღესასწაულს შეეფერებოდეს. თუ ფიქრობთ, რომ სააღდგომოდ არყის ჩუქება ცუდი ტონია ან ცუდი იდეაა, ესე იგი, ჯერ არაფერი გსმენიათ „საიმპერატორო კოლექციის” შესახებ. „ფაბერჟეს“ ფაბრიკაში საგანგებოდ დაამზადეს ულამაზესი კვერცხი-ფუტლარი, სპეციალურად არყის ბოთლისთვის. თვითონ ბოთლი ბროლისაა და მოოქრული თავსახური აქვს, არწივის გამოსახულებით და ოთხი მოოქრული ჭიქა ახლავს.
თავსახური კი ლალებით არის შემკული. კვერცხი – საოცრება, რომლის ხუფსაც ოქროს არწივი ამშვენებს, 10-დან 30 ათას დოლარამდე ღირს.