საინტერესო სააღდგომო ტრადიციები
* გერმანიაში, აღდგომის დღეს, დილით ადრე, ოჯახის უფროსი მთელ სახლში სააღდგომო საჩუქრებს მალავს, დანარჩენები კი გულმოდგინედ ეძებენ.
* აღდგომის დღეს პოლონელი მამაკაცები იღებენ წკეპლას და გარეთ გამოდიან. ამ წკეპლას ისინი მსუბუქად ურტყამენ გოგონებსა და ქალბატონებს. მიჩნეულია, რომ ამით გაწკეპლილები ბედნიერებას იპოვიან.
* შვედები დარწმუნებულები არიან, რომ აღდგომა დღეს ქუჩაში ბევრი ბოროტი ძალა გამოდის. ამიტომ, მათ დასაფრთხობად კოცონებს ანთებენ. ბავშვები ჯადოქრების სამოსს იცვამენ, კარდაკარ დადიან და ტკბილეულს ითხოვენ.
* ფრანგ ქალებს აღდგომის წინა ორშაბათს ქმრების ცემის ტრადიცია აქვთ – მათ ამისი უფლება ენიჭებათ. მაგრამ, ისევ მათ ინტერესში შედის, რომ მეტისმეტი არ მოუვიდეთ, რადგან სამშაბათს ქმარს „ხელის შებრუნება” უკვე შეუძლია.
* მექსიკაში აღდგომის დღესასწაული ორი კვირა გრძელდება, რასაც სახალხო ზეიმისა და სეირნობების სახე აქვს. ქუჩებს გირლიანდებით რთავენ. იმართება კოსტიუმირებული წარმოდგენები, რომლებიც, ძირითადად, ქრისტეს ჯვარცმის სცენებს ასახავს.
* ფილიპინებზე აღდგომის დილას ზარების რეკვა იწყება, მშობლები პატარა ბავშვებს ხელში იყვანენ და თავს ზემოთ სწევენ. მათი რწმენით, ამან მათ ბედნიერება უნდა მოუტანოს.
* ავსტრალიაში აღდგომა დღეს, დიდ მნიშვნელობას ანიჭებენ ონკანებიდან წამოსულ წყალს. შეყვარებულები მას სპეციალურ ჭურჭელში იღებენ და ქორწილამდე ინახავენ. ცერემონიის დროს კი ერთმანეთს ასხურებენ, ქორწინება მყარი და ხანგრძლივი რომ იყოს.