კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ხანგრძლივი დიეტა ბრინჯის მარცვლების თანხლებით

დილით, უზმოზე – 1 მარცვალი უმი ბრინჯი და ნახევარი ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი.

შემდეგ, 3-3 საათის შუალედებით მიირთვით ნებისმიერი კერძი, 200 გრამის ოდენობით, ოღონდ, მთლიანად გამორიცხეთ ტკბილეული, ცომეული და ცხიმიანი საკვები, პურის ნაცვლად კი მიირთვით 1 ნაჭერი ორცხობილა ან 2 ფირფიტა „ხლებცი”.

ბოლო კვება უნდა იყოს 18-19 საათზე და შედგებოდეს 1 ფინჯანი მწვანე ჩაის (შეგიძლიათ, ჩააწუროთ ლიმონი), 1 ცალი ვაშლის, ბანანის ან გრეიპფრუტის, ან, 100 გრამი უცხიმო ხაჭოსგან.

კვების შუალედებში დალიეთ 1 ჩაის ჭიქა გაზგასული მინერალური წყალი ან ახალგამოწურული ხილის (ბოსტნეულის) წვენი.

ყოველ მომდევნო დღეს უნდა გადაყლაპოთ თითო ბრინჯის მარცვლით მეტი (დანარჩენი საკვები და რეჟიმი – იგივე) და ახვიდეთ 15 მარცვლამდე (ანუ – 15 დღე), მეთექვსმეტე დღიდან კი თითო-თითოდ მოაკელით მარცვლები, ჩამოდით ისევ ერთ მარცვლამდე და თქვენი დიეტაც დასრულდება. მართალია, ის საკმაოდ ხანგრძლივია, მაგრამ, სამაგიეროდ, დაზღვეული იქნებით წონის ხელახალი მატებისგან.

თუ ამ ყველაფერს დილის გამამხნევებელ ვარჯიშს და საღამოს მოციონსაც დაუმატებთ, გარწმუნებთ, რომ 10 კილოგრამთან ერთად თქვენი ასაკის 10 წელიც ისტორიის კუთვნილება გახდება, რაც ყველა ქალის ოცნებაა.

ანუ, ეს ის დიეტაა, რომლის წყალობითაც ორ კურდღელს ერთად დაიჭერთ და მაინცდამაინც შიმშილიც არ დაგჭირდებათ.


скачать dle 11.3