კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

შეიცანი და იამაყე

შეიცანი საკუთარი თავი, დააფასე ის ღირსებები, რაც სხვებისგან გამოგარჩევს და იამაყე ამ ყველაფრით. არ არსებობს ადამიანი, რომელსაც არ აქვს ის, რაც მის ინდივიდუალობას წარმოაჩენს. უბრალოდ, ზოგჯერ თვითშეფასების უნარი გვაკლია, ან, მეტისმეტად ბევრს ვითხოვთ საკუთარი თავისგან.

აუცილებლად მოძებნეთ თქვენში ის ღირსება თუ თვისება, რაც საშუალებას მოგცემთ, იამაყოთ საკუთარი თავით. საკუთარი სისუსტეების შესახებ ხომ იცით? რატომ არ უნდა იცოდეთ ძლიერი მხარეებიც? არასდროს შეგინიშნავთ ის, რომ ზედმეტად კრიტიკული ხართ საკუთარი თავის მიმართ და ხშირად არაობიექტურიც?!

შეეცადეთ, საკუთარ თავს სხვა თვალით შეხედოთ. მაგალითად, სთხოვეთ მეგობარს, მოგეხმაროთ და გითხრათ, რაში ხართ ძლიერი, რა მოსწონს თქვენი. რასაც თქვენ ვერ ხედავთ, მას შემჩნეული ექნება. ოღონდ, მეგობარს უნდა ენდობოდეთ. ნდობის გარეშე არაფერი გამოვა.

როცა რამე პრობლემას თავს კარგად გაართმევთ, ნუ დაგავიწყდებათ, შეაქოთ საკუთარი თავი ამისთვის.

იყავით ბავშვი ან მიჰბაძეთ ბავშვებს, რომლებსაც ცხოვრება ისეთი მოსწონთ, როგორიც ის არის; უხარიათ თითოეული დღე და ბედნიერები არიან. ორი წუთი გულიანი სიცილი სულსაც რგებს და სხეულსაც. თითქოს 20 წუთი გერბინოთ სუფთა ჰაერზე. იცელქეთ – ზოგჯერ ამის უფლებაც გაქვთ. თუ ვერაფერ სასაცილოს ვერ ხედავთ, საყვარელ კომედიას მაინც უყურეთ. ერთი სიტყვით, ცხოვრება იმაზე გაცილებით მშვენიერია, ვიდრე თქვენ, რატომღაც, წარმოგიდგენიათ. შეიცანით სასიამოვნო სიურპრიზებით აღსავსე სამყარო და იამაყეთ იმით, რომ თქვენც მისი ნაწილი ხართ.


скачать dle 11.3