კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ერთგულება ღალატის პირისპირ

იქნებ მართლაც უნდა შევეგუოთ იმას, რომ მამაკაცები მუდმივად ცდილობენ გასხლტომას. შეყვარებული ქალი თუ ერთგულია, შეყვარებული მამაკაცისთვის ერთგულება ბევრს არაფერს ნიშნავს. მას ადვილად შეუძლია გიღალატოს და მერე მოინანიოს. გითხრას, რომ ეს სულაც არ ყოფილა ის, რაც შენ გგონია – „ეს სიყვარული არ ყოფილა – მხოლოდ სექსი იყო!” ანუ, აქ ორი ვარიანტია: ან მამაკაცები გამოუსწორებელი მატყუარები არიან, ან მათთვის სიყვარული და სექსი ერთი და იგივე არ არის. გასაგებია, რომ პირველი ვერსია უფრო ადვილად დასაჯერებელია, ვიდრე მეორე, მაგრამ შვებისმომგვრელი ვერც ერთი იქნება და ვერც მეორე. რა ვქნათ მაშინ, როგორ ვიცხოვროთ: უსიყვარულოდ?! იქნებ ტყუილებს და მათ ღალატს შევეგუოთ? ამ შემთხვევაში, არც ერთი ვარიანტია მისაღები და არც მეორე. ორივე ერთნაირად გვატკენს გულს, მაგრამ ფაქტი მაინც ფაქტად რჩება: მამაკაცს შეუძლია უყვარდეს ქალი, თავს არაჩვეულებრივად გრძნობდეს მასთან, მაგრამ სხვა ქალთან ინტიმურ სიახლოვეზეც არ თქვას უარი. ამას ისინი თავგადასავლების მიმართ თავიანთი სისუსტით ხსნიან. კიდევ იმით, რომ მამაკაცების ტვინში, ერთ-ერთი უჯრედი, ცოტათი უფრო დიდია, ვიდრე ქალების. დავუჯეროთ ბიოლოგიას? – თუ არ დავუჯერებთ, ის ისევ ჩვენთვის იქნება ცუდი. გავბრაზდეთ მამაკაცებზე და ღალატზე ღალატით ვუპასუხოთ?! თქვენ ფიქრობთ, ეს შვებისმომგვრელი და მარტივია? – რა თქმა უნდა, არა. თუ ბოროტება მარცხდება სიკეთესთან ბრძოლაში, ვცადოთ და ღალატს ერთგულება დავუპირისპიროთ. ჩვენ ხომ მაინც ქალები ვართ და როცა მართლა გვიყვარს, ნებისმიერი მსხვერპლის გაღება შეგვიძლია.


скачать dle 11.3