დროა, გაიზარდო
თქვენი მთავარი პრობლემა ის არის, რომ ჯერ კიდევ ბავშვად რჩებით, გულის სიღრმეში, რა თქმა უნდა. თუმცა, ეს საქმის არსს არანაირად არ ცვლის. ის ბავშვი, რომელიც თქვენში ცხოვრობს, კიდევ დიდხანს შეგიქმნით პრობლემებს. საქმე ისაა, რომ ბავშვებს აქვთ თვისებები, რომლებიც მამაკაცებს მხოლოდ დროებით მოსწონთ ქალებში, ურთიერთობის გარკვეულ ეტაპზე და ცოტა ხნით. ბავშვური ახირება, ბუტიობა და წუწუნი მათთვის ის მოსაბეზრებელი ტვირთია, რომელსაც ნებით არასდროს აიკიდებენ. იყავით მეტად გულახდილი და, დროა, გაიზარდოთ. პიროვნული თავისუფლება და საკუთარი ინტერესები განსაკუთრებით ღირებულია ადამიანებისთვის. ეს არის ის, რაც ორივე პარტნიორს ერთნაირად სჭირდება. ურთიერთობისთვისაც აუცილებელია, თითოეული პიროვნებად დარჩეს და ხელოვნურად არ შეიცვალოს. „გაზრდაში” არ იგულისხმება რაღაცის გამო „სხვა ადამიანის” თამაში. არ არის საჭირო, მოიწყინოთ მაშინ, როცა კარგი განწყობა გაქვთ. იწუწუნოთ, როცა გინდათ, იხუმროთ და იღიღინოთ. თქვენს პარტნიორს ამის გამო უფრო მეტად არ მოეწონებით. სიყალბე ძალიან ადვილად იშიფრება და თვალშისაცემია. როცა პრობლემა გაჩნდება, თუ ბავშვივით გაჯიუტდებით და გაიბუსხებით, ის არ მოგვარდება. დაელაპარაკეთ თქვენს პარტნიორს და ერთად გაარკვიეთ, რატომ არ გამოდის ურთიერთობა ისე, როგორც თქვენ გინდათ, ან, როგორც წარმოდგენილი გქონდათ. ზოგჯერ, უბრალოდ, აუცილებელია, ახსნათ საკუთარი საქციელი. პასუხისმგებლობის გრძნობა ურთიერთობაშიც აუცილებელია, ანუ, დროა გაიზარდოთ!