კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა ასაკიდან უნდა გაუკეთდეს ცხოველს აცრები და როგორ დავიცვათ გაზაფხულზე ცხოველის ჯანმრთელობა მავნე დაავადებებისგან

– როგორ დავიცვათ ცხოველი საშიში ინფექციებისგან, განსაკუთრებით – გაზაფხულზე?

– ჩვენი ოთხფეხა მეგობრები საშიში ინფექციებისგან რომ დავიცვათ, ამისთვის საჭიროა, მოვახდინოთ მათი დროული და სწორი ვაქცინაცია, ანუ აცრები – სწორედ ამის საშუალებით ხდება იმუნიტეტის ჩამოყალიბება.

იმუნიტეტის ჩამოყალიბება ორგანიზმში არის ისეთი სპეციფიკური ლიმფოციტებისა და ანტისხეულების პროდუცირება, რომელიც დაავადების აღმძვრელ მიკროორგანიზმებს განვითარების საშუალებას არ მისცემს. ასეთი ანტისხეულების არსებობა ორგანიზმში შეიძლება გაგრელდეს რამდენიმე კვირა, ან წლების განმავლობაში, რომელიც ხანგრძლივად დაიცავს მას დაავადებისგან. ასეთივე იმუნიტეტი ყალიბდება ძაღლებში სწორი ვაქცინაციის შედეგად. ვაქცინაციის მიზანია, შექმნას აქტიური იმუნიტეტი და არ დაუშვას ცხოველის დაავადება. არსებობს მონოვაქცინები, რომლებიც უზრუნველყოფს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას მხოლოდ ერთი დაავადების მიმართ და, ასევე, კომპლექსური ვაქცინები, რომლებიც უზრუნველყოფს იმუნიტეტის ჩამოყალიბებას ერთდროულად რამდენიმე დაავადების მიმართ. ვაქცინაციის მიზანია, შევუქმნათ ლეკვებს აქტიური ვაქცინის შემდგომი იმუნიტეტი, რაც შეიძლება ადრეული ასაკიდანვე. დედისგან მიღებული იმუნიტეტი ქვეითდება და ქრება 9-12 კვირის ასაკში. სასურველია, თუ ამ პერიოდისთვის უკვე დაწყებული გვექნება ლეკვისთვის აცრები. ადრეულ ასაკში დაწყებული ვაქცინაცია უზრუნველყოფს ანტისხეულების მაღალ კონცენტრაციას ორგანიზმში, რაც უზრუნველყოფს დაავადებისგან ძლიერ დაცვას.

– რა პერიოდში ხდება ორგანიზმში იმუნიტეტის გამომუშავება აცრის შემდეგ?

– იმუნიტეტის გამომუშავება ორგანიზმში ხდება ვაქცინის შეყვანიდან 10-14 დღის შემდეგ. ამ პერიოდში ლეკვის ორგანიზმი დასუსტებული და მეტად მგრძნობიარეა დაავადებების მიმართ. ისეთი ვაქცინების შეყვანის დროს, რომლებსაც სჭირდება განმეორებითი ვაქცინაცია, ანუ რევაქცინაცია, იმუნიტეტი ყალიბდება რევაქცინაციის მომენტიდან 14 დღის გასვლის შემდეგ.

– ალბათ, ძაღლის ყველა პატრონს დააინტერესებს, როგორ უნდა შევუნარჩუნოთ ცხოველს იმუნიტეტი.

– იმუნიტეტის შენარჩუნებისთვის საჭიროა ყოველწლიური რევაქცინაცია.

ცოფის საწინააღმდეგოდ ძაღლებს ცრიან 12 კვირის ასაკში და შემდეგ – ყოველ წელიწადში ერთხელ. უნდა გვახსოვდეს, რომ ვაქცინაციის პერიოდში ლეკვის ორგანიზმი მეტად მგრძნობიარეა და არ უნდა დავტვირთოთ ის ფიზიკურად. ასევე, არ არის მიზანშეწონილი მისი კონტაქტი დაავადებულ ძაღლებთან, არასრულფასოვანი კვება, ტრანსპორტირება, რაც ხელს შეუშლის იმუნიტეტის გამომუშავებას და შეიძლება, დაავადების პროვოცირებაც მოახდინოს.

– რა ხანგრძლივობით მოქმედებს ორგანიზმში ვაქცინა?

– ვაქცინაციიდან გამომუშავებული იმუნიტეტის ხანგრძლივობა დამოკიდებულია აღმძვრელზე და ვაქცინაზე. ის, შეიძლება, გაგრძელდეს რამდენიმე კვირიდან ერთ წლამდე. ვაქცინების უმრავლესობა უზრუნველყოფს იმუნიტეტის ხანგრძლივობას ერთ წლამდე, რის შემდეგაც საჭიროა რევაქცინაცია. სასურველია, აცრისთვის გამოყენებული იყოს ისეთი ვაქცინები, რომლებიც წარმოებულია მსოფლიოში ცნობილი ფირმებისა და კომპანიების მიერ და რომელთა შენახვისა და ტრანსპორტირების წესები მკაცრადაა დაცული.

– კიდევ რისგან და როგორ უნდა დავიცვათ ცხოველის ჯანმრთელობა გაზაფხულზე?

– ამაზე ჩვენ არაერთხელ გვისაუბრია. ამ დროს თავს იჩენს სხვადასხვა სახის ალერგია. ასე რომ, თუ ვალდებულება აიღეთ და ძაღლი შეიძინეთ, ის არა მხოლოდ გასართობად და ლამაზი ფონის შესაქმნელად უნდა იყოლიოთ, არამედ, წელიწადის ყველა დროს განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. ამისთვის აუცილებელია, ძაღლი რეგულარულად ატაროთ ვეტერინართან და მიიღოთ მისგან სათანადო კონსულტაცია.


скачать dle 11.3