კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მწვანე კუთხე

კითხვა: ბაღში მაქვს ვარდები, რომლებსაც ძალიან ბევრი ლოკოკინა დაესია. როგორ ვუშველო?

პასუხი: სადაც ვარდია, ის ადგილი აუცილებლად უნდა შეიწამლოს კარატეთი ან აკტელიკით. 5 გრამი წამალი გახსენით 10 ლიტრ წყალში და მოასხით მთლიანად იმ ადგილს, სადაც ვარდებია და თავად მცენარეებსაც მოასხურეთ. ასე გაიმეორეთ 4-5-ჯერ და ლოკოკინები აღარ იქნება.

კითხვა: როგორი ნიადაგი შევურჩიო ვრეზიას?

პასუხი: ეს მცენარე ჩარგეთ ორქიდეისათვის განკუთვნილ ან კარგი დრენაჟის მიწაში. მისი მიწა, ყვავილის ზრდის პერიოდში, თვეში ერთხელ მორწყეთ გაზავებული, ბალანსირებული თხევადი სასუქით.

კითხვა: ჩემი მცენარე ძალიან დასუსტდა და მიწაც გამოუშრა, მგონი, წყალი დავაკელი. როგორ დავეხმარო?

პასუხი: უპირველესად, უნდა დარწმუნდეთ, რომ მცენარის დასუსტების მიზეზი უწყლობაა. შემდეგ მოარიდეთ მზეს და გრილი წყლით სავსე პლასტმასის ჯამში ჩადგით. თუ მიწა ისე მშრალია, რომ ქოთანი ტივტივებს, კენჭები დააყარეთ ზედაპირს და ქოთანი დაამძიმეთ. ოცი წუთის შემდეგ, ქოთანი ამოიღეთ და 10 წუთის განმავლობაში დაწრიტეთ, შემდეგ კი კაშპოში ჩადგით. ცოტა ხანში თქვენი მცენარე აუცილებლად გამოცოცხლდება.

კითხვა: როგორ გავაზავო სასუქი, რომ მცენარეს მივაწოდო?

პასუხი: თუ თქვენი სასუქი ფხვნილის სახითაა, აუცილებლად გაეცანით მის ინსტრუქციას და წყალში საჭირო რაოდენობა გახსენით. თუ თხევადია, მაშინ საჭირო რაოდენობის წყალში უნდა გააზავოთ რამდენიმე წვეთი სასუქი და მცენარე სარწყავით მორწყათ.

კითხვა: რა რაოდენობის წყალს ითხოვს ტილანზია?

პასუხი: ამ მცენარეს ბევრი წყალი არ უყვარს. უფრო მეტიც, რბილი წყლით დანამვა მას საჭირო ოდენობის წყალს აწვდის. ზამთარში იშვიათად მორწყეთ. თვეში ერთხელ მიაწოდეთ 1:4 გაზავებული თხევადი სასუქი და მისთვის ეს საკმარისი იქნება.


скачать dle 11.3