კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ათხოვებს ხშირ-ხშირად სალომე დავითაშვილს და რატომ უყურებენ მას ეჭვის თვალით ქალები

სერიალ „შუა ქალაქის” ერთ-ერთი პერსონაჟი ნანიკო, იგივე სალომე დავითაშვილი, პროფესიით მსახიობია. ის პროფესიონალი მოცეკვავეც არის – შოუ-ბალეტ „ვერნისაჟში” ცეკვავს. სალომე „შუა ქალაქის” გარდა „იმედის დილაშია“ და ის აერობიკით ამხნევებს მაყურებელს. მისი ნახვა არც „ღამის შოუშია” ვინმესთვის მოულოდნელი. აი, იქ კი ცდილობს, ოთარ ტატიშვილი ააცეკვოს. მის შესახებ კიდევ არაერთ სიახლეს უკვე ინტერვიუდან შეიტყობთ.

– ბოლო დროს ტელეკომპანია „იმედის” ეთერში გამოჩნდი. დილის აერობიკა, სერიალი „შუა ქალაქში” და „ღამის შოუ ოთარ ტატიშვილთან ერთად“ – ეს ის გადაცემებია, სადაც მაყურებელს შენი ნახვა შეუძლია. ვიცი, რომ შოუ-ბალეტ „ვერნისაჟშიც” ცეკვავ. კიდევ რას აკეთებ, რაც არ ვიცით?

– გარდა ამისა, ვაკის საცურაო აუზზე აერობიკის ინსტრუქტორი ვარ. ასევე, სტუდიაში ვიწყებ მუშაობას, სადაც ბავშვებს მოვამზადებ ცეკვებში. პარალელურად უცხო ენებს ვსწავლობ.

– რამდენ ენაზე ლაპარაკობ?

– ჯერჯერობით კარგად სამი ენა ვიცი, ცუდად – ორი. კარგად ვიცი ინგლისური, რუსული და თურქული, საშუალოდ – ფრანგული და იტალიური.

– ტელევიზიასთან პირველად გაქვს შეხება?

– აერობიკის სფეროთი – კი, მაგრამ, სხვა მხრივ გამოცდილება ნამდვილად მაქვს. ცეკვიდან და მსახიობის პროფესიიდან გამომდინარე, ხშირად მქონია შეხება ტელევიზიასთან, სერიალებშიც ვარ გადაღებული.

– რომელ სერიალებში მონაწილეობ?

– „კაბარეს 5 ვარსკვლავი,” „დეტექტივების” ახალ სეზონშიც ვარ, რომელიც ჯერ არ გასულა ეთერში და ასე შემდეგ.

– „შუა ქალაქში” როგორ მოხვდი?

– „შუა ქალაქის” ბაზაში ჩემი მონაცემები არ ყოფილა, რადგან ქასთინგზე არ ვიყავი ნამყოფი. ადრე „კრეატივ ჯგუფთან” მქონდა შეხება გადაღებების გამო, რომლის მენეჯერიც „იმედში” გადავიდა. ქალბატონმა ეკამ დამირეკა და მითხრა, „შუა ქალაქში” ქასთინგია, შენი თავი შევთავაზე და მოდი, სცადეო. მეც ჩავიცვი ჩემი საყვარელი წითელი კაბა და მშვიდად და აუღელვებლად მივედი.

– ანუ წითელი შენი საყვარელი ფერია?

– არასდროს არაფერი არ მქონია წითელი. მაგრამ, გადავწყვიტე, წითელი ფერის კაბით შევხვედროდი ახალ წელს და შევიძინე. სწორედ ის კაბა მეცვა, რომელიც საკმაოდ ფერბედნიერი აღმოჩნდა ჩემთვის.

– „ღამის შოუს” რაც შეეხება?

– „ღამის შოუში” ქორეოგრაფიული გაფორმება დასჭირდათ და მე გამაკეთებინეს.

– პროფესიით მსახიობი ხარ?

– დიახ, თეატრალური უნივერსიტეტის სამსახიობო ფაკულტეტი დავამთავრე სამი წლის წინ. ვსწავლობდი მედეა კუჭუხიძის ჯგუფში. იმდენად გადართული ვიყავი ცეკვაზე და ისეთი გადატვირთული გრაფიკით ვმუშაობდი, რომ სამსახიობო კარიერისთვის დრო აღარ მრჩებოდა, თუმცა, სპექტაკლებში მაქვს მონაწილეობა მიღებული. ვიყავი „სამეფო უბნის” და მოზარდ მაყურებელთა თეატრებში.

– ისევ „შუა ქალაქს” მინდა, მივუბრუნდე. ნანიკოსა და საკუთარ თავს შორის რაიმე მსგავსებას თუ ხედავ?

– დაახლოებით ჩემი ტიპაჟია ნანიკო – მშვიდი და გაწონასწორებული. დროთა განმავლობაში სცენარისტებმა რომ გამიცნეს, ჩემი ხასიათიდან გამომდინარე დაიწყეს სცენარის განვითარება, ყოველ შემთხვევაში, მე ასე მგონია, რადგან ძალიან ჩემი გახდა ნანიკოს პერსონაჟი – რაც ვარ, ის ვარ.

– სახალისოა შენთვის ამ სერიალში მონაწილეობა და თვითონ გადაღების პროცესი?

– იმ ადამიანებს, ვინც იქ მუშაობს, დადებითი აღარ ჰქვიათ. შეუძლებელია, მათთან ერთად მოწყენილი და ცუდ ხასიათზე იყო. ერთი სული მაქვს ხოლმე როდის მივალ და როდის ვნახავ. „შუა ქალაქის” რეპეტიციები ძალიან ხალისიანად მიდის.

– ჩაწერის დროს თუ გაგცინებია?

– კი, მოტაცების ეპიზოდის ჩაწერაზე გამეცინა.

– ცხოვრებაშიც ამდენი თაყვანისმცემელი გყავს?

– რომ ვთქვა, არა-მეთქი, დამიჯერებ? (იცინის).

– როგორია ხალხის რეაქცია შენს დანახვაზე? მიუხედავად იმისა, რომ ფეხით არ დადიხარ, ალბათ, მაინც არ რჩები შეუმჩნეველი.

– რომ დამინახავენ, ეჭვით მიყურებენ, მე ვარ თუ არა. ვარცხნილობასა და სტილს ხშირად ვიცვლი და, ალბათ, ამიტომ. ყოველდღე, შეიძლება სხვადასხვა ხასიათზე გავიღვიძო: დღეს თუ კლასიკური სტილის ხასიათზე ვარ, ხვალ შეიძლება სპორტულ ფორმაში ვიყო და კედებით ვირბინო. ძალიან სასაცილოა ქალების რეაქცია, მაკვირდებიან და ისეთი გამომეტყველება აქვთ, აშკარად იმას ფიქრობენ, რამ გადარია ეს კაცებიო. ხშირად უთქვამთ, რომ ცხოვრებაში ბევრად უფრო კარგი ხარ, ვიდრე ეკრანზეო.

– როგორ ფიქრობ, ეს კომპლიმენტია?

– კი, მაგრამ, ხანდახან მწყინს.

– შენი თაყვანისმცემლები, სიურპრიზებს თუ გიკეთებენ?

– დიახ, ცდილობენ, რომ ორიგინალური სიურპრიზები გამიკეთონ. მე თვითონ ვარ ისეთი ხასიათის, რომ ძვირად ღირებული სიურპრიზები ჩემთვის გამაღიზიანებელია. ამ დროს უკვე სხვა რაღაცაზე ფიქრობ: „რატომ“?! შეიძლება, ადამიანმა ყვავილი მოწყვიტოს, კონვერტში ჩადოს და მაჩუქოს – ასეთ ორიგინალურ საჩუქრებს ხასიათზე მოვყავარ. სადაც არ უნდა ვიყო, არის მომენტი, როცა მგონია, რომ ვიღაც სულ თან დამყვება.

– რატომ?

– შეიძლება, სადმე ვიყო და მესიჯი მივიღო: „რატომ ხარ ცუდ ხასიათზე, რატომ არ იცინი?“ ასევე, მოუწერიათ, მანქანა გარეთ ცუდად გიყენია და არ დაგაჯარიმონო. ვიყურები აქეთ-იქით, მაგრამ, ვერავის ვხედავ. მაგალითად, რეპეტიციის ან გადაღების დროს, ცხელი ყავა მოუტანიათ თავისი ნამცხვრით – თქვენთვის გამომატანესო. ასეთი რაღაცეები მართლა სასიამოვნოა.

– აბეზარ თაყვანისმცემლებს როგორ იგერიებ?

– ეს ცოტა რთული თემაა (იცინის), მათ ზარებს, უბრალოდ, არ ვპასუხობ. ბოლოს და ბოლოს, ყველა ადამიანს ბეზრდება ლოდინი.

– შენი სასურველი მამაკაცი როგორია?

– კარგ ხასიათზე მაყენებს და მახალისებს ადამიანი, როდესაც მას შეუძლია ორიგინალური სიურპრიზების გაკეთება. მამაკაცი აუცილებლად უნდა იყოს უშუალო, არ ჰქონდეს კომპლექსები და არ უნდა იყოს მატყუარა. მირჩევნია, მწარე სიმართლე მითხრას, ვიდრე მომატყუოს. თუ რაღაც არ მესიამოვნა, ახსნა არ ვიცი, უბრალოდ, წერტილს დავუსვამ და იქ მთავრდება ყველაფერი.

– თავად თუ ხარ ყურადღებიანი?

– კი, ძალიან. მე თვითონ მიყვარს სიურპრიზების გაკეთება, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება – მეგობარი თუ ოჯახის წევრი. სიურპრიზების გაკეთება იმდენად მიყვარს, რომ სახლში „სიურპრიზას” მეძახიან.

– მაგალითად, „შუა ქალაქში” ლაშასა და ვახოს ცოლები შენზე ხშირად ეჭვიანობენ. რეალურ ცხოვრებაში თუ გქონია მსგავსი შემთხვევა?

– სამსახურში ასეთი რაღაცეები არ ხდება, რადგან ყველას ვიცნობ და მათთან კარგი ურთიერთობა მაქვს, სამსახურის გარეთ კი ცოლიან კაცებთან არ მაქვს ურთიერთობა (იცინის). მხოლოდ, „გამარჯობა“ და, „ნახვამდის“. კონფლიქტური არ ვარ და ყოველთვის ვცდილობ, სადაც შეიძლება სიტუაცია დაიძაბოს, იქაურობას გავერიდო.

– ოჯახში თუ გყავს ვინმე მსახიობი?

– არა, მე პირველი ვარ. დედაჩემს უნდოდა ყოველთვის, ცეკვა და მსახიობობა. სუხიშვილებში კი ცეკვავდა, მაგრამ, მერე დედამ გამოიყვანა. ქუჩაშიც ხშირად გაუჩერებიათ რეჟისორებს ფილმში გადასაღებად, მაგრამ დედამისი არ უშვებდა, მკაცრი იყო. ვფიქრობ, რაც დედაჩემს უნდოდა და ვერ გააკეთა, ყველაფერი ჩემში ჩადო და მე განვახორციელე. ვახტანგ ჭაბუკიანის სახელობის ქორეოგრაფიული სკოლა დავამთავრე, თეატრალური დავამთავრე და ასე შემდეგ.

– ფიზიკურად დედას ჰგავხარ?

– დედას ძალიან ვგავარ, უბრალოდ, მე ქერა ვარ, დედა კი – შავგვრემანი. დედისა და მამის მხრიდან ყველას ცისფერი თვალები გვაქვს.

– ცხოვრებაში ხიფათიანი ხარ?

– ბავშვობიდან სასწაული ხათაბალა ვარ. მაგალითად, ზაფხულში ლიფტი არ გამომიტოვებია, სადაც არ გავჭედილვარ. ჩემზე ხუმრობენ, არ მიუშვათ დანებთან, ღია ფანჯარასთან, არ გადაგვივარდესო. ძალიან ხიფათიანი ვარ, რაზეც მე თვითონ მეცინება.

– რაზე არ იტყვი არასდროს უარს?

– ვარჯიშზე.

– საკუთარ თავზე რა ჭორი გსმენია?

– ხან გამათხოვეს, ხან გამომათხოვეს... არ ვარ გათხოვილი, არა! ბეჭდის გაკეთება მიყვარდა იმ თითზე, რომელზეც გათხოვილ ქალებს უკეთიათ და ისიც სხვა თითზე გადავიტანე. მეტი რა ვქნა?!


скачать dle 11.3