კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რა მოხდა ამ დღეს

18 აპრილი

1902 – დანიაში, მსოფლიოში პირველად, დაიწყეს თითის ანაბეჭდების გამოყენება დამნაშავეთა იდენტიფიკაციისთვის.

1906 – ძლიერმა მიწისძვრამ დაანგრია ამერიკის შეერთებულ შტატების ქალაქი სან-ფრანცისკო.

1934 – ტეხასში გაიხსნა პირველი საზოგადოებრივი სამრეცხაო.

1956 – ჰოლივუდის მსახიობ გრეის კელისა და მონაკოს მთავრის რენიე მესამის ქორწილი.

1980 – ზიმბამბვე (სამხრეთ როდეზია) გახდა დამოუკიდებელი სახელმწიფო.

19 აპრილი

1783 – რუსეთის იმპერიამ „შეიერთა“ ყირიმის ნახევარკუნძული.

1943 – დაიწყო დიდი ანტიფაშისტური აჯანყება ვარშავის გეტოში.

1970 – გასაყიდად გამოიტანეს პირველი „ჟიგული ვაზ 21-01“.

1995 – ტერორისტმა ააფეთქა ქალაქ ოკლაჰომა-სიტის ადმინისტრაციული შენობა. დაიღუპა 168 ადამიანი.

1997 – ბრუკ შილდსისა და ანდრე აგასის ქორწილი.

20 აპრილი

1653 – ოლივერ კრომველი გახდა ინგლისის ერთპიროვნული მმართველი (ლორდ პროტექტორის ტიტულით).

1865 – გასაყიდად გამოვიდა პირველი თანამედროვე ტიპის ასანთი.

1902 – ცოლ-ქმარმა კიურებმა მიიღეს სუფთა რადიუმი.

1968 – შედგა ჯგუფ „დიფ ფარფლის“ პირველი კონცერტი.

21 აპრილი

ძველი წელთაღრიცხვით 753 – ლეგენდის მიხედვით, ამ დღეს რომულუსმა დააარსა ქალაქი რომი.

1526 – ინდოეთში ბაბურმა დაამარცხა დელის ბოლო სულთანი და დააარსა დიდ მოგოლთა იმპერია.

1960 – ბრაზილიის დედაქალაქი გახდა ქალაქი ბრაზილია.

1967 – საბერძნეთში სამხედრო გადატრიალების შემდეგ დამყარდა „შავ პოლკოვნიკთა“ დიქტატურა.

1976 – ვალერი ანდრე გახდა პირველი ქალი-გენერალი (საფრანგეთის არმიაში).

22 აპრილი

1370 – პარიზში დაიწყო ბასტილიის ციხის მშენებლობა.

1500 – პორტუგალიელმა ზღვაოსანმა პედრუ კაბრალმა აღმოაჩინა ბრაზილიის სანაპირო.

1838 – თბომავალმა პირველად გადაკვეთა ატლანტის ოკეანე.

1952 – ამერიკის შეერთებულ შტატებში პირდაპირ ეთერში გადაიცა ბირთვული ბომბის საცდელი აფეთქება.

1969 – ჰიუსტონში განხორციელდა თვალის გადანერგვის პირველი ოპერაცია.

23 აპრილი

1616 – ამ დღეს ერთდროულად (მაგრამ სხვადასხვა ადგილას) გარდაიცვალა ორი დიდი მწერალი – შექსპირი და სერვანტესი.

1867 – ინგლისის დედოფალმა ვიქტორიამ და საფრანგეთის იმპერატორმა ნაპოლეონ მესამემ უარყვეს ლა-მანშის ფსკერზე გვირაბის გაყვანის პროექტი.

1896 – ნიუ-იორკში ჩატარდა ამერიკაში პირველი კინოსეანსი.

1932 – ლონდონში გაიხსნა შექსპირის თეატრი.

24 აპრილი

1771 – იაპონიის კუნძულ იშიკაგის თავს დაატყდა ცუნამი, რომლის ტალღის სიმაღლე, გადმოცემის მიხედვით, 85 მეტრს აღწევდა.

1877 – დაიწყო რუსეთ-თურქეთის ომი, შედეგად აჭარა საქართველოს დაუბრუნდა.

1915 – თურქული არმიის შენაერთებმა მილიონზე მეტი სომეხი გაწყვიტეს – სომხების დიდი გენოციდი.

1967 – საბერძნეთში სამხედრო-დიქტატორულმა ხელისუფლებამ აკრძალა მინი-ქვედაბოლოების ტარება. აკრძალვა 1974 წელს გაუქმდა.

1970 – ჩინეთმა კოსმოსში გაუშვა თავისი პირველი ხელოვნური თანამგზავრი.


скачать dle 11.3