შეკითხვა ასტროლოგს
კითხვა: დავიბადე 1981 წლის 4 ნოემბერს. გთხოვთ, მითხრათ, რომელი პროფესიებია ჩემთვის მისაღები და უცხოეთის რომელ ქვეყანაში მელის მეტი წარმატებები პრობლემებისა და ბარიერების გარეშე?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის წარმატების მომტანია: საბანკო, ეკონომიკური, სავაჭრო, საფინანსო ფართო სპექტრი; ისტორია, გეოლოგია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, პედაგოგიკა, სასტუმროების ბიზნესი, ფოტოგრაფიის ხელოვნება ან ბიზნესი, სალომბარდე საქმე, იურისპრუდენცია, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, ქორეოგრაფია, დიზაინი, არქიტექტურა, სამოდელო სფერო, პარფიუმერიულ-კოსმეტიკური საქმიანობა, სადალაქო ინდუსტრია, სოციოლოგია, ფილოსოფია. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კარმული მისია ნამდვილად არ არის. თუ საშუალება მოგეცემათ, იქ გაემგზავროთ, მაშინ, თქვენთვის შედარებით მისაღები ქვეყნებია: ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, ჩრდილო-დასავლეთ აფრიკის ქვეყნები, შოტლანდია, თურქეთი, საფრანგეთის შამპანის პროვინცია, ახალი ზელანდია, ჩინეთი, იტალიიდან – ვენეციის მხარე, ნეპალი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, სამხრეთ აფრიკა, ეგვიპტე, სან-მარინო, ესპანეთის კატალონიის მხარე, ტიბეტი, მონაკო, ლატვია, ეთიოპია, ჰავაის კუნძულები, გვატემალა და ავსტრია.
კითხვა: დავიბადე 1976 წლის 23 სექტემბერს. გთხოვთ, მითხრათ, რა არის ჩემი კარმულ-კოსმიური მისია დედამიწაზე?
პასუხი: თქვენი კარმულ-კოსმიური მისიაა, იყოთ მეტად ორგანიზებული, დისციპლინირებული, შეუპოვარი, მიზანსწრაფული, შრომისუნარიანი, მომთმენი, ნებისყოფიანი, პრაქტიკული, ფულის ყაირათიანად მხარჯველი და გადამნაწილებელი. დაეყრდენით ინტუიციას და შეძელით საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება. გამოავლინეთ ინიციატივა, ლიდერულ-ორგანიზატორული თვისებები. იყავით უშიშარი, მებრძოლი, დარწმუნდით საკუთარ შესაძლებლობებში.
კითხვა: დავიბადე 1989 წლის 22 ნოემბერს. რომელ უცხო ქვეყანაში მელის წარმატებები და რომელი პროფესიებია ჩემთვის ასტროლოგიურად უფრო მისაღები?
პასუხი: პროფესიებიდან თქვენთვის მისაღებია და წარმატებების მომტანია: სცენარისტობა, დრამატურგია, რეჟისურა, კომპიუტერული ტექნოლოგიები, პროგრამული სისტემები, მობილური და ვიდეო სისტემების ბიზნესი, საგამომგონებლო საქმიანობა, ქორეოგრაფია, სოციოლოგია, ავიაციის ბიზნესი, ჟურნალისტიკა, საინჟინრო საქმე, გაზის ბიზნესი, ისტორია, არქეოლოგია, ეთნოგრაფია, სასტუმროების ბიზნესი, პოეზია, ლიტერატურა, ხელოვნების ფართო სპექტრი, საბანკო, ეკონომიკური, საფინანსო სფერო. რაც შეეხება უცხოეთს, ის თქვენი კოსმიური მისია არ არის, თუმცა, ძალების მოსინჯვა მაინც ღირს. ქვეყნებიდან კი მეტად მისაღებია: პოლონეთი, რუსეთი, შვედეთი, ჩილე, კოლუმბია, სამხრეთ აფრიკა, სლოვაკეთი, ეთიოპია, კანადა, ამერიკის შეერთებული შტატების დასავლეთი მხარე, ჰოლანდია, პარაგვაი, შოტლანდია, საფრანგეთის შამპანის პროვინცია, ინდოეთი, ჩინეთი, ნეპალი, უზბეკეთი და ტაჯიკეთი.
კითხვა: დავიბადე 1986 წლის 11 აგვისტოს. რომელ პროფესიაში მელის სამომავლოდ მეტი წარმატება?
პასუხი: თქვენთვის წარმატების მომტანია შემდეგი პროფესიები: სახელმწიფო ზემაღალ ეშელონებში ადმინისტრაციულ-ორგანიზატორული საქმიანობა, ავტოსაინჟინრო, მანქანათმშენებლობა, სამეცნიერო კვლევითი საქმე, ტექნიკა-მექანიკა, საკონსტრუქტორო საქმიანობა, ფსიქოთერაპია, ხელოვნების ფართო სპექტრი, საქველმოქმედო საქმე, ოკულტიზმი, ფსიქოლოგია, ფილოსოფია, სასტუმროების ბიზნესი.
კითხვა: დავიბადე 1982 წლის 22 ივნისს, დილის საათებში. რომელ ასტროლოგიურ ნიშანთან მექნება ჰარმონიული სასიყვარულო-პარტნიორული ურთიერთობა?
პასუხი: თქვენთვის ჰარმონიული სასიყვარულო ოჯახური ურთიერთობებისთვის მისაღებია: კუროს, მორიელის, ქალწულისა და თევზების ზოდიაქოს ნიშნების ქვეშ დაბადებულ ადამიანებთან ურთიერთობა და ოჯახის შექმნა.