კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნობელის პრემიის ლაურეატი კონფერენციაზე გულის შეტევით გარდაიცვალა

„ნასასთან“ არსებული ასტრობიოლოგიის ინსტიტუტის პირველი ხელმძღვანელი, გამოჩენილი ამერიკელი სწავლული, ნობელის პრემიის ლაურეატი მედიცინის დარგში, ბარუხ ბლუმბერგი, ამას წინათ კალიფორნიის შტატში, „ნასას“ შტაბ-ბინაში გამართული პრესკონფერენციის მიმდინარეობის დროს გარდაიცვალა. სიკვდილის მიზეზად ექიმებმა გულის შეტევა დაასახელეს. ნობელის პრემიის ლაურეატი 86 წლის იყო. კონფერენცია, რომელიც სწავლულის ცხოვრებაში უკანასკნელი აღმოჩნდა, ეძღვნებოდა მომავალში კაცობრიობის სხვა სამყაროებში შესაძლო მიგრაციას.

ბარუხ ბლუმბერგი 1925 წლის 28 ივლისს, ნიუ-იორკში დაიბადა. მიიღო ებრაული რელიგიური განათლება. ომის დროს ფლოტში მსახურობდა. თადარიგში გასვლის შემდეგ შევიდა ნიუ-იორკის კოლეჯში, რომელიც წარჩინებით დაამთავრა უკვე 1945 წელს. შემდეგ ის სწავლობდა კოლუმბიის უნივერსიტეტში, სადაც სპეციალიზდებოდა მათემატიკაში, მაგრამ შემდეგ საფუძვლიანად შეისწავლა მედიცინა. 1951 წელს, მან მიიღო მედიცინის მეცნიერებათა დოქტორის ხარისხი. 1957 წელს, უკვე ბელიოლის კოლეჯში (ოქსფორდი), ბლუმბერგმა დაიცვა დისერტაცია.

ბლუმბერგი 1999-დან 2002 წლამდე ხელმძღვანელობდა „ნასასთან“ არსებულ ასტრობიოლოგიის ინსტიტუტს – ის ამ ინსტიტუტის პირველი ხელმძღვანელი იყო. 1976 წელს ბლუმბერგმა მიიღო ნობელის პრემია B ჰეპატიტის შესწავლისთვის. 2005 წლიდან მას ეკავა ამერიკის ფილოსოფიური საზოგადოების პრეზიდენტის თანამდებობა.


скачать dle 11.3