უდიდესი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა გერმანიაში
ქალაქ როსტოკის ჩქაროსნულ მაგისტრალზე გასულ პარასკევს, მომხდარი ავტოავარიის შედეგად, რომელშიც 80-ზე მეტი მანქანა „მონაწილეობდა“ გერმანიის უკანასკნელი მონაცემებით, დაშავდა 139 და დაიღუპა 8 ადამიანი. ამის შესახებ ადგილობრივ პოლიციას შეატყობინეს საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეებმა. ოპერაცია მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა.
44-მდე დაშავებული მაშინვე გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათ შორის ვერტმფრენებით. ამ დროისათვის მაგისტრალის ორივე ზოლი მთლიანად გათავისუფლებულია დამტვრეული მანქანებისგან, მაგრამ საგზაო საფარი ძლიერაა დაზიანებული. ამიტომ, უსაფრთხოების მიზნით გზის მონაკვეთი დღეისათვის გადაკეტილი იქნება.
საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მოხდა მინიმალური მხედველობის (10 მეტრამდე) გამო, რაც გამოწვეული იყო უეცარი ქვიშის ქარიშხლის ამოვარდნით ჩქაროსნული სამანქანო გზის იმ მონაკვეთზე, რომელიც ბალტიის ზღვის სანაპიროსთან ახლოს მდებარეობს. პოლიციის მონაცემებით, სულ ერთმანეთს დაეჯახა 80 ავტომობილი, რომელთაგან 20-ს ცეცხლი წაეკიდა.
„ეს იყო უმსხვილესი საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევა მეკლენბერგ-წინა პომერანიის მიწის მთელი ისტორიის განმავლობაში”, – იტყობინება პოლიციის წარმომადგენელი ივონე შურანდი. თავის მხრივ, გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ტრანსპორტის მინისტრმა უკვე გამოუცხადა სამძიმარი დაღუპულთა ოჯახებსა და ტრაგიკულ ავარიაში დაშავებულებს.
„ავარიამ აჩვენა, რომ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების გამკაცრებული ზომების მიუხედავად, ასეთი მძიმე შედეგები შეიძლება გამოიწვიოს მოულოდნელმა სტიქიამ“, – ხაზი გაუსვა მინისტრმა.