კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

დაუმორჩილებელნი 2



ფარული მბრძანებელი



გაგრძელება. დასაწყისი

იხ. „თბილისელები“ ¹30-41(459)



პეტიკომ, ჰამომ და ბონდომ მთელი ღამე გაათენეს იმაზე ფიქრში, თუ როგორ გაეთავისუფლებინათ შამილი. მათ ყველა ვარიანტზე იმსჯელეს და იმ დასკვნამდე მივიდნენ, რომ რუსეთის შიშით მთავრობა არანაირ დათმობაზე არ წავიდოდა და ჩეჩენ საველე მეთაურს რუსეთს გადასცემდა. პეტიკომ, რომელიც მთელი ღამე განუწყვეტლივ ეწეოდა, თქვა:

– სხვა შანსი არაა, შამილს გაქცევა უნდა მოვუწყოთ.

– გაქცევა? – გაიმეორა ჰამომ, – მაგრამ ეს ხომ შეუძლებელია?!

– რატომაა შეუძლებელი? – მხრები აიჩეჩა პეტიკომ, – გურიკო მიქაიამ და მათემ ხომ მოახერხეს?

ჰამომ ამოიხვნეშა:

– მათე პირველი შემთხვევა იყო, ხოლო გურიკოს გასათავისუფლებლად მინისტრის მოტაცება დაგვჭირდა. შამილი კი ისეთი ვაჟნი პწიცაა ჩვენი მთავრობისთვის, რომ მინისტრი კი არა, გინდა, მთელი მთავრობა მოიტაცე, მას არავინ გაუშვებს. ვერც ციხიდან გამოვიყვანთ, რადგან ცხრაკლიტულში ეყოლებათ ჩაკეტილი და კბილებამდე შეიარაღებული დაცვა ედგება.

– უნდა გამოვიყვანოთ! რადაც უნდა დაგვიჯდეს, შამილი ორ-სამ დღეში გარეთ უნდა იყოს, ეს ჩვენთვისაც კარგია და მთავრობისთვისაც. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება, გამოუსწორებელი რამ მოხდეს და თბილისი ბეირუთს დაემსგავსოს, სადაც ყოველდღე უამრავი ტერაქტი ხდება და უამრავი ხალხი იღუპება.

– შენ ფიქრობ, რომ ჩეჩნები შამილის გამო ტერაქტებს მოაწყობენ თბილისში?

– გამორიცხული არც ესაა, მაგრამ უფრო სავარაუდოა, რომ ასეთი რამ რუსებმა ჩაატარონ, მერე ყველაფერი ჩეჩნებს გადააბრალონ და ამღვრეულ წყალში დაიჭირონ თევზი. ამიტომ, შამილი უნდა გავათავისუფლოთ და ის თვითონ მოაყომარებს ყველაფერს. მთავრობას კი იმდენად ეშინია რუსეთის, რომ ამდენს ვერ საზღვრავს.

– კი, მაგრამ როგორ გინდა, შამილი დაიხსნა?

– ნებისმიერი საშუალებით.

– ერთი თქვი.

პეტიკომ ახალი სიგარა გააბოლა, ოთახში გაიარ-გამოიარა და თქვა:

– მინისტრს უნდა გავათავისუფლებინოთ.

– მინისტრს?! – თვალები გაუფართოვდა ჰამოს, – შენ რა, მის მოტაცებას მეორედ აპირებ და ფიქრობ, რომ გამოგივა?

– მოტაცებას არა, – თავი დააქნია პეტიკომ.

– აბა, რას?

– შებმას.

– შებმას? – გაიმეორა ჰამომ, – რას ამბობ? მინისტრი როგორ უნდა შეაბა და ტერორისტი გაათავისუფლებინო?

– როგორ და, მისი გონიერების იმედი მაქვს, თან, ისეთი ხარბია, რომ ზედმეტ წილზე არ იტყვის უარს. ვფიქრობ, კარტის ნაწილი გავუხსნათ. მე მგონი, უარი არ უნდა თქვას.

– რას ამბობ, პეტიკო, ხომ არ შეიშალე? მას რომ შენი კარტები გაუხსნა, ჩვენს ბიზნესსაც ხელში ჩაიგდებს და ჩვენი განადგურება უფრო გაუადვილდება. დაგავიწყდა, რომ მისი ბრძანებით სახლი ჟუკებით გვაქვს სავსე და ნაზი კუკავა კუდზე გვაზის?

– არა, ჰამო, არ დამვიწყებია, ყველაფერი კარგად მახსოვს, მაგრამ, რასაც მე ვამბობ, საუკეთესო ვარიანტია. სხვა გზა არ გვაქვს.

– კარგი, – თავი დააქნია ჰამომ, – დავუშვათ, მინისტრი კიდეც დაგვთანხმდეს შამილის გათავისუფლებაზე, მაგრამ, ეს ხომ გაბაზრდება და მას თავს პრეზიდენტი წააცლის. მინისტრი სულელი ხომ არაა, რომ პრეზიდენტის რისხვა დაიმსახუროს და თავი წააგოს?

– მე ისეთი კომბინაცია მაქვს ჩაფიქრებული, რომ მინისტრს თითსაც ვერავინ დაადებს.

ჰამომ მხრები აიჩეჩა:

– ისეთი რა მოიფიქრე, რომ მინისტრი საკუთარი ხელით გაუშვებს შამილს, თანაც ამით ორმაგ ხეირს ნახავს?

– ნახავს, ნახავს, – თავი დააქნია პეტიკომ, – შამილს კი იმის ხელით გაუშვებს, ვინც ის დააპატიმრა. ისე უნდა მოეწყოს, რომ შამილი ციხიდან მინისტრის მოადგილემ გაუშვას. ეს სპეცოპერაცია იმ კრეტინმა მინისტრთან შეუთანხმებლად ჩაატარა, მინისტრი კი ამის გამო გამწარებულია და ცოფებს ყრის.

– გენიალურია, პეტო, – გაეცინა ჰამოს, – მაგრამ ყველაფერ ამის თქმას შენ აპირებ?

– ჰო.

– მერე, ხომ გავიშიფრებით?

– ნაწილობრივ, მაგრამ, არა უშავს. ამაში მინისტრი წილს მიიღებს და გაჩუმდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თავს დაკარგავს.

– ლიკვიდაციას გულისხმობ?

– თუ საჭირო გახდა, რატომაც არა? – მხრები აიჩეჩა პეტიკომ.

– პრინციპში, მართალი ხარ, – თავი დააქნია ჰამომ, – დაგვთანხმდება – ხომ კარგი, არადა, ჯანდაბამდეც გზა ჰქონია. მაგრამ როგორ აპირებ მასთან დაკავშირებას?

– ტელეფონით და, თანაც, ახლავე, – თქვა პეტიკომ, მობილური გაშალა, მინისტრის ნომერი აკრიფა და მიესალმა, – გამარჯობა!

– ოო, ბატონო პეტრე, ბატონო პეტრე! – მოესმა პეტიკოს მინისტრის ხმა და მისმა კეთილგანწყობილმა ტონმა საკმაოდ გააკვირვა, თან, დააბნია კიდეც. თუმცა მალევე გამოერკვა და ყურადღებით განაგრძო მინისტრის მოსმენა, რომელიც განაგრძობდა: როგორ ბრძანდებით, რატომ არ მეხმიანებით, ასე უნდა, ძველი ნაცნობების დავიწყება? რაც არ უნდა იყოს, ერთ ქალაქში ვართ გაზრდილები, ორივე ჩვენს სამშობლოს ვემსახურებით და ბევრი, ძალიან ბევრი საერთო გვაქვს...

– თქვენთან საქმე მაქვს და იმიტომ შეგაწუხეთ. როდის შეიძლება თქვენი ნახვა?

– მოდი, ერთ რამეზე შევთანხმდეთ, ჩემო პეტიკო: თუ მეგობრები ვართ, მაშინ თქვენობით საუბარი არ გვეკადრება. ჩემი ნახვა კი ნებისმიერ დროს შეგიძლია, თუნდაც ახლავე. მიუხედავად იმისა, რომ სულ რაღაც სამი საათის წინ ჩამოვედი, შენთვის ყოველთვის მცალია. თუ საიდუმლო არაა, რა ხდება, ხომ მშვიდობაა?

– ამას პირადად გეტყვი.

– კეთილი. როდის შევხვდეთ?

– ერთ საათში.

– ოჰო, გეტყობა, მართლაც რაღაც სასწრაფო საქმეა. მაშინ, ასე ვქნათ: ერთ საათში ჩემთან ამოდი, წყნეთის აგარაკზე და იქ ვისაუბროთ. დაცვა გაფრთხილებული მეყოლება და შენს მანქანას უპრობლემოდ გამოატარებენ.

– ფეხით მოვალ.

– ფეხით?

– დიახ, ფეხით. მე აქვე, ასი მეტრის დაშორებით ვიმყოფები.

– ჰოდა, ძალიან კარგი. ახლა მე სამინისტროში ვარ და სულ მალე ვიქნები წყნეთში. მოკლედ, ერთ საათში გელოდები.

– შეხვედრამდე! – თქვა პეტიკომ, ტელეფონი დაკეცა და ჰამოს უთხრა, – ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მომენტი დგება. დღევანდელ საუბარზე ბევრი რამაა დამოკიდებული და ილოცეთ, რომ ყველაფერი კარგად დასრულდეს.

– ღმერთმა ქნას, – თავი დააქნია ჰამომ, – აბა, შენ იცი, მთელი შენი ნიჭი ჩააქსოვე ამ ბაზარში და, იქნებ, რამე გამოვიდეს.

***

პეტიკო დათქმულ დროზე ათი წუთით ადრე გამოვიდა კონსპირაციული ბინიდან და აუჩქარებელი ნაბიჯით გასწია დათქმული ადგილისკენ, რომელიც ზუსტად ასი მეტრის მოშორებით მდებარეობდა. დაცვამ ის დაუბრკოლებლად გაატარა და პეტიკო ფიჭვნარით გარშემორტყმული ფეშენებელური აგარაკის ტერიტორიაზე შევიდა. მინისტრი მას აგარაკის ზღურბლზე შეეგება, მაგრად ჩამოართვა ხელი და ზურგზე მოუთათუნა, შემდეგ თავაზიანი ღიმილით გაუძღვა კაბინეტისკენ, სადაც პატარა, მაგრამ საუცხოო სუფრა იყო გაშლილი. მინისტრმა პეტიკო სავარძელში ჩასვა, კონიაკი დაასხა, ერთი ჭიქა მას მიაწოდა, მეორე თვითონ ასწია და უთხრა:

– ჩვენს შეხვედრას გაუმარჯოს! დიდი ხანია, ერთმანეთი არ გვინახავს და, ღმერთმა ქნას, მეგობრობა განვაახლოთ!

პეტიკო და მინისტრი სულ რაღაც სამჯერ იყვნენ ერთმანეთთან შეხვედრილი და მხოლოდ ერთხელ ისაუბრეს, ისიც, ათი წუთი. მეგობრობაზე ხომ ზედმეტი იყო ლაპარაკი. მაგრამ პეტიკომ გამოიყენა მინისტრის სიტყვები და უპასუხა:

– ჩვენს მეგობრობას გაუმარჯოს და ღმერთმა ქნას, კუბოს ფიცრამდე არ შერყეულიყოს ეს წმიდათაწმინდა გრძნობა!

მინისტრმა თავაზიანად გაუღიმა პეტიკოს და უთხრა:

– მჯერა, რომ ასეც იქნება. ახლა კი შენი სათქმელი თქვი.

– მე მიკიბულ-მოკიბული არ მიყვარს. მით უმეტეს, ჩემი მეგობარი ხარ და ასეთ რამეს არ გაკადრებ. პირდაპირ გეტყვი: შამილი უნდა გათავისუფლდეს და რაც შეიძლება, სწრაფად.

მინისტრმა გაოცებით შეხედა პეტიკოს, ჩანდა, რომ ყველაფერს მოელოდა მისგან, შამილის ხსენების გარდა. თუმცა, უმალვე მოთოკა თავი, სერიოზული სახე მიიღო, კოპები შეკრა და უთხრა:

– კარგი იყო, რომ ის საერთოდ არ დაეჭირათ, უკიდურეს შემთხვევაში, მისი ამბავი ჟურნალისტებს მაინც არ გაეგოთ. ახლა კი ყველაფერი დაგვიანებულია. რუსეთი მის ექსტრადიციას მოითხოვს და რომ არ გადავცეთ, პოლიტიკურ ზამასკაში ჩავვარდებით.

– ეს იმ შემთხვევაში, თუკი შამილს პრეზიდენტი ან შენ გაუშვებთ. პრინციპში, ეს ერთი და იგივეა.

პრეზიდენტთან გაიგივება მინისტრს ესიამოვნა და გაეღიმა. შემდეგ თავი გააქნია და თქვა:

– აბა, სხვა ვინ გაბედავს ამის გაკეთებას?

– ვერც ვერავინ, მაგრამ ამის იმიტაცია უნდა მოხდეს.

– ეს როგორ?

– როგორ და, შენი სპეცნაზის უფროსმა შენთან შეუთანხმებლად ჩაატარა ეს ოპერაცია და, შეიძლება თამამად ითქვას, რომ მთელი ჩვენი ქვეყანა გახვია შარში?

– ასეა. მერე?

– მერე ის, რომ შამილი შენ უნდა გაუშვა, სპეცნაზის უფროსის კაბინეტში კი ერთ მილიონ დოლარს აღმოაჩენთ და იტყვით, რომ მან ეს ფული შამილის გაშვებაში აიღო და თვითონაც აპირებდა ქვეყნის დატოვებას. დაიჭერთ ვინმე ჩეჩენს, რომელიც ტელევიზიით აღიარებს ქრთამის მიცემის ფაქტს.

მინისტრს ჩაეცინა და პეტიკოს უთხრა:

– ჩემს ადგილზე შენ უნდა იჯდე.

– არა, ძმაო. ღმერთმა დამიფაროს, – ორივე ხელი ასწია პეტიკომ, – შენ მშვენივრად უძღვები საქმეს. მე ჩემი საქმიანობა უფრო მიზიდავს.

– კეთილი, კეთილი, – თავი დააქნია მინისტრმა, – ახლა კი ის მითხარი, შენ რა ინტერესი გაქვს მთელ ამ საქმეში?

– მე და შამილი მეგობრები ვართ, ასე ვთქვათ, ძმადნაფიცები.

– უფრო კონკრეტულად?

– ჩეჩნები, ჩერეზ ჩემგან იღებენ შეიარაღებას, რომლითაც შემდეგ რუსებს ანადგურებენ.

– ესე იგი, ფაქტობრივად, ერთი ბიზნესი გაქვთ, – თავი გააქნია მინისტრმა, – მე ამის შესახებ წარმოდგენაც კი არ მქონდა. შენ კი მეუბნები, მშვენივრად უძღვები საქმესო. არა, პრეზიდენტის ადგილზე რომ ვიყო, მინისტრს აუცილებლად მოვხსნიდი.

– პრეზიდენტი რას გაიგებს?

– რომ გაიგოს?

– არ უნდა დაუშვა.

– მაშინ, შენი ბიზნესი უნდა აღვკვეთო და პირველი შენ დაგაპატიმრო, მაგრამ მე ამას ვერ ვიზამ, რადგან მეგობრები ვართ.

– და არა მარტო მეგობრები. ამიერიდან ჩვენ ბიზნესპარტნიორებიც ვართ და სრული მეწილეებიც.

– ძალიან კარგი, – თავი დააქნია მინისტრმა, – ესე იგი, როლანდის კაბინეტში მილიონ დოლარს ვპოულობთ, ხომ?

– ჰო, მილიონს, – გაიღიმა პეტიკომ, – ეს მილიონი მე უკვე გამზადებული მაქვს და ერთ საათში მოიტანენ.

– რა საჭიროა, ჩემო პეტიკო, ასეთი საქმისთვის ჩვენ სპეციალური ფონდი გვაქვს.

– ჰოდა, ამ ფონდს კიდევ ერთი მილიონი დოლარი შეემატება. ძალიან გთხოვ, უარს ნუ მეტყვი. ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და მეგობრებს შორის ასეთი ბაზარი არ მოსულა.

– კეთილი, კეთილი, შენებურად იყოს. ერთი მეგობრული კითხვა მაქვს და, თუ ძმა ხარ, თავს ნუ აარიდებ.

– გისმენ.

– თუ სწორად მივხვდი, რესტორანში მომხდარი აფეთქება და გაუჩინარებული მაიორა შენი ნამოქმედარია.

პეტიკომ მხრები აიჩეჩა და მინისტრს უთხრა:

– მაიორა და მე ერთ ბიზნესში ვიყავით. შემდეგ ის რატომღაც გვერდზე გადგა და წილიდანაც გამოვიდა. რესტორანში კი მართლაც ის კუპე ააფეთქეს, სადაც ჩვენ უნდა გვევახშმა. თუმცა ჩვენ ღმერთმა გადაგვარჩინა და წარმოდგენა არ მაქვს, ვის რაში დასჭირდა ამდენი ხმაური.

– გასაგებია, გასაგები, – თავი დააქნია მინისტრმა. ახლა კი დროებით დავემშვიდობოთ ერთმანეთს, საქმეს უნდა მივხედო. ტელევიზორს უყურე და სულ რაღაც ორ საათში ყველაფერს საკუთარი თვალით ნახავ.

– კარგი, ბატონო, – გაეღიმა პეტიკოს, – ფული ათ წუთში იქნება, ჩემი კურიერი აქ მოვა.

– კეთილი, – გაიღიმა მინისტრმა, პეტიკოს ხელი ჩამოართვა და უთხრა: ხვალ ძალიან დაკავებული ვიქნები შამილის გაქცევის გამო, ზეგ კი მე თვითონ შეგეხმიანები. ნახვამდის!

– ნახვამდის! და, კიდევ ერთი თხოვნა მაქვს.

– გისმენ.

– ჩემს სახლში რომ ჟუკებია, მე თვითონ მოვხსნი, კარგი? ხომ არ გეწყინება? ჩვენ ხომ მეგობრები ვართ და, თუ რამე დაგაინტერესებს, შეგიძლია, პირადად მკითხო.

– კარგი, კარგი, – გაეცინა მინისტრს, პეტიკოს გამოემშვიდობა და შენობაში შებრუნდა.

პეტიკო ფეხითვე დაბრუნდა კონსპირაციულ ბინაზე:

– ბიჭია? – მოუთმენლად ჰკითხა ჰამომ.

– თანაც – ტყუპი, – უპასუხა პეტიკომ.

– ასე კარგადაა საქმე?

– მე მგონი, კი.

– რაო, რაზე იბაზრეთ?

პეტიკომ ყველაფერი დაწვრილებით უამბო სიძეს, ბოლოს საათზე დაიხედა და უთხრა:

– ერთ საათში ყველაფერს ტელევიზიით გადმოსცემენ.

ზუსტად ერთი საათის მერე, სპეციალურმა საინფორმაციო გამოშვებებმა ვრცელი რეპორტაჟები გადასცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს სპეცრაზმის მეთაურის დაკავების შესახებ და მილიონობით ტელემაყურებელმა ნახა, თუ როგორ ამოიღეს მისი კაბინეტიდან ასდოლარიანი დასტებით სავსე კეისი. დაკავებულმა მეთაურმა და ჩეჩენმა შუამავალმა აღიარეს ჩადენილი ქმედებები. როლანდი გამოტყდა, რომ ჩეჩენი საველე მეთაური შამილი პირადად გააქცია ციხიდან. სანაცვლოდ კი ერთი მილიონი დოლარი აიღო...

***

შამილის გაქცევამ დიდი რეზონანსი გამოიწვია რუსეთში და მთელი მათი მასმედია საქართველოს ხელისუფლების მზაკვრობაზე ლაპარაკობდა. ისინი აღნიშნავდნენ, რომ ეს ყველაფერი მოწყობილი ამბავი იყო. თავად ჩეჩენმა საველე მეთაურმა კი დაბრუნებისთანავე მნიშვნელოვანი საბრძოლო ოპერაცია განახორციელა და რამდენიმე ასეული რუსი ჯარისკაცი და საბრძოლო ტექნიკა გაანადგურა. სულ რაღაც ორი დღე იყო გასული შამილის გაქცევიდან, როდესაც პეტიკო და მინისტრი კვლავ წყნეთის სამთავრობო აგარაკზე შეხვდნენ ერთმანეთს. ისინი ერთობლივი ბიზნესის შესახებ მსჯელობდნენ, როდესაც პეტიკოს ეგრეთ წოდებულმა „სუფთა“ ტელეფონმა დარეკა, რომელიც არ ისმინებოდა და ეს ნომერი სულ რაღაც ხუთმა ადამიანმა იცოდა. პეტიკომ ტელეფონი გაშალა და უპასუხა:

– გისმენთ!

– პეტრე, შამილი ვარ!

– გისმენ, მოხდა რამე?

– ბოდიშს გიხდი, ძამიკო, მაგრამ, დიდი ხიფათი გელოდება და იმიტომ გირეკავ. ბოდიშს გიხდი, რომ ამ ხიფათისგან ვერ დაგიცავი!

– გისმენ, თქვი, რა მოხდა?

– რა და, მუსტაფა და მისი ოთხი თანამზრახველი გაიქცა, უფრო სწორად, ჩვენ გაგვექცნენ და, სავარაუდოდ, შენი მოკვლა აქვთ განზრახული. სავარაუდოდ კი არა, დარწმუნებული ვარ, რომ ასეა!

რა მუსტაფა, ვერაფერი გავიგე!

– ახლავე აგიხსნი: მუსტაფა ის კაცია, ვინც თქვენებს ჩემი თავი ჩააბარა და ჩემი ადგილის დაკავებას ცდილობდა. მე რომ აქ დავბრუნდი, ის უკვე გაქცეული დამხვდა და ამის შესახებ ახლა შევიტყვე. მას თურმე ყველაფერი გაუგია და შენი მოკვლა უნდა. ამიტომ, ფრთხილად, ძამიკო! მე მას მდევრები დავადევნე. თუ მოიხელთეს, მოკლავენ ან შეიპყრობენ, მაგრამ თუ ეს არ მოხერხდა, მაშინ ის აუცილებლად ჩამოვა თბილისში და შენს მოკვლას შეეცდება.

– ეს ამბავი რომ რუსებს შეატყობინოს?

– გამორიცხულია. მუსტაფას ისევე სძულს რუსები, როგორც მე. ის, უბრალოდ, მე მიპირისპირდება და შენი მოკვლა იმიტომ უნდა, რომ გაქცევაში დამეხმარე. მაპატიე, ძამიკო, მაგრამ ასე გამოვიდა და ფრთხილად იყავი!

– კარგი, ფრთხილად ვიქნები, მაგრამ მუსტაფა და მისი მებრძოლები როგორ ვიცნო?

– მათი სურათები თქვენს მინისტრს ექნება.

– კარგი, შამილ, დიდი მადლობა. არ იდარდო. მე ასე იოლად ვერავინ მომიხელთებს. ნახვამდის! – უთხრა პეტიკომ ჩეჩენ საველე მეთაურს და ტელეფონი დაკეცა. შემდეგ ყველაფერი დაწვრილებით მოუყვა მინისტრს.

– ჩეჩენი იდეინებიღა გვაკლდნენ აქ, – თქვა მინისტრმა და თავისი ადიუტანტი იხმო, ყურში რაღაც ჩასჩურჩულა, გაუშვა და პეტიკოს მიუბრუნდა, – ახლავე ამოყრიან შენზე მონადირეების სურათებს და ყურადღებას გავაასკეცებთ. იმედია, ფეხებსაც ვერ მოგჭამენ.

– იმედია, – გაიღიმა პეტიკომ.

– კარგი, ჩემო ბატონო, ახლა კი კვლავ საქმე, – თქვა მინისტრმა, – ესე იგი, მორიგი პარტია 60 მილიონის იქნება და ამ ფულის მესამედი უკრაინაში მიდის, დანარჩენს კი მე და შენ ვიყოფთ. ასეა, ხომ?

– კი, ზუსტად მასეა.

– ჰოდა, ძალიან კარგი, – თქვა მინისტრმა და კონიაკით სავსე ჭიქა ასწია, – ამ სასმისით ჩვენს წარმატებულ ბიზნესს გაუარჯოს!

– გაუმარჯოს! – გაიმეორა პეტიკომ და კონიაკი გამოცალა.

ოთახში მინისტრის თანაშემწე დაბრუნდა და თქვა:

– მუსტაფა და მისი ოთხი თანამებრძოლი თელავში შენიშნეს. მუქფანჯრებიანი „ნივით“, სავარაუდოდ, თბილისისკენ მოემართებიან.

– ოჰო! – წარბები ასწია მინისტრმა და, თანაშემწე შეათვალიერა, – ყოჩაღ, „ძაღლებო“! ჩვენები კუდზე ასხედან?

– დიახ და, საკმაოდ მჭიდროდ. ასე რომ, ხელიდან ვერ დაგვისხლტებიან.

– კი მაგრამ, მაგათ დიდძალი შეიარაღება ექნებათ „ნივაში“ და უკან არაფერზე დაიხევენ, – თქვა პეტიკომ.

– დარდი ნუ გაქვთ, ყველა ჩვენი სპეცდანაყოფი სრულ საბრძოლო მზადყოფნაშია და მხოლოდ თქვენს ბრძანებას ელოდებიან.

– კარგი. თავისუფალი ხარ, ცოტა ხანში გამოგიძახებ, – უთხრა მინისტრმა თანაშემწეს, გაისტუმრა და პეტიკოს მიუბრუნდა, – შამილს დაურეკე და უთხარი, რომ მუსტაფა და მისი ხალხი მეშოკში გვყავს. აბა, ერთი რას იტყვის.

პეტიკომ შამილს დაურეკა და უთხრა:

– მუსტაფას კუდზე ვაზივართ.

– ალყაში გყავთ?

– არა. ისინი თბილისისკენ მოემართებიან „ნივით“ და არ იციან, რომ უთვალთვალებენ. რამდენიმე ადგილზე ჩასაფრებაა მოწყობილი და მათი ლიკვიდაცია არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს. თუმცა, შესაძლებელია, მათი აყვანაც სცადონ.

– აყვანა არც ისე იოლი იქნება. ისინი ბოლომდე იბრძოლებენ და, თუ გამოუვალ მდგომარეობაში აღმოჩნდნენ, თავს აიფეთქებენ, დიდი მსხვერპლი იქნება. თუმცა, რომ დაგეტყვევებინათ და აქ დაგებრუნებინათ, ცუდი არ იქნებოდა. თქვენი საქმის თქვენ იცით.

– კარგი, შამილ, ნახვამდის, – პეტიკომ ტელეფონი დაკეცა და მინისტრს უთხრა: შამილმა, ასე თქვა, ჯობდა, ჩემთვის გადმოგეცათო, მაგრამ ის ლიკვიდაციაზეც თანახმაა.

– კეთილი, პეტიკო, – ახლა მე საგარეჯოში გადავფრინდები და იქ დავხვდები ჩეჩენ ტერორისტებს, ოპერაციას პირადად ვუხელმძღვანელებ და, რაც იქნება იქნება...

– ესე იგი, უნდა დახოცოთ?

– თუ არ დაგვნებდნენ, სხვა რა გზაა? მით უმეტეს, არც შამილია წინააღმდეგი და ჩეჩნები ვერ გაგვინაწყენდებიან.

– მე რომ წამოვიდე, არ შეიძლება?

– რას ამბობ, პეტიკო, უცხო თვალმა რომ იქ შეგნიშნოს, მაშინ ყველაფერი დაიღუპება. ჩვენი კავშირები გაიშიფრება, ამ ამბავს პრეზიდენტიც შეიტყობს და სკანდალი ატყდება. თუ გინდა, შენ აქ დამელოდე, ან, მოგვიანებით შევხვდეთ.

– მოგვიანებით შევხვდეთ, – უთხრა პეტიკომ მინისტრს და აგარაკი დატოვა. მინისტრი კი იქვე მდგარ ვერტმფრენში ჩაჯდა და საგარეჯოსკენ აიღო გეზი, სადაც მუსტაფასა და მის ოთხ თანამებრძოლს სპეცდანიშნულების რაზმის ალყა ელოდებოდა.

მინისტრის ვერტმფრენი საგარეჯოში დაჯდა თუ არა, ერთ-ერთი ქვედანაყოფის მეთაური გამოეჯგიმა და უპატაკა:

– ტერორისტები სულ მალე, 15 წუთში იქნებიან აქ და რას გვიბრძანებთ?

– ალყაში მოაქციეთ და მანქანა გააჩერეთ. უჩემოდ არ ესროლოთ. მეგაფონით დაველაპარაკები და ვნახოთ, რას იტყვიან.

„ნივა“ რომ ჩასაფრების ადგილზე გამოჩნდა, სპეცრაზმელებმა მას საბურავები დაუცხრილეს და გააჩერეს. მინისტრმა მეგაფონი მოიმარჯვა და რუსულ ენაზე მიმართა:

– მე ვარ შინაგან საქმეთა მინისტრი! ალყაში ხართ, წინააღმდეგობის გაწევას არანაირი აზრი არ აქვს! სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად გთავაზობთ დანებებას! თუ თანახმა ხართ, გაშიშვლდით და ტრუსების ამარა, ხელებაწეულები გადმოდით მანქანიდან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ცეცხლს გაგიხსნით! მოფიქრებისთვის ხუთი წუთი გაქვთ!

ზუსტად ხუთი წუთის მერე, „ნივის“ კარი გაიღო და იქიდან ერთი ტრუსებიანი ჩეჩენი გადმოვიდა. მას ხელები მაღლა ჰქონდა აწეული და ნელი ნაბიჯით მოდიოდა. იმ ადგილს რომ მიაღწია, სადაც სპეცრაზმელები იყვნენ ჩასაფრებულები შეჩერდა და თქვა:

– გნებდებით!

– დანარჩენები სად არიან? – ჰკითხა სპეცრაზმის უფროსმა დანებებულ ჩეჩენს და აათვალიერ-ჩაათვალიერა.

– მანქანაში, – ღიმილით მიუგო ჩეჩენმა.

– რატომ არ გადმოდიან?

– გაკოჭილები არიან და იმიტომ.

მოსაუბრეებთან მინისტრი მივიდა და დანებებულ ჩეჩენს უთხრა:

– მუსტაფა სადაა?

– ვინ მუსტაფა? – ცინიკურად იკითხა ჩეჩენმა.

– თავს ნუ იგდებ! თქვი, სადაა!

ჩეჩენმა მხრები აიჩეჩა. შემდეგ აღმოსავლეთისკენ შეტრიალდა, დაიჩოქა და ლოცვა დაიწყო.

მინისტრი ჯერ წამოწითლდა, შემდეგ გაფითრდა და, სანამ „ნივისკენ“ გაიქცეოდა, ჩაილაპარაკა: „პეტიკო“...

მინისტრმა „ნივასთან“ მიირბინა, კარი გამოაღო და გაშეშდა: იქ სამი გაკოჭილი და პირაკრული მამაკაცი დახვდა.

მინისტრმა სასწრაფოდ ტელეფონი გაშალა, პეტიკოს დაურეკა და ჰკითხა:

– სად ხარ?

– ჩემს აგარაკზე. რა მოხდა?

– ჩეჩნებმა „კუკლა“ გაგვიკეთეს. მუსტაფა და, სავარაუდოდ, მისი სამი მებრძოლი, თბილისში არიან და ალბათ, შენი მოკვლისთვის ემზადებიან. სახლში დაცვა გყავს?

– მყავს, მყავს...

– კარგი, კარგი! მე ახლავე თბილისში გადმოვფრინდები და ყველას ფეხზე დავაყენებ ამ ნაბოზრების დასაჭერად, შენ კი შენიანები გააფრთხილე.

– კარგი, – უთხრა პეტიკომ და ტელეფონი გათიშა. შემდეგ ჰამოსთან უნდა დაერეკა, მაგრამ მისმა ტელეფონმა დარეკა და უცნობი მამაკაცის ხმამ ცინიკურად ჰკითხა:

– პეტრე ხარ?

– შენ ვინ ხარ?

– ის, ვინც შენ ასე არაკაცურად ჩაუშვი!

პეტიკო მიხვდა, რომ მას მუსტაფა ელაპარაკებოდა და უთხრა:

– არაკაცობა და ღალატი შენკენ მოიკითხე!

– ესე იგი, მიცანი, – გადაიხარხარა მუსტაფამ, – მოკლედ, ასე ვქნათ: ერთ საათში ვაკის პარკში მოხვალ შადრევანთან და, ვაი შენი ბრალი, თუ არ მოხვალ!

მუსტაფას მუქარაზე პეტიკოს გააჟრჟოლა, რადგან მიხვდა, რომ მას მძევალი ჰყავდა, მაგრამ მაინც ჰკითხა:

– რომ არ მოვიდე?

– რომ არ მოხვიდე, მაშინ შენს დას და მის შვილს ცოცხალს ვეღარ იხილავ!

პეტიკოს კინაღამ გული გაუსკდა მღელვარებისგან. ღრმად ამოისუნთქა და მუსტაფას უთხრა:

– მუსტაფა, შე შაკალო, იცოდე, მიწიდან ამოგიღებ და, მე რომ ვერ მოვახერხო, მაშინ ამას სხვები იზამენ!

მუსტაფამ გადაიხარხარა და პეტიკოს უთხრა:

– დროზე, დროზე მოდი, თორემ ბავშვი ტირის...

***

პეტიკომ ჰამოს დაურეკა და ჰკითხა:

– სად ხარ?

– მთაწმინდაზე. რა იყო?

– სოფი და ბავშვი გაიტაცეს!

ჰამოს ჯერ ენა ჩაუვარდა, შემდეგ ძალები მოეზღვავა და აყვირდა:

– ვინ? როგორ?

– ჩეჩნებმა. დამშვიდდი, ყველაფერი კარგად იქნება. მათ მე ვჭირდები და ხელში რომ ჩამიგდებენ, გაუშვებენ.

– სად ხარ?

– წყნეთში და ვაკის პარკში მივდივარ.

– მეც ახლავე მოვალ!

***

მუსტაფას მიერ დანიშნულ შეხვედრამდე ნახევარი საათი იყო დარჩენილი, როდესაც ვაკის პარკის შესასვლელთან ერთმანეთს შეხვდნენ პეტიკო, ჰამო და მინისტრი. ეს უკანასკნელი პირდაპირ საგარეჯოდან ჩამოფრინდა ვერტმფრენით თავისი თორმეტი რჩეული სპეცრაზმელითურთ. სპეცრაზმელები იქვე იმყოფებოდნენ მანქანებში და მოქმედების ბრძანებას ელოდნენ შეფისგან. მინისტრმა სინანულით გააქნია თავი და პეტიკოს უთხრა:

– დედას ვუტირებ იმ კრეტინებს, ვინც ჩეჩნების კუკლაზე წამოეგო. კი მაგრამ, ასე უცებ როგორ მოახერხეს ამ ნაბოზრებმა ყველაფერი?

– არ ვიცი, – მხრები აიჩეჩა გაფითრებულმა პეტიკომ, – მეტი რა იციან ამ ნაძირლებმა! მთავარია, ჩემს დასა და დისშვილს არ დაუშავონ რამე. აი, ამის ცოლ-შვილია. გაიცანი, ჩემი სიძეა, ჰამო.

მინისტრმა ჰამოს ხელი ჩამოართვა და თქვა:

– როგორც ვითარების ანალიზი გვიჩვენებს, მუსტაფა სნაიპერკიდან აპირებს შენს მოკვლას. წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთ ადგილას არ დაგიბარებდა. შადრევანი მშვენიერი სამიზნეა, თან, ვერ გაიგებ, საიდან მოხდა გასროლა. მაგრამ ჩემი ბიჭები მაინც ცდილობენ მათ აღმოჩენას და, თუ გაგვიმართლა, ღმერთის უდიდესი წყალობა იქნება.

ჰამომ საათს დახედა და თქვა:

– ათი წუთი დარჩა.

– დროა, წავედი, – პეტიკო წასასვლელად მოემზადა, მაგრამ მისმა ტელეფონმა დარეკა და უპასუხა: გისმენთ!

– რას შვრები, არ მოდიხარ? – მოესმა პეტიკოს მუსტაფას ხმა, რომელშიც ირონიული ტონი ჭარბობდა, – დიდი ხანია, მოუთმენლად გელოდები და არ ჩანხარ.

– ჩემები სად არიან?

– საიმედო ადგილზე.

– რა ელოდებათ?

– როგორც კი პირობას შეასრულებ, მაშინვე გავუშვებ.

– რა გარანტია მაქვს?

– ჩემი სიტყვა!

– შენს სიტყვას რა ფასი აქვს?

– ალაჰს ვფიცავ, როგორც კი პირობას შეასრულებ, იმ წამსვე შენებს გავათავისუფლებ.

– ჩემებს დამალაპარაკე, მინდა, უკანასკნელად მოვისმინო მათი ხმა.

მუსტაფამ ტელეფონი სოფის გადასცა.

– პეტიკო, პეტიკო, ძმაო, როგორ ხარ?

– მე კარგად, სოფი, შენ და ბავშვი როგორ ხართ?

– კარგად. მაპატიე ძმაო, ჩემი ბრალია, ასეთ დღეში რომ ხარ, – ატირდა სოფი, მაგრამ მუსტაფამ მას ტელეფონი გამოართვა და პეტიკოს უთხრა:

– ახლა ხომ დარწმუნდი, რომ შენები კარგად არიან. ხუთი წუთი დაგრჩა და გელოდები!

პეტიკომ მინისტრს ხელი ჩამოართვა, ჰამოს გადაეხვია, ვაკის პარკის კიბეებზე დაეშვა და შადრევნისკენ გაემართა. მინისტრმა და ჰამომ სინანულით სავსე მზერა გააყოლეს მას.

– არ მეგონა, თუ ასეთი ვაჟკაცი იყო. წარბიც არ შეუხრია, ისე ვაჟკაცურად გაემართა სიკვდილთან შესახვედრად.

ჰამოს ცრემლები ჩამოუგორდა თვალებიდან და მინისტრს უთხრა:

– მთელი ცხოვრება მუსტაფას ძებნას მოვანდომებ და, თუ მანამდე არ ჩაკლა ვინმემ ძაღლივით, ღმერთს ვფიცავ, რომ საშინელი სიკვდილით მოვკლავ.

მინისტრს რაღაცის თქმა უნდოდა, მაგრამ უცებ მისმა ტელეფონმა დარეკა და უპასუხა:

– გისმენ, ოთარ!

ოთარმა, მინისტრის ერთ-ერთმა მოადგილემ უპატაკა:

– ბატონო მინისტრო! სნაიპერი აღმოვაჩინეთ. ის გაჩერებულ საბაგიროშია და რა ვქნათ?

ვაკის პარკის შესასვლელთან მდგარმა მინისტრმა ინსტინქტურად მარცხნივ გაიხედა, სადაც საბაგირო ხაზი იყო გაჭიმული და ოთარს ჰკითხა:

– რომელ ვაგონშია, ზედაში თუ ქვედაში?

– ზედაში, ბატონო მინისტრო!

– შეიპყარით! – უბრძანა მინისტრმა მოადგილეს და კუს ტბაზე მდებარე ზედა სადგურს ახედა.

უცებ კუს ტბის ტერიტორიიდან ორი ვერტმფრენი აფრინდა უხმოდ და საბაგირო ვაგონის თავზე დაეკიდა. სპეცრაზმის ორი მეომარი საბაგირო ვაგონში ელვისებურად „შეფრინდა“ და სასროლად მომზადებული ჩეჩენი სნაიპერი თვალის დახამხამებაში განაიარაღეს.

მინისტრმა ყველაფერი თვალნათლივ დაინახა და გაღიმებაც ვერ მოასწრო, რომ მისმა მეორე მოადგილემ, ირაკლიმ დარეკა და უთხრა:

– ბატონო მინისტრო, მგონი, თვით მუსტაფას და მძევლებს მივაგენით!

– რას ამბობ, ირაკლი, ხომ არ გეშლება?

– ასი პროცენტით ვერ გეტყვით, მაგრამ, მე მგონი, ისინი აქ, თქვენ უკან რომ სახლი დგას, მეხუთე სართულის ბინაში უნდა იყვნენ. მე და ჩემი ბიჭები აქ ვიმყოფებით, სახლი ალყაშია და, თუ არ ვცდებით, შეგვიძლია, აყვანის ოპერაცია დავიწყოთ!

მინისტრი ას ოთხმოცი გრადუსით შეტრიალდა, მოპირდაპირე სახლს შეხედა და მის სახურავზე რამდენიმე სპეცრაზმელი, მათ შორის ირაკლიც, შენიშნა. მერე ტელეფონი მიიტანა პირთან:

– ჩემო ირაკლი, თუ შენ და შენი ბიჭები მძევლებს ცოცხლებს გამოსტაცებთ მუსტაფას, კაცურ სიტყვას გაძლევ, გენერლობა და უზრუნველყოფილი ცხოვრება არ აგცდება, შენს ბიჭებს კი ახალთახალ „ბეემვეებს“ ჩავახუტებ!

– ესე იგი, დავიწყოთ ოპერაცია?

– დაიწყეთ, მაგრამ ძალიან ფრთხილად. მუსტაფას თავი ჭირსაც წაუღია, მთავარია, მძევლები გადარჩნენ, – უთხრა მინისტრმა ირაკლის, ტელეფონი დაკეცა და თავისი მოადგილისა და მისი სპეცრაზმელების მოქმედებას მიაპყრო მზერა.

ირაკლი და მისი მებრძოლები ტროსებით დაეშვნენ სახურავიდან, შემდეგ ფანჯრებიდან ბინაში შეცვივდნენ და მძევლების გათავისუფლების ოპერაცია დაიწყეს, მაგრამ ოთახში მხოლოდ სოფი, მისი ჩვილი და ხერხემალგადამტვრეული ჩეჩენი ტერორისტი დახვდათ, ჩეჩენი სოფიმ ჩააგდო ასეთ მდგომარეობაში, მუსტაფამ კი ოპერაციის დაწყებისთანავე მოასწრო გაქცევა და, სანამ სპეცრაზმელები ბინაში შეცვივდებოდნენ, მეხუთე სართულიდან კიბეებზე დაეშვა.

ჰამო ჯერ მინისტრისა და მისი მოადგილეების საუბრებს უსმენდა სულგანაბული, შემდეგ სპეცრაზმელების მოქმედებას აკვირდებოდა. მისმა გამოცდილმა თვალმა შენიშნა გაქცეული მუსტაფა, რომელიც მეზობელი სახლის სადარბაზოდან სწრაფი ნაბიჯით გამოვიდა და „ბეემვეში“ მძღოლის გვერდით მოკალათდა.

მინისტრმა მუსტაფა ვერ შეამჩნია. ჰამომ სწრაფი მოძრაობით ააცალა მინისტრს ავტომატური „ბერეტა“, რომელიც მას მარჯვენა ბარძაყთან ჰქონდა მიმაგრებული, შემდეგ იქვე მდგომ „მერსედესის“ ტაქსიში ჩახტა, მძღოლი იარაღის მუქარით გადმოაგდო და ჩეჩნების „ბეემვეს“ გაეკიდა.

მინისტრი ყველაფერს მიხვდა. იქვე მდგარ მძღოლსა და მცველს უხმო, „ტოიოტას ჯიპში“ ჩახტა და ჰამოს დაედევნა.

ტერორისტებმა თამარაშვილის ქუჩა საშუალო სისწრაფით გაიარეს და მხოლოდ მაშინ შენიშნეს ჰამო, როდესაც „ქარიშხალას“ სპორტკომპლექსთან იმყოფებოდნენ.

„ბეემვეს“ მძღოლმა სიჩქარე გამოცვალა და სისწრაფეს უმატა. იგივე გაიმეორეს ჰამომ და მინისტრის მძღოლმაც. მუსტაფამ კი „ბეემვედან“ ავტომატი გამოყო და ჰამოს მიმართულებით გახსნა ცეცხლი. ტყვიები ყურებთან უზუზუნებდნენ მთაწმინდელს, ის წარბშეუხრელად მისდევდა თავისი ცოლ-შვილის გამტაცებელს და ერთი სული ჰქონდა, მოეხელთებინა.

მუსტაფა განუწყვეტლივ ისროდა. ერთ-ერთმა ტყვიის ჯერმა ჰამოს მანქანას საბურავები დაუხეთქა და „მერსედესმა“ ჯერ სწორი მიმართულება დაკარგა, შემდეგ ამოყირავება დაიწყო. ჰამომ იმარჯვა, მანქანიდან ისკუპა და, სანამ მიწაზე დაეცემოდა, მინისტრის ავტომატური „ბერეტადან“ გრძელი ჯერი მიუშვა მუსტაფას „ბეემვეს“... ერთ-ერთი ტყვია „ბეემვეს“ მძღოლს მოხვდა კეფაში და ადგილზევე მოკლა, მანქანა კი სამჯერ ამოტრიალდა და საბურთალოს სასაფლაოზე ასასვლელ კიბეებს დაეჯახა. ჰამო ავარიის ადგილიდან 80 მეტრის დაშორებით იდგა და ნელი ნაბიჯით დაიძრა „ბეემვესკენ“. ნაავარიები მანქანიდან დასისხლიანებული, ავტომატმომარჯვებული მუსტაფა გადმოძვრა. ჰამო რომ დაინახა, ავტომატი მიუშვირა და სასხლეტს ხელი გამოჰკრა, მაგრამ ავტომატმა არ გაისროლა. მუსტაფამ იარაღი დააგდო და საფლავებს შორის გაიქცა.

ჰამომ პისტოლეტი ქამარში გაირჭო და მუსტაფას გაეკიდა. ამასობაში, ავარიის ადგილზე მინისტრიც მივიდა „ტოიოტით“ და თავის ხელქვეითებთან ერთად მუსტაფას და ჰამოს გაეკიდა.

ჩეჩენი ტერორისტი დაოთხილი მირბოდა საფლავებს შორის და გრძნობდა, როგორ უახლოვდებოდა მას ჰამო, რომელიც მზად იყო, მუსტაფას სისხლი დაელია...



გაგრძელება შემდეგ ნომერში


скачать dle 11.3