კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

აღმოჩენილია პირველი გამოქვაბულის გეი

„პრაღის გარეუბანში აღმოაჩინეს დედამიწაზე გამოქვაბულის პირველი ჰომოსექსუალის ჩონჩხი“ – ამტკიცებენ ჩეხი მკვლევრები. ვარაუდობენ, რომ შეიძლება, ეს ჩონჩხი ეკუთვნოდეს ტრანსსექსუალს, რადგან, მამაკაცის ჩონჩხი სამარხში დამარხული იყო იმ პოზაში, რომელიც, ჩვეულებრივ, მხოლოდ ქალებისთვის გამოიყენებოდა: ის ესვენა თავით აღმოსავლეთისკენ, მარცხენა გვერდზე და მის ირგვლივ კი ელაგა საყოფაცხოვრებო საგნები, ქოთნები. იარაღი ამ სამარხში არ აღმოჩნდა. სახელდობრ, ასე მარხავდნენ თავიანთ ქალებს ტომები, რომლებიც ცხოვრობდნენ ხუთი ათასი წლის წინათ ევროპის დიდ ნაწილზე, მათ შორის, თანამედროვე ჩეხეთის ტერიტორიაზე. მამაკაცებს კი სხვაგვარად მარხავდნენ: თავით დასავლეთისკენ, მარჯვენა გვერდზე და იარაღით, ჩაქუჩებითა და დანებით, აგრეთვე, საჭმლისა და წყლის ულუფით, მაგრამ, ქოთნების გარეშე. მიუხედავად ამისა, მოცემულ შემთხვევაში, ქალურად დამარხეს მამაკაცი. ჩონჩხის ფეხებთან იპოვეს ოვალური კვერცხისებური ჭურჭელი, მსგავსი იმისა, რომელსაც ატანდნენ ქალებს დამარხვის დროს.

არქეოლოგებს არ მიაჩნიათ, რომ ეს შეცდომა ან დამთხვევაა, ვინაიდან, ზონარიანი კერამიკის კულტურის ადამიანები (იგივე საომარი ნაჯახების კულტურის ადამიანები, რომლებიც ცხოვრობდნენ კონტინენტური ევროპის დიდ ნაწილზე დაახლოებით 3200-1200 წლებში ჩვენს ერამდე) დიდ მნიშვნელობას ანიჭებდნენ დამარხვის წეს-ჩვეულებებს, ამიტომ, არ ღირს ლაპარაკი დაუდევრობაზე.

უფრო შესაძლოა, რომ ეს იყო არატრადიციული სექსუალური ორიენტაციის მამაკაცი – ჰომოსექსუალი ან ტრანსვესტიტი. „იმას, რასაც ჩვენ აქ ვხედავთ, არ ეკუთვნის ზონრიანი კერამიკის ეპოქის ტრადიციულ კულტურულ ნორმებს“, – განაცხადა მკვლევართა ჯგუფის ხელმძღვანელმა კამილა რემიზოვა-ვეზინოვამ. ხოლო, მისი კოლეგა, კატერინა სემრატოვა ამბობს: „ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის ტრანსვესტიტის, ან, მესამე სქესის (რომელიც არ ეკუთვნის არც მამაკაცებს და არც ქალებს) ყველაზე ადრეული სამარხი თანამედროვე ჩეხეთიის ტერიტორიაზე”.


скачать dle 11.3