კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

– თქვენ ისე უცნაურად მიყურებთ‚ რომ მრცხვენია... – ეუბნება წამწამების ფახუნით გოგონა ვაჟს.

– იცი‚ ყველაზე ძალიან ვინმესთვის რამის თხოვნა მიჭირს‚ – უპასუხა ბიჭმა.

***

პალატაში ექიმი შევიდა. ხედავს‚ ექთანს პაციენტის ორივე მაჯა უჭირავს.

– ავადმყოფს პულსს ორივე ხელზე არ უსინჯავენ‚ – შენიშვნა მისცა ექიმმა.

– არა‚ ექიმო‚ მე პულსს კი არ ვუსინჯავ‚ იმპულსს ვაჩერებ.

***

სვანი საგადასახადოდან ნარკომანიასთან ბრძოლის უწყებაში გადაიყვანეს. ახალგამომცხვარმა თეთრ სიკვდილთან მებრძოლმა ნარკოდილერი დანაშაულის ფაქტზე გამოიჭირა:.

– აჰა‚ ნარკოტიკებით ვაჭრობ?! სად არის სალაროს აპარატი?

***

„არ გემშვიდობებით‚ რეკლამის შემდეგ ამინდის პროგნოზითა და ახალი‚ მაგრამ სასიამოვნო თემით, „რუსეთის ცუდი ამბებით“ დაგიბრუნდებით“.

***

ახალდაქორწინებულები:

– სიხარულო‚ რას დალევ – ყავას თუ ჩაის?

– თუ ის‚ გუშინ რომ დამალევინე‚ ყავა იყო‚ მაშინ – ჩაის.

***

– რაღაც, უხასიათოდ მეჩვენები.

– სიდედრი მიშლის ნერვებს.

– მერე, ვერაფერი მოუხერხე? რამე მოიგონე და ნერვები იქით მოუშალე.

– მიდი და მოახერხე‚ თუ ბიჭი ხარ!.. გავუშვი გაზეთში განცხადება „სექსი – მომსახურება ტელეფონით‚ იაფად“ და მისი ტელეფონი მივუთითე.

– მერე?

– ემსახურება...

***

რუსი‚ ყაზახი და ქართველი მსჯელობენ‚ როგორ დაიპყრონ ქალის გული და, საერთოდ, ქალი:

რუსი: უნდა წარუდგინო ბანკის ანგარიში‚ უთხრა‚ რომ ბინა გაქვს‚ მოკლედ‚ აჩვენო‚ რომ მაგარი ხარ.

ყაზახი: ბრილიანტებით უნდა აავსო‚ აუგო სასახლე და შიგ ჩაკეტო.

ქართველი: თანაუგრძნო‚ რომ არ გაუმართლა‚ „გამოუტყდე“ სიყვარულში‚ შესთავაზო დახმარება რუსისა და ყაზახისგან საჩუქრების მიღება-ათვისებაში.

***

– რა ქენი‚ ბიჭო‚ შეაგინე?

– ჰო‚ ერთ ადგილას გავგზავნე.

– მერე‚ გზაც მიგესწავლებინა‚ თორემ, ეგ ისეთი ინტელიგენტია‚ ვერ მიაგნებს.

***

– ხომ ვერ მეტყვით‚ როგორ მოვხვდე ფსიქიატრიულში?

– არ გამოტოვო სერიალები და...

***

ნაკვეთში მარო წახრილა და კარტოფილს იღებს. გზაზე ვანუამ ჩაიარა თავისი ვირით. დაინახა მარო‚ მიათვალიერ-მოათვალიერა – მიხო არსად ჩანს. გადაალაჯა ღობეს და მაროს ეუბნება:

– მარო‚ სანამ შენი გამოთაყვანებული ქმარი მოვა‚ გავერთოთ!

– ვერა‚ ვანუა‚ უცბად რომ თავზე წამოგვადგეს‚ დავიღუპები...

– უცბად ვერ წამოგვადგება. ჩემი ვირი ჭკვიანია‚ მაგის თოკს გამოვიბამ ფეხზე‚ იგრძნობს თუ არა საშიშროებას‚ ეგრევე ნიშანს მომცემს.

ასეც მოიქცა. ის იყო, საქმეს შეუდგა‚ რომ საიდანღაც მიხომაც ჩამოიარა. ხედავს თავის ნაკვეთში სხვისი ვირია‚ წამოავლო კეტს ხელი და გაენთო. ვირი დაფრთხა და მოკურცხლა‚ თან ვანუაც გაიყოლა.

მარო წამოდგა და გასძახა:

– მთელი კარტოფილი არ ამომიყარო‚ ამოტრიალდი‚ კაცო!

***

„ციხის მეხუთე სართულიდან გადმოხტა და გაიქცა დამნაშავე. განსაკუთრებული ნიშნები: ბრტყელი სახე‚ ბრტყელი ტანი‚ ბრტყელი ფეხები“...

***

მაროს წერილი შვილისადმი ზონაში: „შვილო, მე და მამაშენს ძალიან გვიხარია‚ რომ მალე გამოხვალ და გნახავთ. მარტო იმაზე ვდარდობთ‚ რომ შენი ჩამშვები ვანუასთვის მომზადებული ნაკელი გახმა‚ მაგრამ, არა უშავ რა‚ შენს მოსვლამდე ახალს მოვამზადებთ“.

***

ცოლი ქმართან ციხეშია პაემანზე. ეკითხება‚ რა პირობებია‚ რა უჭირს‚ რა ულხინს...

– საერთოდ‚ არც ისე ცუდია. საჭმლისა რა მოგახსენო‚ ისე რა‚ სამაგიეროდ‚ ჭურჭლის რეცხვას არავინ მავალებს.

***

მიხოსთან ორი თანასოფლელი მივიდა და დამწუხრებული სახეებით‚ მდუმარედ შელაგდნენ ოთახში.

– რა მოხდა‚ ხალხო‚ ხმას აღარ ამოიღებთ? – შეშფოთდა მიხო.

– რავი‚ აბა‚ რაღაც მძიმე სათქმელი გვაქ და, თითო ჭიქა თუ არ გადავკარით‚ ვერ გეტყვით.

დალიეს.

– ახლა მაინც მითხარით!

– იცი რა‚ მიხო... არ შემიძლია‚ კიდევ თითო დავლიოთ.

ასე რამდენჯერმე და... მიხოს თვალები დაებლიტა‚ უკვე ენას ვეღარ ატრიალებს პირში:

– თქვით‚ ხალხო‚ რა ამბავია ჩემს თავსა.

– ეჰ‚ მიხო‚ რაღა რა ამბავია! ტელევიზიიდან ხალხია ჩამოსული... უნდა გადაგიღონ‚ საქვეყნოდ გამოგაჩენენ‚ მააშ!..

***

– ბატონო ვაჟა‚ დღეს სამსახურში დამაგვიანდება. იცით... ოჯახური მდგომარეობა...

– რა მოხდა?

– ცოლმა 100-დოლარიანი დაკარგა და ეძებს.

– მერე, თვითონ ეძებოს‚ შენ წამოდი.

– ვერა‚ მე მაქვს ფეხი დაბიჯებული.

***

– ექიმო‚ მართალი მითხარით‚ ატიპური პნევმონია მაქვს?

– არა‚ ჩემო კარგო‚ ჩვენ ყველა ანალიზი გავაკეთეთ‚ შეგიძლია მშვიდად იყო. არავითარი საფუძველი არ გვაქვს, ასე ვიფიქროთ. არ ინერვიულო‚ ორ-სამ დღეში თქვენ ჩვეულებრივი, სრულიად ტრივიალური პნევმონიით გარდაიცვლებით.

***

– ვა! ეს რა პრიკოლი ჟურნალია!.. ყველა სტატია ავადმყოფობაზეა და „ჯანმრთელობა“ კი დაურქმევიათ!

***

– ქალბატონო თინა‚ მართალია‚ რომ თქვენი მეუღლე საგიჟეში მოათავსეს?

– მართალია‚ მაგრამ, არა როგორც პაციენტი‚ არამედ, სპეცდავალებით. საქმე ისაა‚ რომ იქ ექვსი ბინ ლადენი და თორმეტამდე სადამ ჰუსეინია‚ ჩემმა ქმარმა კი უნდა დაადგინოს‚ რომელია მათ შორის ნამდვილი.


скачать dle 11.3