კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ წარმოიშვა ქართული გვარ-სახელები

თედორაძე

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი თეოდორე, რაც ბერძნულად „ღვთის საჩუქარს” ნიშნავს. ბერძნული თეოდორედან შემდგომ ქართულში თევდორე გავრცელდა. გვაქვს ასევე, მისგან ნაწარმოები ქალის საკუთარი სახელები თეოდორა და დოროთა.

სახელ თევდორესგან ნაწარმოები გვარებია თედეიშვილი, თედელური, თედეშვილი, თედოზაშვილი, თედორაშვილი, თედიაშვილი, თევდორაშვილი, თევდორაძე.

„ალისმერეს მცხოვრებ ივანე თედორაძეს ქუთაისის საყდრის ბეგარა ემართა 1558 წელს“.

საქართველოში 2 115 თედორაძე ცხოვრობს: ხელვაჩაურში – 487, ბათუმში – 226, აბაშაში – 206. არიან სხვაგანაც.

ზანდარაშვილი

გვარის ფუძეა მამაკაცის საკუთარი სახელი ზანდარი.

დიღმელი ზანდარაშვილები ციციშვილების ყმები იყვნენ. მათი დაბრუნების პირობა ვახტანგ მეფემ იმერეთში გადახვეწილ ციცი ციციშვილს 1658 წელს მისცა.

1658 წელს მოიხსენიება გიორგი ზანდარაშვილი, რომელმაც დიმიტრი პაპაშვილს ორი დღის მიწა მიჰყიდა კოლოტაურის ვენახამდე. აღებული თანხით თავი დაიხსნა ციცი ციციშვილის ყმობიდან და მეფეს ეყმო.

ზანდარაშვილები ძირითადად სასულიერო პირები იყვნენ.

საქართველოში 288 ზანდარაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 118, მცხეთაში – 78, ყვარელში – 56. არიან სხვაგანაც.

ქარჩავა

გვარის ფუძეა საკუთარი სახელი ქარჩა.

ამავე ძირისაა გვარები: ქარჩაიძე, ქარჩილაძე.

ასევე, გვხვდება ტოპონიმები: ნაქარჩუ – უბანი ამავე სახელის სოფელში, ლუქარჩე – უბანი იორიმეში. აქაური ქარჩავების წინაპრები ჩამოსულან ნაკიანის ლექარჩედან საუკუნის წინათ და თან ჩამოუტანიათ სოფლის სახელწოდება.

საქარჩა უბანია ჩხოუშის მარცხენა ნაპირზე, საქარჩიო კი – უბნები მოცირში, ჭითაწყარში და აბასთუმანში.

ზოგი მკვლევარი ვარაუდობს, რომ გვარის ფუძეა მეტსახელი ქარჩა. სიტყვა ქარჩა მხოლოდ აღმოსავლეთ საქართველოშია გავრცელებული.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ქარჩავას 235-ე ადგილი უჭირავს, სამეგრელოში კი – 43-ე.

სულ საქართველოში 2 836 ქარჩავა ცხოვრობს: ზუგდიდში 1 005, ჩხოროწყუში 426, თბილისში – 371. არიან სხვაგანაც.

ყურაშვილი

არსებობს მოსაზრება, რომ ყურაშვილებსა და ყრუაშვილებს საერთო წარმომავლობა ჰქონიათ, ოღონდ, სხვაობა იმაშია, რომ ყრუაშვილები აზნაურები ყოფილან.

გვარის ფუძეა მეტსახელი ყურა.

ყურაშვილთა გვარის გამოკვლევა მოცემული აქვს ბატონ პაატა ცხადაიას, წიგნში „გვარები და გვართა დასახლებანი სამეგრელოში”. ასევე, გვხვდება ტოპონიმები: ეყურუე-ეყურას ქუა-უბანი ემესხესა და ედიხამინჯიეს შუაში.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ ათას გვარს შორის ყურაშვილებს 79-ე ადგილი უჭირავთ.

საქართველოში 4 971 ყურაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 1 167, ქუთაისში – 755, ცაგერში – 497. არიან სხვაგანაც.

მთვრალაშვილი

გადმოცემის თანახმად, გვარი მთვრალაშვილი კერვალიშვილების გვარიდან იღებს სათავეს.

ვინმე პეტრე კერვალიშვილი, წარმოშობით რაჭველი, მეფე ერეკლესთან მზარეულად მსახურობდა. კარგი და კეთილი კაცი ყოფილა და ერეკლეს ძალიან ჰყვარებია. პეტრეს 12 წელი შვილი არ ჰყოლია და ერთ მშვენიერ დღეს ვაჟი შესძენია. ღვინოს არ ეტანებოდა, მაგრამ იმ დღეს სიხარულისგან გათამამებულა, დაულევია და მთვრალს ჩასძინებია. როცა მეფეს მზარეული მოუკითხავს, უთქვამთ, მთვრალია და სძინავსო. ერეკლეს, მეორე დღეს დაუბარებია პეტრე, მასაც მოკრძალებით უთქვამს, ვაჟი შემეძინა და ამის გამო დავთვერიო. მაშინ მეფეს უბრძანებია, ბავშვს გვარად მთვრალაშვილი მიეცით და გაათავისუფლეთ ყველა ბეგარისგან, მამული კი მიეცით სოფელ პატარძეულშიო.

გვარის შეცვლის გამო კერვალიშვილები ძალიან გაბრაზებულან და სიონის ეკლესიაში პეტრე შეუჩვენებიათ.

მიუხედავად ამ ისტორიისა, მთვრალაშვილები შემდგომ კმაყოფილები იყვნენ, რადგან მათ გვარი თვით მეფე ერეკლეს მიუცია.

მას შემდეგ მთვრალაშვილებს რაჭაში არ დაედგომებოდათ და სხვაგან გადასახლებულან. სავარაუდოდ, ამ გვარის წარმომადგენლები ონის რაიონის სოფელ სიორიდან უნდა იყვნენ პირვანდელი წარმოშობით.

მთვრალაშვილი მცირერიცხოვანი გვარია.

საქართველოში 103 მთვრალაშვილი ცხოვრობს: თბილისში – 90, საგარეჯოში – 9, ოზურგეთში – 4.

ვადაჭკორია – ვადაჩკორია

გვარი ორი კომპონენტისგან შედგება: ვადა+ჯკორ+ია, სადაც ია სუფიქსია. ჯკორი მეგრულად ყმას, მონას ნიშნავს, ვადა კი ისტორიულ საბუთებში გვხვდება როგორც უძველესი სახელი.

ვადაჭკორია და ვადაჩკორია ერთი და იგივე გვარია.

საქართველოში ყველაზე გავრცელებულ 1 000 გვარს შორის ვადაჭკორიას 856-ე ადგილი უჭირავს.

საქართველოში სულ 1 202 ვადაჭკორია ცხოვრობს: თბილისში – 349, ლანჩხუთში – 265, ბათუმში – 183. არიან სხვაგანაც.

52 ვადაჩკორია: თბილისში – 29, ქობულეთში – 13, გარდაბანში – 2. არიან სხვაგანაც.

აკადემიკოს იაკობ ახუაშვილის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით


скачать dle 11.3