კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დაკარგა მამა-შვილმა ერთმანეთი და ვის ეძებენ სოხუმსა და კრასნოიარსკის მხარეში

65 წლის ოლეგ ალექსანდრეს ძე ჯანჯღავა ეძებს 47 წლის ედუარდ ოლეგის ძე ჯანჯღავას.

ისტორია: ვეძებ ჩემს შვილს, 1964 წელს დაბადებულ, ედუარდ ოლეგის ძე ჯანჯღავას. ამჟამად ჩემი ბიჭი 47 წლის უნდა იყოს. მე ის 1989 წლიდან არ მინახავს და ძალიან მინდა მისი პოვნა. ის დაიბადა 1964 წლის 20 მაისს კრასნოდარში, 1990 წლამდე ცხოვრობდა სოხუმში. ბოლოს ჩვენ სოხუმში ერთმანეთი ვნახეთ ომამდე ერთი წლით ადრე. რა აღარ ვცადე, მაგრამ შვილი დღემდე ვერ ვიპოვე.

– როგორ დაკარგეთ მამა-შვილმა ერთმანეთი? გვიამბეთ თქვენი ისტორიის შესახებ.

– ბოლოს ჩემი ბიჭი 1989 წელს, სოხუმში ვნახე, სადაც ის თავის ოჯახთან ერთად ცხოვრობდა. მე მყავდა შვილიშვილიც, ოლეგი, რომელიც იმ დროს 3 წლის იყო. ჩემს ვაჟს იშვიათად ვხედავდი, რადგან დღემდე კრასნოდარში ვცხოვრობ, მაგრამ, სულ მქონდა მასთან სატელეფონო ურთიერთობა. მეუღლესთან დაშორებული ვიყავი და, მიუხედავად იმისა, რომ კარგა ხანია, მეორე ოჯახი შევქმენი, ჩემი პირველი შვილი არ დამვიწყებია, მას მხოლოდ მე კი არა, მთელი ჩემი ოჯახის წევრები ვეძებთ. მოგეხსენებათ, რა მძიმე პერიოდი განვლო საქართველომ აფხაზეთის ომის დროს. არ მინდა, ვიფიქრო, რომ ჩემი ბიჭი გარდაიცვალა, ის ჩემთვის უგზო-უკვლოდ არის დაკარგული და ჯერ კიდევ მაქვს იმედი, რომ, შეიძლება, ვიპოვო. ერთადერთი, რაც ვიცი, შეიძლება ისინი საცხოვრებლად კრასნოიარსკის მხარეში, დიკსონში გადასულიყვნენ, მაგრამ დანამდვილებით არც ეს ვიცი. იმედი მაქვს, რომ მას ვინმე ფოტოს საშუალებით იცნობს და დამიკავშირდება.

– აქამდე თუ გიცდიათ მისი მოძებნა და რა გზით?

– ტერიტორიული სიშორის გამო ვერ ვახერხებ სოხუმში ყოველწლიურად ჩამოსვლას. ბოლოს, რომ ვიყავი ჩასული იმ ადგილას, სადაც ჩემი შვილი ცხოვრობდა, სასტუმრო დამხვდა აშენებული. ვისაც კი ვკითხე მისი ამბავი ან ადგილსამყოფელი, არავინ არაფერი იცოდა. ვერც მის ოჯახს ვპოულობ. არ მინდა, ცუდზე ვიფიქრო და, სანამ ცოცხალი ვიქნები, ყოველთვის ვეცდები, მოვძებნო. ის მაინც გამაგებინა, ცოცხალია ამჟამად თუ არა.


скачать dle 11.3