კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ავსტრალიაში საცხოვრებლის მაღალი ფასი ეროვნულ სირცხვილად გამოაცხადეს

2005 წლიდან ავსტრალიაში საცხოვრებელი უძრავი ქონება 40 პროცენტით გაძვირდა, ხელფასები კი მხოლოდ 24 პროცენტით გაიზარდა. ზოგიერთები ამ ტენდენციას ქვეყნის ეროვნულ სირცხვილს უწოდებენ. საინტერესოა, რომ ავსტრალიის 12 ქალაქი სიძვირით მსოფლიოს ყველაზე მიუწვდომელ 20 დასახლებულ პუნქტს შორის სახელდება. ექსპერტები აცხადებენ, რომ აუცილებელია, ავსტრალიის ხელისუფლებამ მთლიანად შეცვალოს ქალაქებში სამშენებლო პოლიტიკა, რაც მიწის ფასს 50 პროცენტით გააიაფებს და, ამის შედეგად, საცხოვრებელი ფართის ყიდვა ხელმისაწვდომი გახდება. ექსპერტები, ასევე, მოუწოდებენ ავსტრალიის მთავრობას, მხარი დაუჭიროს მიგრაციის გაზრდას. ეს არა მხოლოდ მოსახლეობის რაოდენობის გაზრდას არამედ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვასაც შეუწყობს ხელს უძრავი ქონების ბაზარზე. ავსტრალიაში უკვე დაიწყო კამპანია, რომლის მიზანიცაა, მყიდველებს მოუწოდოს, პირველად საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე ფასის დაწევისთვის იბრძოლონ. პირველ დღეებში ინიციატივის ორგანიზატორებმა ინტერნეტში 5 ათასამდე ხელმოწერის შეგროვება შეძლეს. ამ თემაზე ინტერნეტ-ქსელში აქტიური დისკუსია მიმდინარეობს. ახლა სწორედ მყიდველებზეა დამოკიდებული ავსტრალიის უძრავი ქონების ბაზრის მომავალი.


скачать dle 11.3