კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რჩევები ავტომოყვარულ მძღოლებს

კითხვა: შევიძინე ავტომობილი „ოპელ ვექტრა B”, უნივერსალი, ორლიტრიანი, ეკოტეკის ძრავით, სრული პაკეტით, ავტომატურ გადაცემათა კოლოფით, 1999 წლის გამოშვება. დღეისთვის გარბენილი აქვს 50 000 კილომეტრი. კონკრეტულ ფირმას ჩამოვაყვანინე იაპონიიდან. გთხოვთ, დამიხასიათოთ ეს მოდელი, აღნიშნოთ მისი სუსტი მხარეები და მირჩიოთ, რას უნდა მივაქციო განსაკუთრებული ყურადღება ექსპლუატაციის დროს. და, კიდევ, მაინტერესებს, შუქნიშანზე დგომის დროს ბერკეტი ნეიტრალურ მდგომარეობაში უნდა გადავიყვანო თუ არა?

პასუხი: „ოპელ ვექტრა B” საკმაოდ პრაქტიკული ავტომობილია. რაც შეეხება იმას, თუ რას უნდა მიექცეს ყურადღება, ეს მხოლოდ და მხოლოდ ავტომობილის ძრავაზეა დამოკიდებული. ეკოტეკის ტიპის ძრავა კარგ საწვავს საჭიროებს, რათა დიდი ხნის განმავლობაში არ გამოვიდეს მწყობრიდან. ასევე, საჭიროა კარგი ხარისხის ზეთის დროულად ცვლა, წინააღმდეგ შემთხვევაში, ძრავის სექტორში, შესაძლოა, ბევრი წვრილმანი გამოვიდეს მწყობრიდან და მან არასტაბილურად იმუშაოს, საწვავის წვას მოუმატოს ან პერიოდულად ავტომობილის ჩაქრობაც კი გამოიწვიოს. მიზეზის დადგენა კი ხელოსნებსაც გაუჭირდებათ. შუქნიშანთან დგომის დროს არ არის აუცილებელი ნეიტრალური სიჩქარე, პირიქით, ბევრი გადართვა-გადმორთვა უფრო ვნებს კოლოფს. თუ ავტომობილი სიჩქარეშია ჩაგდებული და ძრავას ბრუნვათა რიცხვს არ ვუმატებთ, ანუ, გაზის პედალს არ ვაწვებით, ის არ ცვდება, კოლოფი არ ფუჭდება.

კითხვა: მყავს ავტომობილი „ჰონდა აკორდი”. ბოლო პერიოდია, რაც მისი ყუმბარა კაკუნობს. ამჟამად ამ დეტალის შეცვლის საშუალება არ მაქვს და რამეს კიდევ ხომ არ დააზიანებს ის?

პასუხი: არა. ასე, ძალიან დიდხანს შეძლებთ სიარულს და მაქსიმუმი, რაც შეიძლება მოხდეს, ეს ყუმბარის ჩაშლაა. მაშინ სადმე გაჩერდებით.


скачать dle 11.3