ნეაპოლი სტრიპტიზის მოლოდინშია
ცნობილმა იტალიელმა მოდელმა, კატარინა ბალივომ, ჟურნალისტებთან შეხვედრაზე განაცხადა, რომ, თუკი მისი მშობლიური ქალაქის კლუბი, ნეაპოლის „ნაპოლი” გახდება სერია A-ს გამარჯვებული, იგი საჯაროდ იცეკვებს სტრიპტიზს. ჯერაც უცნობია, სად აპირებს გახდას ბალივო, მაგრამ მისი სტრიპტიზით რომ უკვე დაინტერესდნენ იტალიელი პაპარაცები, ფაქტია. ინტერნეტში მრავლად მოიძებნება მოდელის ეროტიკული ფოტოები, თუმცა, არც ერთ მათგანზე ბალივო სრულად არ არის გაშიშვლებული. ამჟამად ნეაპოლიტანური კლუბი მეორე ადგილზეა ჩემპიონატში და ლიდერ „მილანს” რამდენიმე ქულით ჩამორჩება. გარდა სტრიპტიზისა, ბალივომ აღნიშნა, რომ მოხიბლულია გუნდის ლიდერისა და ბომბარდირის, ურუგვაელი ედინსონ კავანის თამაშით, თუმცა მას ფეხბურთელი ზედმეტად გამხდარი ეჩვენება და მოუწოდებს, რომ ცომეულითა და რძის პროდუქტებით გაამდიდროს თავისი რაციონი.