ლიტველი კონტრაბანდისტი
ლიტველი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომლის სახელი არ ხმაურდება, გერმანიის და ჰოლანდიის საზღვარზე 162 კილოგრამი ჰაშიშით დააკავეს. ყავის პაკეტებში დამალული ნარკოტიკების სავარაუდო ღირებულება 1,3 მილიონ ევროს აჭარბებს. გერმანელი სამართალდამცველების თქმით, ეს არის ყველაზე მსხვილი პარტია, რომელიც გერმანულმა პოლიციამ უკანასკნელ 10 წელიწადში აღმოაჩინა. გამოძიების ვერსიით, გერმანიის გავლით, ფეხბურთელი უკრაინაში მიემგზავრებოდა, საიდანაც შემდგომ რუსეთის ტერიტორიაზე აპირებდა ნარკოტიკების რეალიზებას. შეგახსენებთ, რომ ეს არ არის პირველი ფაქტი, როდესაც ფეხბურთელი ნარკოტიკების ტრანსპორტირებაზე დააკავეს. რამდენიმე თვის წინ, „ფეიენოორდის” თავდამსხმელი ტერენს კეტსირი, ჰოლანდიიდან დიდ ბრიტანეთში საყვავილე ქოთნებში 495 კილოგრამი ჰაშიშის ტრანსპორტირების ფაქტზე დააკავეს.