კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

რომელი პროდუქტები იწვევს შაკიკის პროვოცირებას

შაკიკი ერთ-ერთი ხშირი ნევროლოგიური დაავადებაა. ის ინტენსიური, შეტევითი ხასიათის თავის ტკივილით ვლინდება. მის აღმოცენებას უკავშირებენ სისხლძარღვთა ტონუსურ ცვლილებებს, ქალასშიდა წვრილი არტერიების შევიწროებას, სპაზმს ან ტვინის მაგარი გარსის არტერიის გაფართოებას.

დაავადების განვითარებაში ძირითადი მნიშვნელობა ენიჭება თავის ტვინის სამწვერა ნერვის ბირთვების ანუ ნეირონების აქტივაციას. შედეგად, სისხლძარღვის კედლის ნერვულ დაბოლოებებში ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება გამოიყოფა, რაც მიმდებარე მაგარ გარსში კეროვან ნეიროგენურ ანთებას და შეშუპებას იწვევს.

შაკიკის აღმოცენებაში მნიშვნელოვან და მთავარ როლს ასრულებს სეროტონული ნეირონების აქტივაციაც. ტალღა კეფის ქერქიდან წინისკენ ვრცელდება, რომელსაც თან ახლავს სისხლდენების მეორადი დაქვეითება. ასევე, გარკვეულ როლს თამაშობს თავის ტვინის ქერქულ ნეირონებში მეტაბოლიზმის დარღვევაც.

დაავადების განვითარების ოთხ სტადიას გამოყოფენ: პირველი პერიოდი ცნობილია, როგორც პროდრომული. ამ დროს ხდება ქერქის ნეირონების დამუხრუჭება კეფისა და შუბლის მიმართულებით, რასაც შედეგად ანგიოსპაზმი მოჰყვება. ავადმყოფი ამ დროს აპათიურია, უხასიათო, მოდუნებული. ხშირია ძილიანობა, ხმაურს ვერ იტანს, წყურვილს გრძნობს, გახშირებული აქვს შარდვა, აწუხებს გულისრევა, ყაბზობა და დიარეა. შემდეგ იწყება ტკივილი თავის არეში, ასევე ტკივილი თვალებისა და შუბლის არეში.

დაავადების მეორე სტადიაში ხდება სეროტონინის რაოდენობის მკვეთრი დაქვეითება, რაც იწვევს საძილე არტერიების რეფლექსოგენური ზონების გაღიზიანებას.

მესამე სტადიაა სისხლძარღვოვანი კედლების შეშუპება. ამ დროს ითრგუნება თავის ტვინის ასირეცეფციული სისტემები და ყალიბდება პათოლოგიური დომინანტური კერები. ამ სტადიაში ტკივილი მუდმივ ხასიათს ატარებს.

მეოთხე სტადიაში არსებული პათოლოგიური ნიშნები უკუგანვითარებას განიცდის და ტკივილი მცირდება.

შაკიკის პროვოცირებას იწვევს: ალკოჰოლი, შოკოლადი, ყველი, ნიგოზი, იოგურტი, ციტრუსები, ბანანი, ყავა, მაგარი ჩაი, „კოკა-კოლა“ და ასევე, ფსიქოლოგიური ფაქტორები, კერძოდ კი, სტრესი, შფოთვა, დეპრესია, უძილობა, ამინდის ცვალებადობა, ნიკოტინი და ასე შემდეგ.

ავადმყოფი უნდა ეცადოს დაავადების აღმოცენების ფაქტორების მოხსნას, მაგალითად, გადაღლა, უძილობა და სხვა. შეტევის მოსახსნელად დაწექით ნახევრად ჩაბნელებულ ოთახში და მიიღეთ ანტიჰისტამინური საშუალებები.

პროფილაქტიკისთვის კი, აუცილებელია კვების რეჟიმის დაცვა. სრულყოფილი ძილი, კოფეინისა და ალკოჰოლის შეზღუდვა.


скачать dle 11.3