კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სინუსიტი სიცივეში მწვავდება

ფრონტიტი შეიძლება ცხვირით სუნთქვის გაძნელებამ გამოიწვიოს. ის გვხვდება როგორც ვირუსული ინფექციის გართულება და ჰაიმორიტს ან ეთმოიდიტს ახლავს თან.

ფრონტიტს ახასიათებს ძლიერი ტკივილი, შუბლის არეში თვალებზე ზეწოლით; ჩირქის დაგროვება, ყნოსვის დაქვეითება, სუნთქვის გაძნელება.

ბავშვებში სინუსიტებიდან ყველაზე ხშირად შეიძლება, შეგვხვდეს ეთმოიდიტი ანუ ცხავის ძვლის წიაღის ანთება. ის ყველა დანამატი წიაღის გზაგასაყარზეა მოთავსებული და ფიჭისმაგვარი ჰაეროვანი უჯრედებისგან შედგება, რაც მასში ინფექციის გავრცელებას განაპირობებს. მცირეწლოვან ბავშვებში ეს ხშირად იწვევს ადენოიდების გართულებას. არასწორ მკურნალობას შედეგად მწვავე ეთმოიდიტის ქრონიკულ ფორმაში გადასვლა მოჰყვება. ასეთ ბავშვებს მუდმივად აღენიშნებათ ცხვირიდან ჩირქოვანი გამონადენი, თავის ტკივილი თვალებზე ზეწოლით.

ეთმოიდიტის მკურნალობა ცხვირით სუნთქვის აღდგენით იწყება, შემდეგ კი ცხვირში ადგილობრივი ზემოქმედების აეროზოლების, წვეთების გამოყენება ხდება.

არასწორი და დაგვიანებული მკურნალობის შემთხვევაში, ცხვირის დანამატი წიაღების ანთებას სერიოზული გართულებები შეიძლება მოჰყვეს. ყველაზე ხშირად ორბიტალური გართულებები გვხვდება, რადგან თვალბუდის ქვედა კედელი ჰაიმორის წიაღის ზედა კედელია. ამიტომ, მასში ინფექციის შეღწევა ადვილად ხდება და ფლეგმონა ან აბსცესი ვითარდება. გარდა ამისა, შესაძლოა, მოხდეს ქალასშიდა გართულებები, როგორიცაა მაგალითად, მენინგიტი, არაქნოიდიტი, სუბდურალური და ეპიდურალური აბსცესი და ასე შემდეგ.

სახლის პირობებში, პირველ ყოვლისა, აუცილებელია სითბო როგორც ადგილობრივად, წიაღებზე, ასევე, თბილ ოთახში ყოფნა. ადგილობრივად, შეგიძლიათ, მარილის ტომსიკაში ჩადებული გაცხელებული მარილის ან მოხარშული კვერცხის დადება. ასევე, კარგია თბილი სოდიანი წყლის ინჰალაცია.


скачать dle 11.3