კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ნერვული სისტემის ხშირი აღგზნება გაფანტული სკლეროზის განვითარებას უწყობს ხელს

ხშირი სტრესი იწვევს გულ-სისხლძარღვთა ისეთი დაავადებების განვითარების პროვოცირებას, როგორიც არის არტერიული ჰიპერტონია და ათეროსკლეროზი. სტრესი დიდ როლს ასრულებს გაცილებით საშიში დაავადებების განვითარებაშიც, კერძოდ, ის ნერვული სისტემის უმძიმესი და პრაქტიკულად განუკურნებელი დაავადების – გაფანტული სკლეროზის რისკ-ფაქტორია.

იმ ადამიანებში, რომლებიც მუდმივად იმყოფებიან სტრესის ქვეშ, გაფანტული სკლეროზის შემთხვევები გაცილებით ხშირია. ეს მოვლენა სტრესის შედეგად ადამიანის იმუნური სისტემის ფუნქციის დარღვევასთან არის დაკავშირებული, რაც გაფანტული სკლეროზისთვის დამახასიათებელი მოვლენის, კერძოდ კი, ადამიანის იმუნური სისტემის უჯრედების თავისივე ნერვული ქსოვილის მიმართ აგრესიულობის საფუძველი შეიძლება იყოს.

სტრესმა, შესაძლოა, გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი. ნერვული სისტემის გადაჭარბებული აგზნება იწვევს ორგანიზმის დამცველი ძალების სტიმულაციას სიცოცხლისთვის საშიშ სიტუაციებში. ამ დროს ხდება სისხლში მნიშვნელოვანი რაოდენობით სტრესული ჰორმონების გადმოსროლა, რაც იწვევს გულის შეკუმშვების გაძლიერებას და ასტიმულირებს ენერგიით მდიდარი ქიმიური ნივთიერებების მოდინებას. ნერვული სისტემის ზედმეტმა აგზნებამ, შესაძლოია, გულის გაჩერებაც კი გამოიწვიოს. ამიტომ, აკონტროლეთ თქვენი ემოციები და დაიცავით გული.


скачать dle 11.3