ყოველ დილით ჭამეთ ვაშლი ან დალიეთ მაწონი
ბევრ ადამიანს სახეზე პატარ-პატარა გამონაყარი უჩნდება, რომელსაც არანაირი მალამო და წამალი არ შველის.
ყოველ ჩვენგანს კანქვეშ მიკროპარაზიტები ჰყავს, მათ შორის – ტკიპაც. ის გამრავლების პერიოდში კანის ძლიერ ქავილს იწვევს. პარაზიტი სიდიდით ერთი მილიმეტრის მესამედია და მუწუკებში ბინადრობს. ასე რომ, გაურკვეველი წარმოშობის გამონაყარი ადამიანის სახეზე სწორედ ამ პარაზიტის ბრალია.
ამ სახის ტკიპების გამრავლებას სხვადასხვა დაავადება უწყობს ხელს, კერძოდ: წყლული, გასტრიტი, ქოლეცისტიტი, პანკრეატიტი, შეკრულობა და ასე შემდეგ.
ამ დაავადებისგან თავის დასაცავად გთავაზობთ სპეციალურ რჩევებს:
დილაობით აუცილებლად ისაუზმეთ. ეს დაგიცავთ გასტრიტის გამომწვევი ტკიპასგან. მოარიდეთ ცხიმოვან და შებოლილ საკვებს.
ყოველ დილით მიირთვით ერთი ან ორი ცალი ვაშლი ან დალიეთ ერთი ჭიქა მაწონი – ეს დაგიცავთ შეკრულობისგან. ორგანიზმში კი, გაჩნდება ტკიპას საწინააღმდეგო სასარგებლო ბაქტერიები.