კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

სტრესი ორგანიზმში ცხიმის ჩალაგებას ასტიმულირებს

სტრესის დროს წონის მომატება ჩვეულებრივი მომენტია, კერძოდ, სტრესის წყალობით ჭარბი წონის მქონე ადამიანის ორგანიზმი უფრო მეტ კორტიზონს გამოიმუშავებს, ვიდრე ნორმალური წონის ადამიანის ორგანიზმი.

სტრესის ჰორმონი – კორტიზონი, ადრენალინთან ერთად, მუცლის ღრუში ცხიმის ჩალაგებას ასტიმულირებს. სტრესი ორგანიზმს აიძულებს ცხიმი ერთი ადგილიდან მეორეზე გადაანაწილოს.

ნუ ეცდებით, სტრესს სიგარეტით ან ალკოჰოლით ებრძოლოთ. ამან, შეიძლება, ორმაგი უსიამოვნება მოგაყენოთ: მწეველებს, არამწეველებთან შედარებით, წელ-თეძოს კოეფიციენტი მეტი აქვთ, ამიტომ ცხიმის ღრმად და საფუძვლიანად ჩალაგებაც უფრო მეტად ემუქრებათ. გამხდარი მწეველების უმეტესობას ჰგონია, რომ, თუ სიგარეტს თავს დაანებებენ, აუცილებლად წონაში მოიმატებენ და გასუქდებიან. შეიძლება, რამდენიმე კილოგრამი მართლაც მოიმატონ, მაგრამ ეს სიცოცხლის გახანგრძლივებისთვის ნამდვილად ღირს.

წელ-თეძოს კოეფიციენტი ალკოჰოლის მოყვარულებსაც მაღალი აქვთ, მაგრამ, ისიც უნდა ითქვას, რომ გასუქების საფრთხეს სასმლის ყოველი წვეთი ნამდვილად არ შეიცავს. თუ დღეში ორ ჭიქა ღვინოზე მეტს არ მიირთმევთ, მუცლის ღრუში ცხიმის დაგროვების ალბათობა ნაკლები გექნებათ.

ასევე, სიმსუქნეს ნურც გენეტიკას დააბრალებთ და ნურც ასაკში შესვლას. მემკვიდრეობა და ასაკი ბევრს არაფერს ნიშნავს. დადგენილია, რომ სიმსუქნის მხოლოდ 40 პროცენტი აიხსნება გენეტიკური ფაქტორით, დანარჩენი 60 პროცენტი კი თქვენს ხელთაა.


скачать dle 11.3