რევმატიზმს, ართრიტსა და თავის ტკივილს ხალხური მედიცინით ებრძოლეთ
რევმატიზმის დროს, ერთ სუფრის კოვზ ნიახურის ფესვებს დაასხით ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და გააჩერეთ ხუთი საათი. მჭიდროდ თავდახურულ ჭურჭელში. შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ დღეში სამჯერ, ორ-ორი სადილის კოვზი, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.
ართრიტის დროს, ექვს ცალ დაფნის ფოთოლს დაასხით 300 მილილიტრი მდუღარე წყალი. წამოადუღეთ ნელ ცეცხლზე ხუთი წუთით. ნაყენი, ფოთლებიანად ჩაასხით თერმოსში და გააჩერეთ დილამდე. დილას კი ნაყენი გადაწურეთ და სვით ყლუპ-ყლუპებად მთელი დღის განმავლობაში. პროცედურა გაიმეორეთ 3-4 დღის განმავლობაში. ყოველ საღამოს ახალი ნაყენი მოამზადეთ.
თავის ტკივილის დროს, პიტნის, თავშავასა და კატაბალახას თანაბარ რაოდენობას დაასხით 500 მილილიტრი მდუღარე წყალი. შეფუთეთ და დადგით ნახევარი საათით ოთახის ტემპერატურაზე. მიიღეთ ერთი ჩაის ჭიქა. თუ ტკივილი არ გაგივლით, კვლავ გაიმეორეთ და მეორე ჭიქა ნაყენიც დალიეთ.