კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ექიმის რჩევები

კითხვა: 1 წლის წინ გადავიტანე ოპერაცია თვალზე (ბადურის ჩამოშლა, კატარაქტა) დასაშვებია თუ არა ფიზიკური ვარჯიში?

პასუხი: ბადურის ჩამოშლის დროს, ფიზიკური ვარჯიშები კატეგორიულად აკრძალულია. კონკრეტული რეკომენდაციების გაცემა შეუძლია მხოლოდ მკურნალ ექიმს, რადგან მხოლოდ მან იცის ყველაფერი თავის პაციენტზე.

კითხვა: როგორ ვუმკურნალოთ საყლაპავის თიაქარს?

პასუხი: მედიკამენტოზურად საყლაპავის თიაქრის განკურნება შეუძლებელია. ქირურგიულ ჩარევას საჭიროებს მხოლოდ გართულების შემთხვევაში.

კითხვა: შეიძლება თუ არა ალოეს ფოთლების გამოყენება, უბრალოდ, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად და როგორ?

პასუხი: ალოეს დაჭრილი ფოთლები ჩავჭყლიტოთ ჭურჭელში, დავამატოთ თაფლი, წვრილად დაჭრილი ნიორი და ცოტაოდენი სპირტი. გამოვა გამაჯანსაღებელი საშუალება, მათ შორის ათეროსკლეროზის პროფილაქტიკისთვის. მიიღეთ 1-2 ჩაის კოვზი დღეში. უმჯობესია, 10-14- დღიანი კურსი 2 თვეში ერთხელ.

კითხვა: რა არის აუტოიმუნური თირეოიდიტი?

პასუხი: აუტოიმუნური თირეოიდიტი არის ფარისებრი ჯირკვლის ქრონიკული ანთებითი დაავადება. ის 40-50 წლის ქალებში 10-15-ჯერ უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მამაკაცებში.

კითხვა: ტუჩის კუთხეში ხშირად მიჩნდება ნახეთქი. რატომ?

პასუხი: უფრო ხშირად ასეთი სიმპტომები ახასიათებს A და B ჯგუფის ვიტამინების ნაკლებობას. ნიშნავენ პოლივიტამინებს ან ბიოდანამატებს (საფუარი), ადგილობრივად კი – A ვიტამინის ზეთოვან ხსნარს.

კითხვა: მაქვს სისხლმდენი ნუნები, უსიამოვნო სუნი პირის ღრუში, მომერყა დაუზიანებელი კბილი.

პასუხი: სასწრაფოდ უნდა მიმართოთ პარადონტოლოგს (ან სტომატოლოგს), სანამ კბილები არ დაგიკარგავთ. ეს პარადონტოზის ნიშნებია.

კითხვა: როგორ ვუმკურნალოთ ტროფიკულ წყლულებს ფეხებზე?

პასუხი: პირველი – ძირითადი დაავადების მკურნალობით (დიაბეტი, ვენების ვარიკოზი, ათეროსკლეროზი და სხვა), მეორე – საერთო მკურნალობა (სოლკოსერილი წვეთოვნად, ვიტამინები – კუნთებში), მესამე – ადგილობრივი მკურნალობა (სოლკოსერილის მალამო).

კითხვა: როგორი დიეტა უნდა დავიცვათ ქრონიკული ქოლეცისტიტის დროს?

პასუხი: დიეტა ხშირი კვებით (5-6-ჯერ დღეში), საკვებიდან უნდა გამოირიცხოს ცხარე, მჟავე, მარილიანი, ცხიმიანი, შემწვარი, შებოლილი, გაზიანი სასმელები. მიირთვით ხილი და ბოსტნეული – მოხარშული ან მოთუშული.

კითხვა: შეიძლება თუ არა გრიპმა გამოიწვიოს გულზე გართულება და რა სიმპტომები ახასიათებს?

პასუხი: შეიძლება და ის უფრო ხშირად ტოქსიკური მიოკარდიტია. სიმპტომები: სისუსტე, არითმია, გულის არეში ტკივილები, ცივი ოფლი. მიოკარდიტი ძალიან სერიოზული გართულებაა, ამიტომ ამ სიმპტომების გამოვლენისას, სასწრაფოდ მიმართეთ ექიმს.


скачать dle 11.3