კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: აუცილებელია თუ არა, ცოდვის ჩადენისთანავე ვთქვათ აღსარება, თუ, დაველოდოთ მარხვის დაწყებას და შემდეგ მოვინანიოთ?

პასუხი: დაუყოვნებლივ შეინანეთ და თქვით აღსარება. ნუ დაუცდით მარხვას და ნუ გაიჩერებთ სულში ცოდვას დიდხანს. მონანიების გადადება არ შეიძლება, ასეთ დროს, ერთი ცოდვა შობს მეორეს და ადამიანს უფლის მადლი ტოვებს.

კითხვა: როგორც ერთ-ერთ საეკლესიო წიგნში ამოვიკითხე, „მუსიკანობა” და „როკვა”, იგივე ცეკვა, ცოდვად ითვლება. გთხოვთ, განმიმარტოთ, ქართული ხალხური ცეკვა და სიმღერა ცოდვაა?

პასუხი: ხელოვნების ნებისმიერი დარგი, მათ შორის „მუსიკანობა” და „როკვა”, მხოლოდ მაშინ შეიძლება იყოს ცოდვა, როდესაც იმ ზღვარს გადადის, როცა თავაშვებული ხდება და ადამიანურ სახეს კარგავს. რაც შეეხება კონკრეტულად ქართულ ხალხურ ცეკვასა და სიმღერას, მის განვითარებას ქრისტიანობამ თავისი კვალი დაამჩნია და გააკეთილშობილა. თუ ჩვენ ჭეშმარიტად გვიყვარს ქართული ხელოვნება, მას უნდა მოვუაროთ და ქრისტიანული, ეროვნული სახე არ დავუკარგოთ.

კითხვა: ვარ ელექტრიკოსი და ხშირად მიწევს საყოფაცხოვრებო ტექნიკის შეკეთება, თუმცა, არ ვიცი, რა მიზნით მოიხმარენ მას ადამიანები – იქნებ, უფლის მცნებების საწინააღმდეგოდ? ცოდვად ხომ არ ჩამეთვლება ჩემი საქმიანობა?

პასუხი: თუ ეს თქვენი პროფესიაა, უნდა შეასრულოთ თქვენი საქმე კეთილსინდისიერად. ის კი, როგორ გამოიყენებენ ადამიანები ამ ტექნიკას, ეს თქვენ არ მოგეკითხებათ. ამიტომ, შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ.

კითხვა: მყავს ძალიან ავი მეზობელი, რომელსაც საშინელი თვალი აქვს და ჯადოს გაკეთებასაც არ მოერიდება. ჩემი შვილები დამყავს ეკლესიაში, ვაზიარებ, კიდევ როგორ შემიძლია, ვებრძოლო ამ ბოროტებას?

პასუხი: შეგიძლიათ, მშვიდად იყოთ, რადგან თქვენ სწორი გზა უკვე აგირჩევიათ – ეკლესია არის ერთადერთი საშუალება მსგავსი ბოროტების წინააღმდეგ. თქვენს შვილებს არანაირი საფრთხე არ დაემუქრებათ, თუკი მომავალშიც ეკლესიურად იცხოვრებენ და თქვენი ქრისტიანული ცხოვრებაც მაგალითად ექნებათ.


скачать dle 11.3