მამათა შეგონებანი
ალექსი ბერი: ადამიანები, რომელნიც ვითომ სიხარულსა და ბედნიერებას ამყარებენ ამქვეყნად, ცდებიან, რამეთუ არა არს სუფევა ნეტარეული ხრწნილებისა შინა, არცა ბედნიერება დაურღვეველ უმწუხრო, ბიწიერ ნება გაუმაძღარ, მომაკვდავ გვამსა შინა.
სიბრძნე ზირაქისა: კაცი გარეგნობით იცნობა, ხოლო გონიერი – სახის გამომეტყველებით შეხვედრისას. სამოსელი, სიცილი და სიარული ამხელს ადამიანს.
სოლომონი: დაღუპვას წინ უსწრებს ამპარტავნება, დაცემას – ქედმაღლობა.
გრიგოლ ღვთისმეტყველი: უფრო მეტად ცხოვრებით ამაღლდით, ვიდრე – აზრით. ცხოვრებამ, შესაძლოა, ღვთის მსგავსი გაგხადოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ.
ისააკ ასური: ყოველ საქმეში საკუთარი თავი მწირად ჩათვალე იმისთვის, რომ სხვებს ასწავლო და მთელი ცხოვრების განმავლობაში ჭკვიანი იქნები.
მამა გაბრიელი: უკიდურესად გაჭირვებული ადამიანებისგან დღესაც ხშირად ისმის: „რა გვეშველება, რა გვიხსნის, ვინ გვიხსნის?“ სწორედ, აი, ასეთ დროს, როცა ყოველგვარი არეულობა და გაჭირვება კულმინაციას მიაღწევს და მსოფლიო თითქოს გამოუვალ ჩიხში მოექცევა, ანტიქრისტე მოევლინება ქვეყნიერებას, როგორც მხსნელი.
გრიგოლ დიოლოგოსი: საღვთო წერილის მიხედვით ვიცით, რომ არსებობენ ანგელოზნი, მთავარანგელოზნი, ძალნი, უფლებანი, მთავრობანი, ხელმწიფებანი, საყდარნი, ქერუბიმნი და სერაფიმნი, ამიტომ ვაღიარებთ ანგელოზთა ცხრა დასს. და წმიდა წერილის თითქმის ყველა გვერდზე დასტურდება.
იოანე ოქროპირი: მებაღე ნორჩ, ახლად დარგულ ხეს მიწაში მყარად დამაგრებულ სარზე მიაბამს, რათა ქარმა არ ამოგლიჯოს იგი და ზედმეტ ამონაყარს აჭრის, რათა მათ ზიანი არ მიაყენონ და არ დააჭკნონ ნორჩი მცენარე. ასევე მოექეცით თქვენს შვილებს: მათი გულები ღვთის შიშით განამტკიცეთ, რათა საცდურისგან არ შეირყვნენ; მოკვეთეთ მათში გაჩენილი საცდურები, რათა ისინი არ განმტკიცდნენ და არ მოკლან წმიდა ნათლისღებით დაბადებული შინაგანი ახალი ადამიანი.
ნიკოლოზ სერბი: რომელთა განკითხვითა განიკითხვდეთ, განიკითხნეთ და რომლითა საწყაულითა მიუწყოთ, მოგეწყოს თქვენ.
ნილოს სინელი: ნუ იტყვი: „საზღაურს მივუზღავ“, რადგან ზეცაში გვყავს მართლმსაჯული. არა მარტო კაცთა შორის უნდა ეძიო მშვიდობიანი კავშირი, არამედ შენს სხეულში, შენს სულში, შენს სამშვინველში.
ეფრემ ასური: კეთილი ზნის კაცმა არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაყიდოს თავისი თავისუფლება ქონების შესაძენად, თუნდაც ეს ქონება ძალზედ დიდი იყოს. ამქვეყნიური სიმდიდრე ხომ განქარვებად სიზმარს წააგავს და ცხოვრებისეულ სიკეთით მხოლოდ მოჩვენებითი ბრწყინვალება აქვთ, ხანმოკლე და წარმავალი.
იოანე სინელი: სიმდაბლეს ის კი არ გამოაჩენს, ვინც თავს თვითონ იმდაბლებს (რამეთუ ვინ არ მოითმენს შეურაცხყოფას საკუთარი თავისგან), არამედ ის, ვინც გონებას მოითმენს და მაგინებელთა მიმართ სიყვარულს შეინარჩუნებს.
ტიხონ ზადონელი: ეძიე ყველგან ის, ვინც ყველგან სუფევს, დატოვე ყოველივე და ეძიე მხოლოდ ის ერთადერთი და აუცილებლად ჰპოვებ მას.