კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

როგორ დააბრუნეს უკან 10 მილიონი დოლარის სანაცვლოდ გატაცებული ატომური ბომბი



1982 წელს ამერიკის შეერთებულ შტატებში „კაგებეს“ კაპიტანი იური ვოლკოვი გაიქცა და რამდენიმე წელიწადში დაწერა წიგნი სახელწოდებით, „გრძელი ქარავანი“, რომელშიც ის საბჭოთა უშიშროების სპეცოპერაციებზე საუბრობს. წიგნი პირველ პირშია დაწერილი და გთავაზობთ ფრაგმენტს ამ ნაწარმოებიდან.

ატომური ვაჭრობა

საბჭოთა პერიოდის მრავალ საიდუმლოს აეხადა ფარდა ამ მონსტრის დაშლის შემდეგ და ალბათ კიდევ ბევრ რამეს გავიგებთ. მე კი, ერთი ამბავი უნდა მოვყვე და მკითხველმა თავად განსაჯოს, თუ რა ხალხთან და რა ქვეყანასთან ჰქონდა მსოფლიოს საქმე.

1980 წელს პოლონეთში ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობა გააქტიურდა და ამ ქვეყნის მოსახლეობის 98 პროცენტი ორგანიზაცია „სოლიდარობას“ უჭერდა მხარს, რომელიც პოლონეთის დეოკუპაციას და ქვეყნიდან რუსული ჯარის გაყვანას მოითხოვდა. მოთხოვნებს გაფიცვები და სახალხო გამოსვლები მოჰყვა, სიტუაცია ნელ-ნელა ირეოდა და გაჩნდა რეალური საფრთხე, რომ ამ ქვეყანაში იგივე განმეორებულიყო, რაც 1956 წელს საქართველოსა და უნგრეთში მოხდა. ანუ, არსებობდა იმის დიდი ალბათობა, რომ პოლონეთში საბჭოთა არმია შესულიყო და სასტიკად გასწორებოდა პროტესტანტ ხალხს. მით უმეტეს, რომ საბჭოთა პოლიტბიუროს საგანგებო სხდომაზე მაშინდელი სამხედროები დაუყოვნებლივ ინტერვენციას მოითხოვდნენ. ბრეჟნევიც თანახმა იყო და რომ არა იური ანდროპოვი, ევროპის ცენტრში ფართომასშტაბიანი ომი დაიწყებოდა. ანდროპოვმა შეძლო პოლიტბიუროს წევრების უმრავლესობის მიმხრობა და ჯარის გამოყენება დროებით გადაიდო. თუმცა, როგორც კი „ლუბიანკაზე“ დაბრუნდა, გენერალ-ლეიტენანტი ანდრეი პავლოვი გამოიძახა და უთხრა:

– სასწრაფოდ გაგზავნე საუკეთესო ხალხი ვარშავაში, რომ მათ ¹21 ტვირთი მოსკოვში ჩამოიტანონ.

¹ 21 ტვირთი კი ვარშავაში განლაგებული საბჭოთა საელჩოს სარდაფის სპეცსანახში მოთავსებული ატომური ბომბი იყო... მსგავსი იარაღები საბჭოთა მთავრობამ ევროპის თითქმის ყველა სახელმწიფოში ჯერ კიდევ 1955 წელს შეიტანა და დააკონსერვა. ამ აქციის მიზანი კი ის იყო, რომ მესამე მსოფლიო ომის დაწყების შემთხვევაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე ატომური შანტაჟი ეწარმოებინათ, რათა ის ქვეყანა და ხალხი გვერდზე არ გადგომოდა საბჭოთა კავშირს. მსგავსი იდიოტობა ხრუშჩოვის იდეა იყო და ის არც ბრეჟნევმა უარყო. თუმცა, თავისთავად უდიდეს საფრთხეს შეიცავდა, რადგან მრისხანე ატომური იარაღი შეიძლება ამბოხებულ ბრბოს ან სულაც ტერორისტებს ჩავარდნოდათ ხელში და თუ რას მოიმოქმედებდნენ ისინი, არავინ უწყოდა. სწორედ ანდროპოვი იყო საბჭოთა ლიდერებიდან იმ უმცირესობის წარმომადგენელი, რომელსაც ბოლომდე გააზრებული ჰქონდა ეს საშიშროება და იმიტომაც ბრძანა ¹21 ტვირთის ვარშავიდან გამოტანა.

1980 წლის პოლონეთი ვულკანს ჰგავდა, ხოლო მისი დედაქალაქი ვარშავა ჯარებით იყო სავსე. საბჭოთა საელჩოს გაძლიერებული დაცვა დაუყენეს და პროვოკაციები არ ცხრებოდა. სწორედ ასეთ ვითარებაში ჩავედით ვარშავაში „კაგებეს“ 8 სპეცაგენტი და საბჭოთა საელჩოს სარდაფიდან ბომბი უნდა წამოგვეღო. თუმცა, ატომური ბომბი იქიდან სულ რაღაც 2 საათის გატანილი იყო, საბჭოთა რეზიდენტი, პოლკოვნიკი იური ვასინი კი – მოკლული. მხოლოდ ვასინმა იცოდა ამ იარაღის ადგილსამყოფელი და როგორც მისი სხეულის დათვალიერებისას მივხვდით, პოლკოვნიკი სასტიკად ეწამებინათ. გამქრალი იყო საბჭოთა საელჩოს თანამშრომელი ანდრეი ლენსკიც და მალევე გავარკვიეთ, რომ სწორედ მისი მოწყობილი იყო ყველაფერი. ლენსკიმ იმავე საღამოს დარეკა საელჩოში. გატაცებული ატომური ბომბის დაბრუნების სანაცვლოდ 10 მილიონ ამერიკულ დოლარს თხოულობდა, წინააღმდეგ შემთხვევაში ბომბის აფეთქებით იმუქრებოდა. ჩვენ მოსკოვს დავუკავშირდით და ლენსკის მოთხოვნა გავაცანით. ფულის გადაცემაზე თანხმობა მივიღეთ და ორი დიდი ჩემოდნით ლენსკისთან შეხვედრაზე გავემართეთ, რომელიც კრაკოვში, მდინარე ვისლაზე, ერთ-ერთ სამგზავრო კატერზე მოხდა. ლენსკიმ ფული აიღო და გვითხრა, რომ თუ მშვიდობიანად გავუშვებდით, 24 საათის მერე დარეკავდა და ბომბის ადგილსამყოფელს შეგვატყობინებდა. სხვა გზა არ გვქონდა და ლენსკისთვის ხელი არ გვიხლია. მან მართლაც დარეკა და ბომბის ადგილსამყოფელი შეგვატყობინა, რომელიც ჩვენ სულ რამდენიმე საათში ჩავიტანეთ მოსკოვში. ხოლო ეს ატომური ვაჭრობა კი იმით დასრულდა, რომ ლენსკი სხვა საბჭოთა სპეციალისტებმა იპოვეს ამსტერდამში და ჯერ აწამეს, შემდეგ ფული გამოართვეს, თავი მოჰკვეთეს და ქალაქის მთავარ მოედანზე ჩამოკიდეს...


скачать dle 11.3