კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

ვინ ზრუნავს ავთო ცქვიტინიძის ფიარზე „ჟივანშისა“ და „სოფია კოკოსალაკისთან“ ერთად

საქართველოს მოდის კვირეულს ავთო ცქვიტინიძე აკლდა. აკლდა ცოტა მსუბუქი ნათქვამია! გასული სეზონის გახსნა მოდის კვირეულის ყველაზე მასშტაბური სანახაობა იყო და ამაში, ალბათ, ყველა დამეთანხმება. მაგრამ, როგორც ავთო ამბობს, არანაირი პრინციპული პოზიცია არ ყოფილა ამის მიზეზი. ახლა ის სულ სხვა მასშტაბებზე მუშაობს.

ავთო ცქვიტინიძე: არანაირი პირადი პრობლემა კვირეულთან დაკავშირებით, არ ყოფილა, სადავო არაფერი გვქონია. ადრე გიყვებოდით, რომ საფრანგეთის ბაზარზე დავიწყეთ სერიოზული ფიარი და მთელი ეს პერიოდი, პრაქტიკულად, პარიზში ვარ. ბორტგამცილებლებს უკვე კონკურენციას ვუწევთ ფრენასთან დაკავშირებით. (იცინის). საოცარი რეჟიმით ვცხოვრობ, რის გამოც ბევრი ჩემი აქაური მუდმივი კლიენტი გავანაწყენე. „ავთანდილი” საქართველოში გამოჭერაზეა. ასევე, მინდა, ყველა ტელეარხს ბოდიში მოვუხადო, რადგან ფიზიკურად ვერ ვახერხებდი იმ გადაცემებში მონაწილეობას, სადაც მეპატიჟებოდნენ. ფიზიკურად არ ვარ აქ. რაც შეეხება კვირეულს, ზუსტად იმ პერიოდს დაემთხვა უკვე მომავალი გაზაფხული-ზაფხულის კოლექციების განხილვა, რომელსაც პარიზში ვესწრებოდი. ანუ, აქ, რომ შემოდგომა-ზამთარს აჩვენებდნენ, ჩვენ იქ უკვე გაზაფხული-ზაფხულისას განვიხილავდით. ეს ის დროა, როდესაც განვიხილავთ ესკიზებს, ქსოვილებს, ფერების დასმას, რომელი ფერები იქნება კომერციული მომავალ სეზონზე. თვითონ საქართველოს მოდის კვირეულის პერიოდში მქონდა პრეს-მიტინგი. აქ მხოლოდ გახსნას დავესწარი, რადგან პარიზში სერიოზული პრეზენტაცია მქონდა. პრესის 230 წარმომადგენელი მოიწვია ლორანს სუშელმა. ლორანს სუშელი, „ავთანდილის” საერთაშორისო ფიარითაა დაკავებული. მან იმ კომპანიების პრეზენტაცია ვის ფიარსაც ეწევა, პრიალა ჟურნალებისთვის მოაწყო – „ვოგის”, „ოფისიელის” და სხვა პრესტიჟული ჟურნალების სტილისტების, ფოტოგრაფებისა და ჟურნალისტებისთვის. ამ კომპანიებს შორის კი არიან „ჟივანში”, „სოფია კოკოსალაკი”, „პატრიცია პეპე”, „დისქვარდი” და „ავთანდილი”.

– სიტყვები არ მყოფნის.

– ორი დღის განმავლობაში გვქონდა ურთიერთობა ჟურნალისტებთან. კოლექციის საკმაოდ დიდი ნაწილი უკვე გადაიდო გადაღებებისთვის. სექტემბრიდან ეს სამოსი გამოჩნდება პრიალა ჟურნალების ფურცლებზე. „ავთანდილს” ნახავთ სხვა დიზაინერების სამოსთან ანსამბლში. მთელი ეს ერთი წელი დაეთმობა პრესასა და „შოუ-რუმებთან“ კონტაქტებს, რომელსაც უზრუნველყოფს „ემსი 2”. ის ჩემი „შოუ-რუმია“, ლორანს სუშელი კი – ჩემი ფიარი. ევროპის ბაზარზე ერთობლივ სერიოზულ შეტევაზე გადავდივართ, იმისთვის, რომ უკვე ერთი წლის შემდეგ, დიდი ჩვენება გავაკეთო. ჯერჯერობით, მაქვს მხოლოდ ჩემი წარდგენა დახურული შოუ-რუმები და პრეზენტაციები ბაიერებსა და ჟურნალისტებთან, – გაცნობის პროცესში ვარ. ეს ერთი წელი, თითოეული დღე, საათი მთლიანად გაწერილი მაქვს. ამ გრაფიკიდან ფიზიკურად ვერ ამოვვარდები. ამოვარდნა ნიშნავს, დაკარგავ დიდ დროს, თანხას... იქ სულ სხვა სისტემაა აწყობილი. ასევე, მიმდინარეობს ჩემი წარდგენა სერიოზული ჟურნალების რედაქტორებთან. მათთან უშუალო ურთიერთობა ძალიან მნიშვნელოვანია. იქ ყველაფერი მოდით ცხოვრობს, სულ სხვა სამყაროა. აქამდე მეგონა, რომ გარკვეული ნაბიჯით წინ ვიყავი ამ სფეროში, სწორად ვმუშაობდი. მოსკოვის, უკრაინის, ყაზახეთისა და საქართველოს ბაზარი, ასე თუ ისე, ერთ ტემპში ბრუნავს. საფრანგეთი კი სრულიად განსხვავებულ ტემპშია. ნებისმიერი წვეულება, საღამო, სადმე გამოჩენა, დაფიქსირება – უკვე ფიარია. ანუ, ვაკეთებ იმას, რასაც თხუთმეტი წლის წინ საქართველოში ვაკეთებდი – ვეცნობოდი საზოგადოებას, ცნობილ ადამიანებს, ტელევიზიებს, ჟურნალებს. ისევ საწყის პერიოდში დაბრუნება, ვერ გეტყვით, რამხელა ადრენალინია. ამ გადმოსახედიდან ჩემთვის, როგორც შემდგარი დიზაინერისთვის, რაღაცეების თავიდან დაწყება ძალიან მარტივია, რადგან მათი იოლად მესმის, ნახევარ სიტყვაში ვიგებ, რა სჭირდებათ ჩემგან – აქ კი იგივესთვის, ერთი წელი მჭირდებოდა.

– ჟურნალების რედაქტორები ყველაზე დიდი გავლენით სარგებლობენ?

– საკმაოდ დიდი გავლენა აქვთ. მართალია, ყველა ჯერ არ გამიცვნია, მაგრამ გავიცანი თითქმის ყველა სტილისტი, ვინც ამ ჟურნალებში „იმიჯებს აწყობს“. ძალიან ბევრი ქათინაური მივიღე მათგან, რაც პატარა ბავშვივით მიხაროდა. საკმაოდ კარგი ყოფილა ნულიდან დაწყება, იმისთვის, რომ არ მოდუნდე. ეს რანგი, რაც საქართველოში არსებობს, მაქსიმალურად რომ არ განავითარო, ჩათვალე, უკან სვლას დაიწყებ. როგორც ჩანს, ხარბია ადამიანი. უკვე აღარ მყოფნიდა აღარც კიევი, აღარც ყაზახეთი და აღარც მოსკოვი. მაგალითად, ამ სეზონზე კიევის კვირეულიც გამოვტოვე, რადგან ამ ეტაპზე ჩემთვის პრიორიტეტული პარიზი იყო. ამ სეზონზე ყველაფერზე უარი ვთქვი. ერთადერთი, რაზეც უარს არ ვამბობ, ეს ყაზახეთის კვირეულია. ისიც იმიტომ, რომ ეს პერიოდი თავისუფალი მაქვს. ყაზახეთი მგონი, უკვე ქართული მოდის კვირეულად იქცა, იმდენი ქართველი დიზაინერი იღებს მონაწილეობას.

– ვნახე ფოტო, რომელიც კარლ ლაგერფელდთან ერთად გაქვს გადაღებული. სად შეხვდი მას?

– პარიზში არის მაღაზია „კოლეტი”, რომელიც დილით რომ იღება, დგას სტუდენტების რიგი, რადგან იქ შესვლით, შეგიძლია, ნებისმიერ ტენდენციას გაეცნო. ამ მაღაზიით გაიგებ, თუ რას გვთავაზობს იმ სეზონზე პარიზული მოდა. ერთი თვის განმავლობაში ის იყო „შანელის” სახლისთვის. ლორანს სუშელმა „კოლეტისთვის” წარადგინა სამი ახალი დიზაინერი, რომელთა რამდენიმე მოდელი შეიძლება, ამ მაღაზიამ წაიღოს. ვნახოთ, რა მოხდება ამასთან დაკავშირებით. მაგრამ, იმ დღეს სამი ახალი დიზაინერი კარლ ლაგერფელდთან წარგვადგინეს. უბედნიერესი ვიყავი.

– არ ნერვიულობდი? თუ ამ ასაკმა უკვე გაიარა?

– შეუძლებელია, კარლ ლაგერფელდის წინ იდგე და არ ნერვიულობდე. თუმცა, ამ შეხვედრაზე ისეთი სანერვიულო არაფერი მომხდარა. მისგან მხოლოდ რამდენიმე ქათინაური მივიღეთ და გზა დაგვილოცა. ყველა დიზაინერს ევროპის ბაზარზე უნდა შემოსვლა, წარმატებებს გისურვებთო და სხვა შტამპირებული ქათინაურები. ანუ, რასაც მე, აქ დამწყებ დიზაინერებს ვეუბნები (იცინის).

– ცოტა გეგმებზეც მითხარი, ამ ერთი წლის განმავლობაში რა შეიძლება, მოხდეს საინტერესო?

– არ მივეკუთვნები იმ დიზაინერთა რიცხვს, კაბის ნებისმიერ დალამბვაზე ჟურნალისტებს რომ თხოვს, გამაშუქეთ და ჩემზე დაწერეთო. მირჩევნია, რაღაც ერთი, სერიოზული ეტაპი გავიარო და დაგროვდეს მასალა, რაზეც ლაპარაკი შეიძლება. ჩვენი ურთიერთობიდან გამომდინარე, შეიძლება, რაღაც ელემენტარული წინასწარ ვთქვა, თქვენი ჟურნალის და კერძოდ, თქვენი პატივისცემის გამო. ისე, მირჩევნია, რაღაც ეტაპი დასრულდეს და მისი შემაჯამებელი ინტერვიუ მოგცეთ. ძალიან ბევრი სამუშაო და საფიქრალი მაქვს და სიმართლე გითხრა, სასიამოვნოა ის შეგრძნება, რომ ასე ჯარისკაცივით ვემსახურები მოდას.

– იქ როგორი რეჟიმი გაქვს? აქაც არ გაქვს მარტივი რეჟიმი, მაგრამ იქ წარმომიდგენია, რა ხდება.

– საქართველოს რეჟიმით ვარ, უბრალოდ, ცოტა ჩქარ ტემპში – დღის განმავლობაში უფრო მეტი რაღაც ხდება, მეტი სიახლეა. მართლა სასიამოვნოა ახალი ურთიერთობები, გამოცდილებები. დილით ვიღვიძებ, ყავას ვსვამ და კრუასანს მივირთმევ, რის გამოც სამი კილოგრამი მოვიმატე. (იცინის). იმედია, გაძლიერებული დიეტა ამას უშველის. იმხელა ემოციებში ვარ იქ, რომ მშიერი ვერ დავდივარ. ღამე მეღვიძება და ხანდახან ვერ ვხვდები, სად ვარ, რომელ ქვეყანაში. ჩამოვდივარ პარიზიდან, იქ კიევის შოუ-რუმებია მისახედი. დავდივარ ყაზახეთში და ამათ შორისაც კიდევ ფრენები მაქვს. ცოტა გამაოგნა ამ ყველაფერმა და ორიენტაცია მერევა – სად ვარ, იმასაც ვერ ვხვდები. აეროპორტის გზა სამსახური-სახლის გზად მექცა. სიმართლე გითხრა, ეს მომწონს. ისიც მომწონს, რომ პარიზისთვის ახალგაზრდა დიზაინერად ვითვლები. ყველა მეუბნება, ოცდახუთ წლამდე ასაკის რომ იყო, ფიზიკურად ვერ გენდობოდითო. ეს ის პერიოდია, როდესაც გემოვნება ჩამოყალიბებაშია – ყველაფერი ერთად გინდა აჩვენო. ის, რაც მე გავიარე, როდესაც კაბაზე ორი დეტალი არ მყოფნიდა, ხუთი აქცენტი უნდა ყოფილიყო. ახლა კი ხუთი აქცენტით მთელ კოლექციას, ორმოც გამოსვლას ვაკეთებ. არ არის ეს საჭირო. იქ აბსოლუტურად ბაიერის აზრზე ხარ გადართული. სამი ქვეყნისთვის მუშაობს ახლა „ავთანდილი“ – ცალკეა ნიუ-იორკი, სადაც სულ სხვა მოთხოვნებია და არის ასევე რუსული ბაზარი, რომელზეც მორგებული ვარ. იქ უკვე ბაიერებთან ჩემი წარდგენა საჭირო არ არის.

– როდის შეიძლება, ვნახოთ „ავთანდილის” მასობრივი წარმოება?

– ეს ძალიან რთული პროცესია. ამ ერთ წელიწადში ხდება გაცნობა და კოლექციიდან რაოდენობრივად ცოტა მოდელი მიდის მაღაზიებში. ეს იმისთვის, რომ მიხვდნენ, რა ინტერესია ამა თუ იმ ახალი დიზაინერის მიმართ. „ავთანდილი” ისეთ ბუტიკებში კიდია, სადაც დიზაინერების ძალიან სასიამოვნო სიაა: ვიქტორი და როლფი, დემულმეისტერი, რიკ ოუვენსი... ვფიქრობ, ბიზნესის სწორი დასაწყისია. მოდიან მაღაზიაში, რომლის გემოვნებასაც ენდობიან და იქვე ახალ დიზაინერსაც სთავაზობენ. პარიზში უკვე დიდი ხანია, „გაჯაზებული” ბრენდები მოდაში აღარ არის. პარიზი ამკვიდრებს ახალი ბრენდების სიყვარულს. რაც არ უნდა იბრძოლონ სხვა ქვეყნებმა და აღიარონ დიზაინერები, თუ გზას პარიზი არ დაულოცავს, სხვადასხვა ქვეყნის ბუტიკებს მისი სამოსის აღება გაუჭირდება.

– როგორ ფასდება „ავთანდილის” მოდა? როგორია მისი ქალი – რას ამბობენ?

– პარიზელი ქალი. ყველა აღნიშნავდა, რომ პირველივე სეზონზე მივხვდი, პარიზელი ქალის ფსიქოლოგიას. წლების გამოცდილებამ გააკეთა ის, რომ ვიცი, ქალის სხეული და უპირატესობას ვანიჭებ ინდივიდუალიზმს. რაც კი ფრიალებდა და ჰაეროვანი იყო ჩემს კოლექციებში, ამოვიღეთ. ჩემში მოსწონთ რთული კონსტრუქციის, პიჯაკური ტიპის მოდელები. შემუშავდა ჩემი საყელო, კლაპანი, რომელიც მუდმივად უნდა გამოვიყენო, რომ ბრენდი ამ საყელოთი, უკვე ცნობილი გახდეს.

– შენი ჰაეროვანი კაბები თბილისისთვის ხომ იქნება?

– კი, რა თქმა უნდა. იქ მხოლოდ ჰაეროვანი ქვედა ბოლოები დავტოვეთ მკაცრ პიჯაკებთან.

– ბოლოს არ შემიძლია, არ გკითხო, რა ჩავიცვათ გაზაფხულზე?

– ძალიან ფერადია გაზაფხული-ზაფხული. თუ წინა სეზონზე ცოტა კოსმოსური, რკინებიანი ქალი იყო მოდაში, ახლა ის საოცრად ბუნებრივი, მიწასთან დაბრუნებული და ნაზი გახდა. ჟოლოსფერი სტაფილოსფერთან, ბაცი ცისფერი, მომწვანო, – ეს ფერები შეგიძლიათ, თამამად შეუხამოთ ერთმანეთს.


скачать dle 11.3