კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (209)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

პოლ სმიტი – ჩაიცვით თქვენი საყვარელი მამაკაცის ტანსაცმელი

ბრიტანელმა ტანსაცმლის დიზაინერმა სახელი მამაკაცების სამოსის შექმნით გაითქვა. მას შემდეგ ოცდაათი წელი გავიდა, რაც თავისი დახვეწილი გემოვნებითა და უზადოდ შესრულებული მამაკაცის კოლექციებით საკუთარ სახელს უდიდესი პრესტიჟი შესძინა. ამ ყველაფრის დამაგვირგვინებელ აკორდად კი იქცა დღე, როდესაც დედოფალმა ელიზაბეთ მეორემ პოლ სმიტი რაინდად აკურთხა.

15 წლის პოლი მრბოლელობაზე ოცნებობდა, ბრისტონის გზების კლუბში სწავლობდა და, როდესაც მამამ იძულებით დააწყებინა ტანსაცმლის ქარხანაში მუშაობა, სახლიდან სამსახურში უდიდესი სისწრაფით მიმავალი, მრბოლელობაზე მეოცნებე პოლი, მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როდის გახდებოდა იმხელა, რომ ტანსაცმლის ქარხნიდან წამოსულიყო, მაგრამ, მის ოცნებებს წერტილი სწორედ ამ გზებზე, საშინელი ავარიით დაესვა. საავადმყოფოში გატარებული ექვსი თვის შემდეგ მან ახალი მეგობრები შეიძინა, რომლებიც ხშირად იკრიბებოდნენ ერთად და ოცნებობდნენ, ხელოვნების სფეროში აეწყოთ კარიერა. პოლიც მიხვდა, რომ ზუსტად ამ იდეებითა და აღმაფრენით სავსე მრავალფერადოვანი სამყაროს ნაწილად ქცევა სურდა. კერვის შესწავლაში მას შეყვარებული (ახლა უკვე მეუღლე) დაეხმარა, რომელსაც უკვე დამთავრებული ჰქონდა დიზაინის სკოლა. ძალიან მალე, ისე, რომ არც ერთ მოდის სახლში არავის ჩრდილის ქვეშ არ უმუშავია, პირდაპირ ლონდონში, პირდაპირ თავისი სახელით წარმოადგინა მამაკაცის კოლექცია. ის მამაკაცები, რომლებსაც თავისი, მკვეთრად გამოკვეთილი ინდივიდუალიზმისა და განსაკუთრებულობის წარმოჩენა სურდათ, ძალიან მალე გახდნენ პოლ სმიტის სამყაროს ტყვეები. დღესდღეობით პოლ სმიტის სახელის ქვეშ ათამდე ლეიბლი გამოდის, რომელთაც ერთი საერთო ნიშანი აერთიანებს: პოლ სმიტის ნებისმიერ სამოსს, ქალის იქნება ეს თუ კაცის, რომელიმე შესამჩნევ ან შეუმჩნეველ ადგილას ფერადი ზოლები აქვს დატანებული.

ერთი სიტყვით, 2011 წლის გაზაფხული-ზაფხულის კოლექციაში პოლ სმიტმა 12 წლის წინ ნაპოვნი, ქალურ-მასკულინური სტილის გაგრძელება გამოიყენა, რომელიც სავსეა მამაკაცური სიძლიერითაც და ქალურობითაც: „მინდა, ყველაფერი ისე გამოიყურებოდეს, რომ თითქმის პერანგი, ქურთუკი და შარვალიც კი მეგობარი ბიჭისგან ითხოვეთ“. უკვე საქართველოში ბევრია ამ სტილის მიმდევარი, პოლ სმიტს ნამდვილად გაუხარდებოდა მათი ნახვა.

პოლ სმიტის ქალების ნაწილი თეთრ-ნაცრისფერ, ნაწილი კი, ფერად კოსტიუმებში იყვნენ გამოწყობილი. მათი ფერები იმდენად მკვეთრი და ხასხასა იყო, ერთმა კრიტიკოსმა ხილის წვენებსაც კი შეადარა. მამაკაცური თემა დეფილეს ბოლომდე ჰაერში ტრიალებდა. ის ერთნაირად აქტუალური იყო ბანკირის ტიპის ზოლებიან, მამაკაცურ პერანგებზე, საღამოს კაბებსა თუ დაპრინტულ, ლამაზ სარაფნებზე. კუბოკრული პერანგები და ჰალსტუხები პოლ სმიტის სეზონის ნამდვილი ჰიტია. „არტის“ სტილში შექმნილი, ერთმანეთში გადახლართული კაბები, რომელთა ნაწილი იმავე სულისკვეთებით იყო განმსჭვალული, ნაწილი კი – პოლ სმიტის ცნობილი ფერადი ზოლებით გალამაზებული, კოლექციის მთავარ „დარტყმად” იქცა. თუმცა, უნდა ვაღიაროთ, რომ ამ სტილში შექმნილი კაბები ნამდვილად გაგახსენებდათ ვესტვუდის ადრეულ კოლექციებს. მთელი კოლექცია ძალიან სასიამოვნო და საოცრად ახალგაზრდული იყო, მაგრამ, ვინაიდან საქმე მაინც ექსცენტრიკულ ინგლისელთან, პოლ სმიტთან გვაქვს, ასეთ „თაყვანისმცემლურ“ დამოკიდებულებას სამოსის მიმართ მისგან ნამდვილად არავინ ელოდა.

კოლექციაზე იგრძნობოდა კიდევ მეორე, ძალიან სერიოზული გავლენა – თავად დიზაინერის სამკერვალო ოსტატობა, სამოსის დამუშავების დონე. ამის ნათელი მაგალითი იყო თხელი აბრეშუმის კაბები და კომბინეზონები. ამ სეზონზე პოლ სმიტი, ისევე, როგორც მთელი მოდის ინდუსტრია, მიწაზე დაბრუნდა და თავისი კოლექციები უამრავი ყვავილითა და სხვა მცენარეებით გააფორმა. ასეა თუ ისე, ამ კოლექციით პოლ სმიტმა დაამტკიცა, რომ ქალებს არავისზე ნაკლებად არ იცნობს და დღეს უკვე აღარავის ეპარება ეჭვი, რომ ის, თავისი ფერადი ზოლებით, სამუდამოდ იქცა ქალთა გულისმპყრობელად.




скачать dle 11.3